პოლონურ ხოტოვა-გზარნაში 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე გუშინ X ტურის პარტიები გაიმართა. კვლავ წარმატებით ითამაშა სლოვენიელმა ანა მუზიჩუკმა, რომელმაც ამერიკელი ალისა მელიოხინა დაამარცხა, 9 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა...

პოლონურ ხოტოვა-გზარნაში 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე გუშინ X ტურის პარტიები გაიმართა. კვლავ წარმატებით ითამაშა სლოვენიელმა ანა მუზიჩუკმა, რომელმაც ამერიკელი ალისა მელიოხინა დაამარცხა, 9 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. 8 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბერძენი ეკატერინი პავლიდუს მძლეველმა ოლგა გირიამ (რუსეთი). 7.5 ქულით მესამე ადგილზეა აზერბაიჯანელი გულნარ მამადოვა. მე-10 ტურში მან უზბეკი ნაფისა მუმინოვა დაამარცხა. 7-7 ქულით სხვებთან ერთად IV-X ადგილებს ინაწილებს თბილისელი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი, რომელსაც მედლისთვის ბრძოლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. გუშინ იგი ინდოელ როუთ რადმინის დაუზავდა. ისევ წააგო ნანი უნაფქოშვილმა, ამჯერად ჩერნოგორიელ სანია მისოვიჩთან. უნაფქოშვილის აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ 3 ქულაა.

ვაჟებში წარმატებით ვერც დავით ლომსაძე გამოირჩევა, იმის მიუხედავად, რომ მან გუშინ პოლონელ მიროსლავ ლევიცკის გააჩერებინა საათი და 5 ქულას მოუყარა თავი. ჩვენებურს მთელი 3 ქულით უსწრებს ერთპიროვნული ლიდერი რუსი დმი?რი ანდრეიკინი, მე-8 ტურში მან შავი ფიგურებით ქულა გაიყო პერუელ არტურო ემილიო გორდოვასთან. ასევე დაზავდნენ: სანან სიუგიროვი (რუსეთი)-მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი), დარიუშ სვერჩი (პოლონეთი)-ლუგვიგ ჰამერი (ნორვეგია), კირილ სტუპაკი (ბელარუსი)-იაჩეკ ტომჩაკი (პოლონეთი), ერიკ ბლომკვისტი (შვედეთი)-ივან სარიჩი (ხორვატია).

10 ტურის შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით სიუგ?როვი და გორდოვა ჩამორჩებიან. 8 მოჭადრაკეს 7-7 ქულა აქვს. ქართველთაგან მე-11 ტურში ლომსაძე მარტინ პაგერკას (სლოვაკეთი) შეხვდება, გურამიშვილი-ანა ვარაკოვსკას (პოლონეთი), უნაფქოშვილი კი ადრიანა ჰოეკს (სამხრეთ აფრიკა) დაუპირისპირდება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა