ესპანეთის ჩემპიონატს 2 ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – 4-დან 4 გამარჯვების მქონე "ვალენსია" და "ტენერიფე". ამ უკანასნელის ლიდერი გიორგი შერმადინია, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. გასულ, მე-4 ტურის მატჩში შერმადინი ისევ გამოირჩა. მან თავისი გუნდის მორიგ, ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაში ტრადიციულად სოლიდური წილი დაიდო.

"ტენერიფემ" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "უნიკახას" უმასპინძლა, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია – 95:79. მასპინძლებს მარსელო უერტასმა და გიორგი შერმადინმა ულიდერეს. ბრაზილიელმა თამაში 19 ქულით, 2 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, ქართველმა კი 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-იდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5-ივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. შერმადინი, რომელსაც სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (22), მატჩის MVP-ად დასახელდა.

მაღალი ალბათობით, ტენერიფეს 36 წლის ქართველი ცენტრი ლიგა ენდესის ოქტომბრის MVP-ადაც დასახელდება, მისი გუნდი კი მომდევნო ტურში "ბასკონიას" ესტუმრება (2 ნოემბერს). მანამდე კი, 28 ოქტომბერს, შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ბურსას "ტოფაშთან" ითამაშებს.

FBF.GE

shota1966
2 ერთპიროვნული ლიდერი
mamuka09ze
საღოლ, გიორგი. წინ კიდევ ბევრი წარმატება გელოდება.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში