„ეკიპმა“ პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლიგა 1-ის 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 2 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასია, როგორც ჩანს, საფრანგეთის ჩემპიონატზე ძალებს ზოგავს და ამან შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს:

„დეზირე დუეს გამოკლება „პარი სენ ჟერმენის“ შეტევისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. ლუის ენრიკე იმპროვიზაციას განაგრძობს და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები თავს წარმოაჩენენ. ამ დროს თვით უსმან დემბელე საჭიროებს დასვენებას. იგივე შეიძლება ითქვას ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული არ არის, სეზონის დასაწყისში დასვენების საშუალება მიეცა. ქართველი 24 წლისაა და ჯერ კიდევ შეიძლება ახალგაზრდა ფეხბურთელად ჩაითვალოს.

ლიგა 1 არ შთააგონებს „კვარას“

გასული სეზონის მეორე ნახევარში ის ენერგიით აღსავსე მოვიდა, ბოლომდე დაიხარჯა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც, თუმცა შემდეგ აშკარად გადაიღალა, ბოლო ხანს მატჩებს შერჩევით უდგება და თავს ზოგავს. ლიგა 1-ში 8 მატჩში 1 საგოლე პასი გასულ უქმეებზე „ბრესტთან“ ჰქონდა. ხანდახან დაცვითი ფუნქციების შესრულებით და დრიბლინგებითაც არ გამოირჩევა.

ჩემპიონთა ლიგაზე კი „კვარა“ ისევ ფორმის პიკზეა. „ბარსელონასთან“ ტრავმის გამო დაპირისპირების გამოტოვების მერე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. სტატისტიკის გარდა სტაბილურად შესანიშნავი თამაშითაც გამოირჩევა. ქართველს ბრალს სდებენ იმაში, რომ მატჩებს შერჩევით უდგება და ლიგა 1-ში ბოლომდე არ იხარჯება, სადაც მისი აზრით, გაბრწყინება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რაც საეჭვოა ლუის ენრიკეს მოეწონოს და ეს დიდხანს გაგრძელდეს.

თუმცა, ესპანელ სპეციალისტს დიდი არჩევანი არ გააჩნია, მით უმეტეს დეზირე დუეს ტრავმის გათვალისწინებით და როგორც ჩანს, ქართველს ეს შესანიშნავად ესმის. აიძულებს ეს პსჟ-ს ზამთარში ახალი ფეხბურთელის დამატებას, რაც დაგეგმილი არ იყო? პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, რამეთუ გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, მოთამაშეები უკვე გამოფიტულები ჩანან, რასაც უსმან დემბელეს შემთხვევაში ვხედავთ, რომელიც ისევ საჭიროებს კლუბის სამედიცინო პერსონალის დახმარებას“.

კალა
უეჭველი თბილისის მერობა უნდა კვარას
გიგა
ძაან მაინტერესებს,ხვიჩა რითია გადაღლილი?!
ენრიკე ნუ ნერვიულობ
ენრიკე ნუ ნერვიულობ ძმა- საქართველოს ნაკრებში საერთოდ არაფერს აკეთებს:)))))
lasha
რთული დავალება აქვს მაგას პსჟეში. ყველგან არის სუაში თავდასხმაში, დაცვის დახმარებაც ევალება. და რობოტიც არაა :)
რობი
განა მარტო კვარა ზოგავს თავს? მთელი გუნდი და ენრიკე ასეთ ხოდზეა! ენრიკე ცდილობს ძირითადი შემადგენლობა პიკზე სეზონის მეორე ნაწილისთვის გაიყვანოს!
დათო
ცუდი ის არის, რომ რაც სეზონი დაიწყო ნახევარი არ უთამაშია და კიდევ გადაღლილი როგორაა? ასეთია ფეხბურთი, დიდ კლუბებში ხალხი თამაშობს 10-15 წელი და უმაღლეს დონეზე არიან ლიგაზეც და ჩემპიონატებში. ეგრე სადაა იწ ვითამაშებ, იქ არა... რაღაც არ მგონია ასე იყოს
გელა
კომენტატორებო თქვენ მოგეწონებოდათ თბილისის დინამოში ძვირად ნაყიდი ფეხბურთელი ფეხების დაზოგვით რომ თამაშობდეს?
ავჭალიდან
ნიკა ეგრეა ძმაო გენაცვალე სამწუხაროდ მასეთი შეფასება ვიცით ქართველებმა
Gio
Miecit 10 weliwadshi ertxel romelime klubs chempionoba da nanatri ligis mogebit kidev ertxel dagatkbobt.
ვაჟა მასწავლებელი
თუ ასე აკეთებს კვარა სწორადაც იქცევა. ლიგა 1-ში უნდა დაზოგოს თავისი ფეხები, იმიტომ, რომ კვარას მუდამ ვიღაცა ფეხებში ურტყამს - ფრანგი მსაჯები კი ვითომ ვერ ხედავენ. ჩემპიონთა ლიგაზე კვარას თამაშებს არაფრანგი მსაჯები მსაჯობენ და ამიტომ, ფეხებში ნაკლებად ხვდება - გააგებინეთ ეკიპის რედაქციას, იქნებ არც უყურებენ თამაშებს!
ლია
წარმატებული ქართველის კორტნა იცით მარტო... რამდენი ითამაშა? მარსელთან სადაც ჩეხაცდნენ და იმ დღეს ნომინირებულ ბიჭებს ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი წაართვეს... თუ მერე რომ დააზიანეს 28 წუთზე? ხო ფრანგებს უნდა დასვენება და კვარას არა? ტრავმის მერე ახლა დაბრუნდა და ბრესთან კი ითამაშა... თან ეს მარჯვენა ფლანგი... არწივს ყვავების კორტნა ვერაფერს დააკლებს... კვარა საუკეთესოა...
ლეპენი
ეს გაზეთი,ხომ გადაკიდებულია კვარაზე, ერთი დადებითი არ წამოცდება მასზე.
nika
არა ბიჭოს ისე მოდის, მუდრიკს რომ აღმერთებდნენ აქ, ეგ ხომ გამოვიდა ახალგაზრდულზეო, ხომ არ დაღლილაო და ბოლოს დოპინგზე ჩავადრა. ადამიანის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი, შავკანიანებივით ყველა ვერ ირბენს ენაგადმოგდებული. და დედაც ვატირე იმ 21-წლამდელთა პაროდიული ჩემპიონატის, არცერთ ქართველს რომ არ ეცოდინება მაგის რომელიმე გამარჯვებული მაინც, სამაგიეროდ ბოღმის სანთხევად კი კარგად გამოიყენეს. ქართველს მეტი რა უნდა, ოღონდ წარმატებულ ქართველზე აძახებინე – არ ჩამოვიდა, არ ჩამოვიდა – რა მნიშვნელობა აქვს სად
ზვიადი
მასე დაიღალა 21 წლამდელთა ჩემპიონატზეც, ასე დიდი ფეხბურთელობა არ მოდის
ამატაკი
შენ გეიხარე, რას დახატავდა!
zura222
რატომ არ უნდა მოეწონოს ენრიკეს ? საფრანგეთის ჩემპიონობას ისევ ადვილად გაჩარხავენ და ჩემპიონთა ლიგაში კი დიდი ბრძოლა მოუწევთ და ყველა ჭკვიანი მწვრთელი კმაყოფილი უნდა იყოს პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშით !
უმადურები , მარჯვენა მხარეს რაჯანდაბა უნდა აბა ბოლო წუთებზე.
გეთანხმები
მეგრელი
სასწრაფოდ გაცვალეთ ვინისიუსში, ზამთარშივე)))
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან