იმედია, ნაკრების თავკაცს, იგორ კოშკოვს ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატის წინ სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება
საქართველოს ნაკრებმა წლეულს მე-11 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მეხუთედ დამარცხდა. ლატვიასთან კარგად ჩატარებული პირველი მეოთხედის შემდეგ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა თამაში სათანადოდ ვერ დაალაგეს და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობით (73:84) დამარცხდნენ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყოველთვის ამბობდა - ამხანაგური მატჩების შედეგებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებო. შესაბამისად, გაუმართლებელი იქნება ლატვიასთან წაგების ტრაგედიად მიჩნევა. თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ იგორ კოკოშკოვს ეს მატჩიც ოფიციალური შეხვედრების წინ სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება.

I

22 აგვისტოს ამავე ლატვიასთან ზაზა ფაჩულიამ 42 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელებს 83:79 მოაგებინა. იმ მატჩის შემდეგ ლატვიელთა მწვრთნელს აინარს ბაგაცკისს ბევრი უნდა ეშრომა, რომ შეგირდები "ფაჩულიას კომპლექსისგან" განეკურნა. პირველივე წუთებზე გამოჩნდა, რომ მწვრთნელმა ეს ბოლომდე ვერ შეძლო: საწყის მეოთხედში ზაზამ 10 ქულა ჩააგდო და ქართველებმა მეოთხედი 24:16 დაასურლეს.

თუმცა, დანარჩენებმაც კარგად ითამაშეს, მანუჩარ მარკოიშვილი შეტევაშიც ნაყოფიერი იყო და დაცვაშიც, ხოლო ვლადიმერ ბოისას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ნიკა ცქიტიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდო.

II

საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდი ფაჩულიას გარეშე დაიწყო და ლატვიელებსაც ყოველგვარი კომპლექსი მოეხსნათ - თავისუფლად ათამაშდნენ, დაცვაში თამაშიც გამოასწორეს და პერიმეტრიდანაც ერთბაშად 4 სამქულიანი ჩააგდეს.

თუ წინა მატჩში მასპინძლებს გამოცდილი იანის ბლუმსი მიუძღოდათ, ამჯერად ბაგაცკისმა იგი განაცხადშიც არ შეიყვანა (დაასვენა) და ფუნქციებიც ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ასე და ამგვარად, მეორე პერიოდის შუაში ბალტიისპირელებმა 11:0 გაქცევა მოაწყვეს და 27:26 გაგვასწრეს.

ასე არ უნდაო, გაბრაზდა ვიქტორ სანიკიძე და 3-წუთიან მონაკვეთში 9 ქულა ჩააგდო, ორჯერ ჩატენა (თან ჯარიმებიც მიაყოლა) და ერთი სამქულიანიც გამოიყენა.

დიდ შესვენებაზე მცირე უპირატესობით მაინც ლატვიელები გავიდნენ - 42:39.

აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლაშა ფარღალავა გამოჩნდა, რომელმაც თავისი მწვრთნელის ("სოხუმში"), აინარს ბაგაცკისის გუნდს 2 საჯარიმო ჩაუგდო.

III

მესამე პერიოდმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა უკეთესად მაინც მასპინძლები გამოიყურებოდნენ და მეოთხედის დასრულებამდე 36 წამით ადრე 6 ქულით იგებდნენ. სწორედ ამის შემდეგ მოადუნეს ქართველებმა ყურადღება და ორი სამქულიანი მიიღეს, რის შემდეგაც ლატვია 68:56 დაწინაურდა.

IV

ბალტიისპირელებმა ესეც არ იკმარეს და მეოთხე პერიოდი კიდევ ერთი სამქულიანით გახსნეს (71:56), რითაც წითელი ხაზი გაუსვეს ერთ ნიუანსს - საქართველოს ნაკრებს პერიმეტრზე დაცვა მისახედი აქვს. ევრობასკეტზე ქართველთა ხუთივე მეტოქეს ხომ სამქულიანების კარგი სპეციალისტები ჰყავს. ისიც წინასწარ ვიცით, რომ ბელგია და ბულგარეთი სწორედ სამქულიანებით ეცდებიან ჩვენს გატეხვას.

ლატვიამ საბოლოოდ 11 სამქულიანი გამოიყენა (24-დან), მაშინ, როცა ქართველებმა პერიმეტრიდან 13-ჯერ ისროლეს და 5 ჩააგდეს.

რადგან სტატისტიკაზე ვლაპარაკობთ, აქვე გეტყვით, რომ ჩვენმა გუნდმა მასპინძლებს მოხსნებში 40:28 აჯობა, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ფარქვეშ უპირატესობა გამარჯვების გარანტიად არ გამოდგება.

იგორ კოკოშკოვმა მეოთხე პერიოდი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ლაშა გამყრელიძე, მარკიზ ჰეინსი, ანატოლი ბოისა, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. ეს სათადარიგო შემადგენლობაა. ქართველთა მწვრთნელს, ალბათ, სურდა ისინი გამოეცადა, გადამწყვეტ მომენტში რამდენად სასარგებლონი არიან.

ერთ ეპიზოდში მათ 15-ქულიანი ჩამორჩენა შვიდამდე დაიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს. ლიდერები მეოთხე პერიოდში მოედანზე არ გამოჩენილან. სირენამდე 2 წუთით ადრე გიორგი შერმადინი გიორგი შარაბიძემ შეცვალა და ნაკრებში სადებიუტო ქულაც ჩააგდო.

როგორც შევთანხმდით, დღეს იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებებისა და გუნდის მზადების შესახებ თამამი ლაპარაკისგან თავი შევიკავოთ. რამდენად კარგად და სწორად მოამზადა მწვრთნელმა გუნდი სულ მალე, ევრობასკეტზე გამოჩნდება. მანამდე 27 აგვისტოს ქართველები ბოლო ამხანაგურ მატჩს ლიტვასთან ჩაატარებენ.

ამხანაგური მატჩი

24 აგვისტო

ვენტსპილსი, ლატვია

ლატვია-საქართველო 84:73

16:24, 26:15, 26:17, 16:17

ლატვია წთ 2ქ 3ქ 1ქ მ პ შ ფ ქ

ბერტანსი 27 2/3 0/1 4/7 0 3 3 1 8

ფრეიმანისი 5 0/0 0/0 0/2 1 0 0 0 0

იურევიჩუსი 24 1/2 2/4 2/4 3 1 0 3 10

კუკსიკსი 26 0/2 4/7 0/0 3 1 1 4 12

ჟერომანოვსი 16 0/1 3/6 1/2 3 2 0 1 10

შტრელნიეკსი 27 3/4 1/3 4/6 0 1 0 2 13

ბერზინსი 16 3/5 1/2 0/0 6 2 1 3 9

შელაკოვსი 19 1/4 0/0 4/6 6 0 0 4 6

მარეკს მეიერსი 20 2/11 0/1 2/4 1 2 1 5 6

მარტინს მეიერსი 21 5/10 0/0 0/1 5 1 0 3 10

საქართველო წთ 2ქ 3ქ 1ქ მ პ შ ფ ქ

გამყრელიძე 16 0/2 0/1 0/0 0 1 0 2 0

ვ. ბოისა 14 2/3 0/0 1/5 3 2 0 2 5

ა. ბოისა 10 0/1 0/0 0/0 6 0 1 1 0

ფაჩულია 20 5/9 0/0 8/8 6 1 4 3 18

ცინცაძე 20 2/3 0/2 0/0 3 3 3 2 4

შერმადინი 18 1/1 0/0 1/2 4 0 2 4 3

მარკოიშვილი 15 2/3 1/2 0/0 2 3 1 4 7

სანიკიძე 23 2/2 1/2 2/2 6 0 3 2 9

ცქიტიშვილი 16 0/2 2/3 2/2 3 1 0 1 8

შენგელია 17 2/6 0/0 4/6 5 1 1 2 8

ჰეინსი 22 2/7 1/3 1/2 0 1 2 4 8

შარაბიძე 2 0/2 0/0 1/2 1 0 0 0 1

ფარღალავა 7 0/0 0/0 2/2 1 0 0 1 2

ლატვია-საქართველო

ქრონოლოგია

I პერიოდი

09:42 ვ. ბოისა 2ქ (0:2)

09:25 შტრელნიეკსი 2ქ (2:2)

08:30 მარკოიშვილი 3ქ (2:5)

07:50 ფაჩულია 2ქ (2:7)

07:31 იურევიჩუსი 1ქ (3:7)

07:22 ვ. ბოისა 1ქ (3:8)

06:49 ფაჩულია 2ქ (3:10)

05:54 იურევიჩუსი 3ქ (6:10)

05:17 მარკოიშვილი 2ქ (6:12)

04:40 ცქიტიშვილი 3ქ (6:15)

04:08 ბერტანსი 2ქ (8:15)

03:57 შტრელნიეკსი 2ქ (10:15)

03:56 ფაჩულია 2ქ (10:17)

03:17 მეიერსი 2ქ (12:17)

02:29 ფაჩულია 2ქ (12:19)

02:14 მეიერსი 2ქ (14:19)

01:52 მეიერსი 1ქ (15:19)

01:26 ფაჩულია 2ქ (15:21)

00:07 ცქიტიშვილი 3ქ (15:24)

00:01 ბერტანსი 1ქ (16:24)

II პერიოდი

09:09 ჰეინსი 2ქ (16:26)

08:53 შელაკოვსი 1ქ (17:26)

08:27 ბერზინსი 2ქ (19:26)

07:59 კუკსიკსი 3ქ (22:26)

07:25 ჟერომანოვსი 3ქ (25:26)

06:40 ბერზინსი 2ქ (27:26)

05:39 მარკოიშვილი 2ქ (27:28)

05:21 ჟერომანოვსი 3ქ (30:28)

03:58 შელაკოვასი 1ქ (31:28)

03:55 სანიკიძე 2ქ (31:30)

03:55 სანიკიძე 1ქ (31:31)

03:11 მეიერსი 2ქ (33:31)

02:22 სანიკიძე 3ქ (33:34)

02:04 იურევიჩუსი 2ქ (35:34)

01:45 სანიკიძე 2ქ (35:36)

01:45 სანიკიძე 1ქ (35:37)

01:30 შტრელნიეკსი 2ქ (37:37)

01:05 ფარღალავა 2ქ (37:39)

00:49 შტრელნიეკსი 3ქ (40:39)

00:05 შტრელნიეკსი 2ქ (42:39)

III პერიოდი

08:50 კუკსიკსი 3ქ (45:39)

08:14 შტრელნიეკსი 1ქ (46:39)

07:50 ფაჩულია 2ქ (46:41)

07:33 მეიერსი 2ქ (48:41)

07:22 ვ. ბოისა 2ქ (48:43)

07:20 ფაჩულია 2ქ (48:45)

06:56 მეიერსი 2ქ (50:45)

05:50 მეიერსი 2ქ (52:45)

05:20 შტრელნიეკსი 1ქ (53:45)

04:53 ფაჩულია 2ქ (53:47)

04:22 ფაჩულია 2ქ (53:49)

04:01 შელაკოვსი 2ქ (55:49)

03:42 ჰეინსი 1ქ (55:50)

03:17 ცინცაძე 2ქ (55:52)

02:55 ბერზინსი 2ქ (57:52)

02:26 შელაკოვსი 2ქ (59:52)

02:07 ბერტანსი 2ქ (61:52)

01:31 ცქიტიშვილი 2ქ (61:54)

01:19 ჟერომანოვსი 1ქ (62:54)

00:56 ცინცაძე 2ქ (62:56)

00:36 ჟერომანოვსი 3ქ (65:56)

00:00 ბერზინსი 3ქ (68:56)

IV პერიოდი

09:26 იურევიჩუსი 3ქ (71:56)

08:33 შენგელია 2ქ (71:58)

07:47 ჰეინსი 3ქ (71:61)

07:10 მეიერსი 2ქ (73:61)

05:55 შენგელია 2ქ (73:63)

05:28 ჰეინსი 2ქ (73:65)

04:47 შენგელია 1ქ (73:66)

04:32 დაი. ბერტანსი 2ქ (75:66)

03:51 კუკსიკსი 3ქ (78:66)

03:39 შენგელია 1ქ (78:67)

03:07 შერმადინი 1ქ (78:68)

02:30 კუკსიკსი 3ქ (81:68)

02:16 შერმადინი 2ქ (81:70)

01:37 შარაბიძე 1ქ (81:71)

01:26 ბერტანსი 1ქ (82:71)

01:16 შენგელია 2ქ (82:73)

00:19 მეიერსი 2ქ (84:73)

შენიშვნა: 2ქ გულისხმობს, როგორც ორქულიანს, ასევე ორ რეალიზებულ საჯარიმოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს