არადა, სულ რამდენიმე დღის წინ, ანტონიო კონტემ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მისი შეგირდები ტრავმებს არ უჩივიან და თავს კარგად გრძნობენ
ბერლუსკონის თასზე “მილანთან” პაექრობაში ალესანდრო მატრიმ ტრავმა მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობის პროცესის გავლა მოუწევს. ანუ, მატრი სერია ა-ს პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს და გუნდს “უდინეზესთან” დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება.

არადა, სულ რამდენიმე დღის წინ, ანტონიო კონტემ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მისი შეგირდები ტრავმებს არ უჩივიან და თავს კარგად გრძნობენ - იქვე დაამატა, ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდებაო. ერთი სიტყვით, კონტემ საკუთარი თავი დათარსა და ამაზე თვითონვე გააახვილა ყურადღება:

“სიტყვები ცუდად მომიბრუნდა, რადგან ალესანდრო მატრიმ ტრავმა მიიღო და მინიმუმ ორი კვირა ჩამოგვშორდა. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ მაინც უსიამოვნო პრეცედენტია. ტყუილად არ მომითხოვია მირკო ვუჩინიჩის შეძენა, დიდი ხანი ფეხბურთში ვარ და კარგად ვიცი, რომ ტრავმები სპორტის უპირველესი სახობის განუყოფელი ნაწილია”.

კონტემ სერია ა-ს პირველი ტურის პაექრობაზე ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: “სეზონის კარგად დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს და “უდინეზესთან” პაექრობისთვის დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით. ფეხბურთელთა დიდ ნაწილი სრულ მზადყოფნაში არიან და თანაც, საკმაოდ კარგ ფორმაში, რაც იმედით მავსებს. “უდინეზე” შესანიშნავი გუნდია, რომელმაც უკვე გამართა ოფიციალური პაექრობები და ფეხბურთელებიც ტონუსში არიან. შესაბამისად, მათ აქვთ ერთი კოზირი, როელიც ჩვენი პლუსებით უნდა გავანეიტრალოთ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდებიდან ყველაზე რთული ოაექრობა პირველ ტურში სწორედ ჩვენ გველის”.

მატრის ტრავმიდან გამომდინარე, დიდია შანსი, :უდინეზესთან” პაექრობაში “იუვენტუსის” შემტევი ტანდემი ალესანდრო დელ პიერომ და მირკო ვუჩინიჩმა შეადგინონ. თუ ამხანაგური მატჩებით ვიმსჯელებთ, ჩერნოგორიელი საკმაოდ კარგად მოიერგო ახალ გუნდს და სავარაუდოდ, ადაპტაციისთვიუს დრო არ დასჭირდება. ამ მოსაზრებას თავად მირკოც ეთანხმება: “დელ პიეროს მხარდამხარ თამაში იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ შეუძლებელია საკუთარი შესაძლებიბები ვერ გამოვავლინო. მან ზუსტად იცის სად ვიხსნები, სად უნდა მომცეს პასი და ეს მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ერთად არასდროს გვითამაშია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი და ასეთი ფეხბურთელის მხარდამხარ მომიწევს ასპარეზობა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა