"მიხეილ მესხის" განახლებულ არენას უეფასგან ოთხი ვარსკვლავის მიღების შანსი აქვს
24 აგვისტოს, უეფას სტადიონებისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი - ტრიგვე ბორნო და უეფას ადმინისტრაციის წარმომადგენელი - დავით პეტრიაშვილი "მიხეილ მესხის" სტადიონს ეწვივნენ და სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ეს სამუშაო ვიზიტი, სავარაუდოდ, ძალზე მნიშვნელოვანი უნდა აღმოჩნდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, ვინაიდან, ძალიან მალე, მიღებული რჩევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, "მიხეილ მესხის" განახლებულ არენას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ოთხი ვარსკვლავის მიღების შანსი აქვს.

ტრიგვე ბორნო, თითქმის ორი საათის განმავლობაში დიდი ყურადღებით ეცნობოდა სტადიონზე მიმდინარე და უკვე დასრულებულ სამუშაოებს. სტუმარმა დაწვრილებით გამოიკითხა ყველაფერი, თითოეული დეტალი და წვრილმანი. ბორნოს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღნიშნა, რომ სამუშაოები ძალზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად იცავს უეფას მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.

ახლა, ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კიდევ წინაა - ბორნო და დავით პეტრიაშვილი რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. რეკომენდაციები კი, ორი სახის იქნება. პირველი - რა უნდა გააკეთოს სფფ-მ, რომ 2 სექტემბრის ევროშესარჩევი მატჩის სათანადოდ მასპინძლობა შეძლოს "მიხეილ მესხზე" და მეორე - ზოგადად, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტადიონმა ოთხი ვარსკვლავი უპრობლემოდ მიიღოს.

gff.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა