საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 1000 ქულიანი ტურნირი გაიმართა. რა თქმა უნდა, გამარჯვება იანიკ სინერმა არავის დაუთმო. ფინალურ შეხვედრაში იტალიელმა ფელიქს ოჟე ალიასიმი 6:4 7:6 დაამარცხა.

ფელიქსი ბრწყინვალე ფორმაში გახლდათ, თუმცა ფინალში იანიკი ფაქტობრივად უშეცდომო იყო, შეხვედრა სინერის ბრეიკით გაიხსნა, ამით უპირატესობა სტარტზევე მოიპოვა, და სეტიც 44 წუთში დახურა. მეორე სეტში კი მოგებული მეტოქის ჩაწოდება აღარ გვინახავს, ყველაზე ახლოს მაინც იტალიელი გახლდათ, თუმცა კანადელმა მე-7 გეიმში 3 შანსიდან სამივე მოიგერია და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, იქ კი 1 ართმეული მეტოქის ჩაწოდება, 7:4 და იანიკი ჩემპიონი გახდა.

"ეს მართლაც შესანიშნავია! ფინალი წარმოუდგენლად დაძაბული იყო. ჩვენ ორივემ ვიცოდით, რა იყო სასწრორზე. მისი მდგომარეობა ახლა ძალიან რთულია, ჩემთვის კი გამარჯვება სიხარულია," თქვა სინერმა კორტზე, თვალებში ნათელ ემოციებთან ერთად.

"გავლილი რამდენიმე თვე საოცარი იყო. ყოველდღე ვცდილობდით რაღაც ახლის შესწავლას, ვაკეთებდით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს უკეთეს მოთამაშედ გახდომისთვის. შედეგების ასეთი გამოვლინება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს კარიერაში. ეს წელი უბრალოდ განსაკუთრებული იყო, და ახლა, რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე ბედნიერი ვარ.“

ჩემპიონმა ბერგსის, სერუნდოლოს, შელტონის, ზვერევისა და ალიასიმის თამაშები ერთი ამოსუნთქვით გაიარა, სეტიც კი არ დათმო და დამსახურებულად მამაკაცთა თანრიგში 1-ელ პოზიციაზე დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ალკარასი კამერონ ნორისთან პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა, ესპანელმა 6:4 3:6 4:6 წააგო და ასპარეზობას ნაადრევად დაემშვიდობა.

ამ მომენტისთვის იანიკს 11500 ქულა აქვს, ალკარასს კი - 11250. 9 ნოემბერს ტურინში ყოველწლიური შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება, სადაც ესპანელს 200 ქულა აქვს დასაცავი, ხოლო იტალიელს - 1500. სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემიდან გამომდინარე, თუ კარლოსი ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრას მოიგებს, წელიწადს 1-ელ ადგილზე დაასრულებს. მოგეხსენებათ, გასულ წელს ალკარასის ანგარიშზე 2 წაგება და 1 მოგება გახლდათ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა