ბოლო წლებია, სულ უფრო ხშირად გვესმის პრეპარატ ოზემპიკის შესახებ, რომელიც თავდაპირველად შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იყო განკუთვნილი. თუმცა, მას დღესდღეობით სხვა დანიშნულებაც აქვს და წონის კლებისთვისაც აქტიურად გამოიყენება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დროთა განმავლობაში, ოზემპიკი საზოგადოებაში მეტად პოპულარული ხდება. ეს კი, გარკვეულწილად, პაციენტების დაინტერესებითაა განპირობებული. ამიტომაც, პრეპარატის მოქმედებისა და ეფექტის მიმართ ყურადღება არ ცხრება.

ოზემპიკი - სამკურნალო თვისებები და დანიშნულება

ოზემპიკი (Ozempic) სამედიცინო პრეპარატია, რომელიც აქტიურ ნივთიერება სემაგლუტიდს შეიცავს. წამალი GLP-1 აგონისტთა ჯგუფს მიეკუთვნება და ინექციური ფორმით ინიშნება. როგორ უკვე აღვნიშნეთ, ის ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, რათა პაციენტების სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონე გააკონტროლოს და გულისა და სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი შეამციროს.

ამასთან ერთად, კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ოზემპიკი მადასა და წონის კლებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამის გამო, ოზემპიკი 1 მგ, ექიმის დანიშნულებით, როგორც დიაბეტის, ასევე ჭარბი წონის შემთხვევაშიც მიიღება.

როგორ მოქმედებს ოზემპიკი ორგანიზმზე?

ოზემპიკი GLP-1 რეცეპტორებს ააქტიურებს, რაც ინსულინის გამოყოფას ხელს უწყობს. პრეპარატს რამდენიმე სახის მოქმედება გააჩნია. ის მადას ამცირებს, კუჭის დაცლას ანელებს და ინსულინის გამოყოფას ზრდის, რისი საშუალებითაც ადამიანის ორგანიზმი გლუკოზის დონეს აკონროლებს. მისი გამოყენების შემდეგ, პაციენტები შიმშილს ნაკლებად გრძნობენ და კალორიულობას იოლად ამცირებენ. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ოზემპიკი ტვინის იმ უბნებზე ზემოქმედებს, რომლებიც შიმშილის შეგრძნებას აკონტროლებენ.

მიღების წესი და დოზირება

განსაკუთრებით აუცილებელია, რომ ამ მედიკამენტის მიღებისას ექიმის მითითებები ზუსტად დაიცვათ და არავითარ შემთხვევაში არ შევცალოთ დოზა თვითნებურად.

როგორც წესი, საწყისი დოზაა 0.25 მგ. ის, კვირაში ერთხელ, ინექციის სახით, კანქვეშ - მუცელზე ან ბარძაყზე უნდა გაიკეთოთ. დოზირება ეტაპობრივად იზრდება და ოთხი კვირის მერე, ექიმის დანიშნულებით 0.5 მგ ხდება. შემდეგ კი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დოზირება 1 მგ-დან 2 მგ-მდე შეიძლება განისაზღვროს.

ოზემპიკით მიღებული შედეგები

ოზემპიკი 1 მგ მაღალი ეფექტურობითა და სწრაფი შედეგით გამოირჩევა. ეს კლინიკური კვლევებითა და პაციენტთა გამოცდილებით დასტურდება. პრეპარატი HbA1c-ის მაჩვენებელში გლუკოზის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ამისა, მისი მეშვეობით, დაახლოებით ნახევარ წელიწადში, საშუალოდ 5-15 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. აქვე აღსანიშნავია, რომ წონის კლების მაჩვენებელი ინდივიდუალურია და პაციენტის კლინკურ სურათზეა დამოკიდებული. ასევე, ოზემპიკი 1 მგ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს.

ადამიანები, რომლებიც მედიკამენტს წონის დასაკლებად იყენებენ, აღნიშნავენ ხოლმე, რომ მადა ძალიან შეუმცირდათ და კვებითი ჩვევებიც შეიცვალეს.

რა არის გვერდითი მოვლენები და რისკები?

როგორც ყველა სხვა წამალს, ოზემპიკსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები. განსაკუთრებით სავარაუდოა, რომ ისინი შესაძლოა მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოვლინდეს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, დიარეა ან შეკრულობა.

არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტოთ და ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოთ. უფრო კონკრეტულად, იშვიათად, თუმცა მაინც ფიქსირდება ისეთი სერიოზული რეაქციები, როგორიცაა პანკრეატიტი, თირკმლის ფუნქციის გაუარესება ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები.

შესაბამისად, თუ აღგენიშნათ ძლიერი მუცლის ტკივილი, რაც პანკრეატიტს ახასიათებს; ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა; სუნთქვის გაძნელება, სახის ან ყელის შეშუპება; ხმის ტემბრის ცვლილება; თავბრუსხვევა ან სისუსტე; მაღალი სიცხე და ინფექციის ნიშნები, რომლებიც არ ქრება - ექიმს მაშინვე მიმართეთ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ოზემპიკის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ მკურნალობის მიმდინარეობისას დაორსულდით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და პრეპარატის მიღება შეწყვიტეთ.

ოზემპიკი - ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ოზემპიკი 1 მგ სისხლში შაქრის დონის რეგულირებისა და წონის კლებისთვის ეფექტური საშუალებაა. მისი მეშვეობით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. აღნიშნული მედიკამენტი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, რომელიც აუცილებლად ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გამოიყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჯანმრთელობისთვის საზიანოც შეიძლება იყოს. სასურველი შედეგი მხოლოდ სწორი მკურნალობის შემდეგ დგება.

R

2026 წლის საქართველოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში გუდაურში გაიმართება
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა