გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით კი დაძლია, მაგრამ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მომავალი მაინც გაურკვეველია. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მზად არის, ლიოვი შეცვალოს. საუბრები იმის შესახებ, რომ ადრე თუ გვიან...
გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით კი დაძლია, მაგრამ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მომავალი მაინც გაურკვეველია. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მზად არის, ლიოვი შეცვალოს. საუბრები იმის შესახებ, რომ ადრე თუ გვიან, იოგი სწორედ ზამერმა უნდა ჩაანაცვლოს, დიდი ხანია მიდის, მაგრამ ბოლო დროს, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა მათიასის ქებას მოუხშირა. ზამერის კანდიდატურით აღფრთოვანებულია ფრანც ბეკენბაუერიც.

როგორც იცით, ლიოვს ახალი კონტრაქტი მუნდიალის დაწყებამდე უნდა გაეფორმებინა, მაგრამ მასსა და ცვანციგერს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება ივლისისთვის გადაიდო. ლიოვმა ძალიან დიდი ხელფასი და ცვანციგერის აზრით, ზედმეტად დიდი ძალაუფლება მოითხოვა. გერმანიაში ყველა დარწმუნებულია, რომ მუნდიალის შემდეგ ლიოვთან ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აგვისტოდან ბუნდესნაკრებს ახალი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. სავარაუდო კანდიდატებს შორის ფავორიტი კი, ულაპარაკოდ მათიას ზამერია.

ცვანციგერი პირდაპირ ამბობს, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლიოვთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდება, პირველ რიგში ზამერზე ვიფიქრებთო. "მათიასი გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორია და თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს. ამასთან, ის შესანიშნავი მწვრთნელია და სხვადასხვა ასაკობრივი ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებებიც მისი დამსახურებაა, რადგან ბავშვთა ფეხბურთის კოორდინატორი სწორედ მათიასია. ახლა რომ ვთქვა, ზამერის კანდიდატურა გერმანიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე არ განიხილება-მეთქი,

სასტიკად ვიცრუებ," - ასე ახასიათებს ცვანციგერი ევროპის 1996 წლის ჩემპიონს.

"მათიასი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს აზროვნებდა ისე, როგორც მწვრთნელი უნდა აზროვნებდეს. ზამერი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი, რომ ის მწვრთნელობისთვისაა დაბადებული. ვფიქრობ, ის უკვე მზადაა ბუნდესმწვრთნელობისთვის," - ეს კი ბეკენბაუერის სიტყვებია.

მოკლედ, დისკუსიები დაიწყო და შეგახსენებთ, რომ ცვანციგერი და ბეკენბაუერი უმიზეზოდ ასე არავის აქებენ ხოლმე. გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს ამ განცხადებებით ერთი მხრივ ლიოვის წნეხის ქვეშ მოქცევა სურს, მეორე მხრივ კი ის სერიოზულად ფიქრობს ზამერზე და შეიძლება ურჩევნია კიდეც ის, რომ ლიოვმა პოსტი დატოვოს და გერმანიის პირველი გუნდი მათიასმა ჩაიბაროს.

თვითონ 42 წლის ზამერი კი დუმილს აჯობინებს და დისკუსიებისგან თავს შორს იჭერს. მან სპეციალურად თქვა უარი იმაზე, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩასულიყო და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები მოენახულებინა, რადგან არ უნდოდა, რომ ამით სპეკულაციები კიდევ უფრო გაეღვივებინა. ერთი რამ კი ცხადია: ზამერი ყოველთვის ოცნებობდა გერმანიის ნაკრების გაწვრთნაზე და შეთავაზების შემთხვევაში, ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობას დიდი სიამოვნებით დათანხმდება.

ლიოვისა და გერმანიის ნაკრების მენეჯერ ოლივერ ბირჰოფისგან განსხვავებით, რომლებთანაც მათიასს მეგობრული ურთიერთობა ნამდვილად არ აკავშირებს, საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი უკვე გააგრძელა (2013 წლამდე). თანაც, ზამერი არც დიდ ხელფასს ითხოვს და არც განსაკუთრებულ პირობებს. ის ყოველთვის ამბობდა, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელად მუშაობა ნებისმიერი სპეციალისტისთვის დიდი პატივი უნდა იყოს, რის გამოც ფუნქციონერებსა თუ გულშემატკივრებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ცნობილია ისიც, რომ ზამერი, რომელიც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 2006 წლის 1 აპრილიდან მუშაობს, ძალიან მოსწონთ საფეხბურთო კავშირის სხვა შეფებსაც - მაგალითად, გენერალურ მდივან ვოლფგანგ ნირსბახს, რომელსაც ცვანციგერთან წონადი სიტყვა ეთქმის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზამერის უმთავრესი პლუსი ის არის, რომ "შტუტგარტისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მწვრთნელი, ლიოვის წასვლის შემთხვევაში, მაშინვე მზად იქნება, ბუნდესგუნდი ჩაიბაროს. შესაბამისად, ცვანციგერი თავიდან აიცილებს იმ ქაოსს, რაც ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შემდეგ ხდებოდა, როცა რუდი ფიოლერმა ბუნდესმწვრთნელის პოსტი დატოვა. ბეკენბაუერის თქმით, მაშინდელი ქაოსი აღარ უნდა განმეორდეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გამორიცხული არც ისაა, რომ ლიოვის წასვლის შემთხვევაში, გერმანიის ნაკრები მის ასისტენტ ჰანსი ფლიკს ჩააბარონ, რითაც გარკვეული ტრადიცია დამკვიდრდება: ლიოვიც ხომ იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო...

გოტფრიდ ლენცი

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა