"საკრამენტო კინგსის" მთავარმა მწვრთნელმა, დაგ კრისტიმ გუნდში ახალწვეულზე, რასელ უესტბრუქზე ისაუბრა.

"იცით რატომ მიყვარს რასი? ის თავს არასდროს არიდებს გამოწვევებს. როდესაც რაღაცის გაკეთებას ვთხოვ ყოველთვის მპასუხობს: "დიახ, მწვრთნელო, მე შენთან ვარ". მოედანზე ნებისმიერ დავალებას ახორციელებს, როგორიცაა იანის ანტეტოკუმპოს დაცვის მცდელობა, მოხსნისთვის ბრძოლა, ასისტები, ბურთის ჩაგდება თუ ნებისმიერი სხვა რამ. მასზე რასაც არ უნდა ამბობდნენ, ყოველტვის ვაფასებდი, ახლა კი რაც ჩვენი გუნდის გასახდელშია, მისი ფანი გავხდი. ხალხს იმით ვაფასებ, რასაც ვხედავ და მას შემდეგ, რაც ჩემს გუნდში გადმოვიდა და დავინახე, თუ რაოდენ ზრუნავს და ცდილობს იპოვოს დასახმარებელი გზები "კინგსზე", უფრო მეტად დავაფასე".

კრისტისა და უესტბრუქის "საკრამენტო" 2 გამარჯვებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. ყოფილი საუკეთესო კალათბურთელის ანგარიშზე 26 წუთში 11.8 მოხსნა, 4.8 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1.3 ჩაჭრა გახლავთ.

"კინგმა" ბოლო მატჩი "მილუოკიში" გამართა და "ირმები" 135:133 დაამარცხა.

ხსენებულ შეხვედრაში ზაკ ლავინმა 31, დემარ დეროუზანმა კი 29 ქულა ჩააგდეს. დენის შროდერმა და დომანტას საბონისმა (13 მოხსნაც ჰქონდა) 24-24 ქულა მიითვალეს. რაც შეეხება უესტბრუქს გუნდს 12 ქულითა და 10 ასისტით დაეხმარა.

თავის მხრივ, სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა იანის ანტეტოკუმპომ, ბერძენმა 26 ქულა, 11 მოსხნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. კაილ კუზმამ, 22, გარი ტრენტ ჯუნიორმა და ეიჯი გრინმა კი 17-17.

"საკრამენტო" მომდევნო შეხვედრას ხვალ, 4 ნოემბერს, "დენვერში", ადგილობრივ "ნაგეტსთან" გამართავს.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა