RMC-ზე პროგრამა After Foot-ში ცნობილმა ფრანგმა საფეხბურთო მიმომხილველმა დანიელ რიოლომ თქვა, რომ პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას არასწორად იყენებს:

„არის ერთი მომენტი, რომელშიც ლუის ენრიკე ჯერ კიდევ ცოტა ჯიუტია. ეს კვარაცხელის მარჯვენა ფლანგზე დაყენებაა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ პრობლემა არსებობს. ეს არ მუშაობს, მაგრამ უნდა თავისას მიაღწიოს. რატომაც არა, სცადე, თუ გინდა მართლა ფეხბურთელს რაღაც შეუცვალო. თუ დარწმუნებული ხარ, გააგრძელე. „ბრესტთან“ და „ლორიენთან“ შეუძლია „კვარა“ მარჯვენა ფლანგზე გამოსცადოს, თუმცა კარგად ვხედავთ, რომ ეს პრობლემაა“.

le10sport-ი წერს, რომ მარჯვენა ფლანგზე ხვიჩა დამაჯერებელი არაა, ვინაიდან მარცხნივ უკეთ ირჯება და მიუხედავად ამისა ესპანელი სპეციალისტი ბრედლი ბარკოლასთვის ეფექტურ გამოსავალს ეძებს.

ლილი
მართალია, როგორც კი ხვიჩა მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდება, იწყება წარმოუდგენელი ფინტები და ზუსტი პასები და ხშირად გოლიც! ენრიკეს სურს ხვიჩა უნივერსალურ მოთამაშედ აქციოს და როგორიც ისედაც არის! ხვიჩა პირველ რიგში შემტევია და ამას ლუის ენრიკესთვის როგორც ყველა ვხედავთ, მნიშვნელობა არა აქვს. თანაც მეორე ტაიმის მოთამაშე კვარა არაა!!!
კახა
ვაჟა მასწავლებელო რომ იცოდეთ მეკარე არის შევალიე და შევათავე სხვა რამეა (სხვათაშორის კარგი რამეა)... რას ასწავლით საზოგადოებას :)))
ვაჟა მასწავლებელს
სად ნახე დაჩაგრული ჟორჟი, მით უმეტეს ვილიარეალში. აიაქსში ბრობი დახვდა და კიდევ ერთი, რომელიც დუბლებს ასრულებდა. სერენში და მეცში ხელისგულზე ატარებდნენ. არც ვილიაში იკლავს თავს უკან სირბილით. ბიჭი ქერის ორმოშია, ხალხი მეფეს ეძახის და რა გვაქვს საწუწუნო?
MIRO
ასპროცენტინია.რც შექმნა კვარამ,ყველაფერი მარცხენა ფლანგიდან,ენრიკე კი ჯიუტად მარჯვნივ აყენებს.ეტყობა ბარკოლამ უარი სტკიცა მარჯვნივ თამაშზე და მარცხნივ დაყენება მოსთხოვა,თუ არადა სხვაგან გადასვლით დაემუქრა.მისი დაკარგვა კი ენრიკეს არ უნდა,კვარა იცის რომ ვერ შეეწინაღმდეგება და ამით სარგებლობს.

თავის დროზე ლუის ენრიკეს ნათქვამი აქვს:მირჩევნია მბაპეს 45 გოლის ნაცვლად სამი ფეხბურთელი მოვიყვვანო,რომლებიც ჯამში 50 გოლის გაიტანენო და ამან დიდებული სეზონიც მოუტანა.კვარაც და ბარკოლაც,ორივე მარცხენა ფლანგზეა ძალიან ძლიერი და შეუძლიათ თამაში,მაგრამ შედარებით სუსტად,მარჯვენა ფლანგზეც.თამაშის განმავლობაში,ისინი რამდენჯერმე უცვლიან ერთმანეთს ადგილებს და სწორედ ეს არის,დაცვას ყირაზე რომ აყენებს.ჩვენ კვარას ბრწყინვალე თამაში გვინდა ვნახოთ,ენრიკეს კი,მთლიანად გუნდის ბრწყინვალე თამაში სჭირდება საამისოდ,კვარას მარჯვენა ფლანგზე დაყენება თუ დასჭირდება,სადაც უფრო ნაკლებად ეფექტურია,ეს მისთვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.მთავარია რომ ამ დროს,მთლიანად გუნდია უფრო ეფექტური.უკვე საკმაოდ დიდი ხანია,რაც კვარაცხელია პარიზშია და გუნდს შედეგებმა,მგონი ყველა დაარწმუნა ამაში.ბარკოლა და კვარა,ისე ძალიან განსხვავდებიან სათამაშო სტილით,რომ მათი ადგილების ცვლა,თან ფლანგის მცველების შეტევაში ჩართვით,მეტოქეების დაცვისათვის გადაუჭრელ ამოცანად იქცევა ხოლმე.მარჯვენა ფლანგიდან კვარას და ჰაკიმის დუეტი,გაცილებით უფრო ნაყოფიერია,შეტევაში და საიმედო დაცვაში.ალბათ ამიტომ ათამაშებს კვარას უფრო ხშირად,მარჯვენა ფლანგიდან.იმასაც ვხედავთ,რომ ენრიკე ძიღიტად შმადგენლობას აჩვევს ძალიან ახალგაზრდა ბიჭებს,თანაც მათაც უნივერსალურობას აჩვევს,აქედანვე.უკვე ცხადია,რომ ცდილობს ტოტალური ფეხბურთის სრულყოფილი მოდელი შექმნას,სადაც ყოველ ფეხბურთელს,რამდენიმე რადიკალურად განსხვავებული პოზიციის გადაფარვა შეეძლება და საამისოდ,ფეხბურთელთა საკმაოდ დიდ რაოდენობას ამზადებს,რათა დიდ სისწრაფეებზე თამაშით გამოწვეული გადატვირთვები თანაბრად გადაუნაწილოს ფეხბურთელების დიდ ჯგუფს და ყველა ტონუსში ჰყავდეს.დღევანდელ პსჟში,განაპირა მცველები,ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციებიდან ასრულებენ დუბლებს,კვარას კი ცენტრალური მცველის პოზიციიიდან,ცარიელი კარიდან გამოაქვს ბურთი.1974-78 წლებში,ჰოლანდიის ნაკრები,ამსტერდამის აიაქსი,ფეინოორდი,მგონი მიოჰენგლადბახის ბორუსიაც(კლუბებმა სამი წლით ადრე დაიწყეს ასე თამაში და ევროპაში ყველაფერსაც იგებდნენ) და გერმანიის ნაკრები თამაშობდნენ სრულყოფილ ტოტალურ ფეხბურთს,თუმცა პსჟმ,მათ თამაშს,კიდევ უფრო ინტენსიური და მაღლა აწეული პრესინგიც დაუმატა. 70-იან წლებში,ეროვნული ჩემპიონატები,მართლაც ეროვნული ჩემპიონატები იყო,სადაც უცხოელთა თამაში შეზღუდული რაოდენობით შეიძლებოდა,ამიტომ გუნდები შემადგენლობები,სტაბილური იყო და გუნდის მწვრთნელებს,დამშვიდებით შეეძლოთ,გუნდის თამაშის გარდაქმნაზე მუშაობა,მიღწეული შედეგები კი,სტაბილური იყო,რადგან შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნება,პრობლემა არ იყო,დღევანდელისაგან განსხვავებით.დღეს ყოველი ფეხბურთელის შენარჩუნებისათვის კლუბს დიდი ბრძოლა უწევს და კადრების დენადობა დიდია.ეს ძალიან აძნელებს კლუბების სტაბილურად ერთი შემადგენლობით დიდხანს თამაშს.ალბათ ამასაც ითვალისწინებს ლუის ენრიკე,როცა დაახლოებით თანაბარი დონის ფეხბურთელების დიდი ჯგუფის გუნდში დამაგრებას ცდილობს და ყველას აძლევს,ძირითადში თამაშის საშუალებას.
ვაჟა მასწავლებელი
ახლა გადმოსცა ფრანს პრესმა: - ლუის ენრიკეს მეკარე შევათავე არ მოსწონს და კვარას უპირებს მაგ ადგილზე გამოცდასო! მოკლედ, ყველა ცდილობს ქართველების დაჩაგვრას! მასევე ჩაგრავენ მიქაუტაძესაც: ჟორჟი Mikautadze ნაცვლად რომ იყოს Mikautzade ან Mikautadez - ხელის გულზე ატარებდნენ!რას იზამ, ჩვენ ჯერობით ევროპაში გვიცნობენ როგორც კაცები - ქურდ-ბაცაცები, ქალები - მოხუცთა მომვლელები. რაც მეტი კვარები, ჩაკვეები, მამარდები და ქოჩორები ითამაშებენ ევროპულ გუნდებში - მორიდება და პატივისცემა გაიზრდება!

ასე არ შევხედავდი ამ საკითხს.როცა მბაპე გაუშვა,ენრიკემ განაცხადა,მირჩევნა ერთი მბაპეს ნაცვლად,რომელსაც 45 გოლი გააქვს,სამი ისეთი ფეხბურთელი მოვიყვანო,ჯამში 50 გოლს რომ გაიტანენო და ამან გაუმართლა.მარცხენა ფლანგზე,კავარაც ძალიან მაგარია და ბარკოლაც,მარჯვნივ,ორივე შედარებით სუსტია,მაგრამ ადგილების ცვლით ათამაშებს და მეტოქ
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
Opta: ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტის შანსები გაიზარდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ლუის ენრიკეს უკანალს ვუკოცნიდით" - ფრანგი ჟურნალისტი
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში