ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" ეროვნული ნაკრების მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

სანიკიძის თქმით, მან ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 27 და 30 ნოემბერს უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებში მონაწილეობას.

"25 ნოემბერს ევროლიგაში თამაშობს ჩვენი ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი და თორნიკეს შემთხვევაში 26 ნოემბერს აქვს მატჩი. რადგან კამარი აქამდე "ბასკონიას" ღირსებას იცავდა, გვქონდა შეთანხმება, რომ ესპანურ კლუბს ეროვნული ნაკრების თამაშებზე გამოეშვა. ახლა კი "ბაიერნში" გადავიდა და მათთან მოლაპარაკება მოგვიწია. გაგვიმართლა, ალბათ, იმაში, რომ "ბაიერნის" მწვრთნელი დღეს არის ჩვენი ყოფილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - გორდონ ჰერბერტი. მასთან გვქონდა საუბარი, რომ გაეთვალისწინებინა ის, რომ თვითონაც იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იყო დაპირება რომ გამოუშვებდნენ და გუშინ დამიდასტურა, რომ მისი მხრიდან პრობლემები არ იქნება.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მას 26 ნოემბერს აქვს ევროლიგაზე თამაში, 27 ნოემბერს კი ჩვენ გვაქვს უკრაინასთან მატჩი. არ ვიცი... საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ მე ვერ დავურეკავ თორნიკე შენგელიას და ვერ ვეტყვი, რომ უნდა ჩამოვიდეს, რაც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, ეს შეუძლებელია გავაკეთო. "ბარსელონას" მდგომარეობაშიც უნდა ჩავაყენოთ ჩვენი თავი, რადგან ევროლიგაზე ასპარეზობენ, ცალკე ჩემპიონატში მონაწილეობენ, გაიზარდა თამაშების რაოდენობა და არის დატვირთული რეჟიმი", - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, 27 და 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ მატჩს ჩაატარებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯერ თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.

• Გიო

Საღოლი, ყოჩაღი, ჯიგატი და ასე შემდეგ, კაი კომენტარი იყო

• ეხ ეხ ვიიკ ((

თორნიკემ რაც გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრ კალათბურთელს არ გაუკეთებია! მიყოლებით ამდენ თამაშს მარტო ფიზიკურად უნდა გაძლება. და ფედერაციის პრეზიდენტი რო გქვია, ეს ყველაფერი რომ იცი, გულშემატკივარს უნდა აუხსნა და სწორად მიაწოდო ინფორმაცია (ნუ ლაპარაკი შენი ძლიერი მხარე არ არის) და არა ისრები და გულშემატკივრის რისხვა თორნიკესკენ მიმართო! ყველაფრისგან გამოძრომა და პასუხისმგებლობის სხვისკენ გადატანა პარლამენტშიც გეყოფა! პ.ს. ისე ამას არ ეხება ახალი კანონი ორ საჯარო სამსახურში ერთდროულად რო დევს ??

• ლაშა

არ დაურეკავ ვიქტორ, მაგრამ ხომ ისაუბრე "სპორტი იმედზე", ე. ი. თოკო ნამუსზე ააგდე! საღოლ, ჩაგეთვალა!

• ნუგზარი

იმის 1% შეგაძლებინოს რაც თოკომ გააკეთა საქართველოსთვის და საქართველოს ნაკრებისთვის. გეტყობათ რომ ვერ ერკვევით ამ საკითხში. გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს კალათბურთელს. ეს კონტრაქტი საკმაოდ დიდია თახობრივად. ესაა კალათბურთელის შემოსავალი. თუ კარგ გუნდში არ ითამაშა, ნაკრებშიც ვერაფერს გააკეთებს. თორნიკემ ნაკრების გამო, შესარჩევების დროს 24 საათზე ნაკლებ დროში ორი თამაში ჩაატარა. გუნდში და ნაკრებში. ღამის ათ საათზე თამაში ჰქონდა, თამაშის მერე მთელი ღამე თვითმფრინავში და ეროპორტებში გაატარა, დილით ჩაფრინდა ფინეთში და საღამოს ნაკრებში ითამაშა. ამას კარგი გაგებით "გიჟის" გარდა არავინ გააკეთებს. ამ ევროპის ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე, ესტონეთში შეკრებაზე გული გაუჩერდა და ელექტრო შოკით გამოიყვანეს, გადაფრინდა ესპანეთში და ოპერაცია გაიკეთა (გულის აბლაცია კათეტრით). ექიმებმა პირველი სამი თამაშის გამოტოვება ჩაუწერეს დანიშნულებაში და თოკო პირველივე თამაშზე გამოვიდა გულის ოპერაციიდან ორ კვირაში. არამარტო ქართული, მსოფიო სპორტის ისტორიაში მსგავსი რამე არავის გაუკეთებია და თქვენ აქ ბრძნულ აზრებს აფრქვევთ. კაცი სიცოცხლის რისკის ფასად გამოდის მოედანზე!!!!

გულის რითმი მარტო ნაკრებში თამაშისას ერევა ? რატომ უნდა დაურეკოს სანიკიძემ, თოკომ არ იცის თამაში როა ? თვითონ უნდა დარეკოს , თუ არ ჩამოვა, ბოდიში მოიხადოს.

და რატომ არაა ზოგადად კლუბზე უპირატესი ნაკრები ? იქ გამოტოვოს და აქ ითამაშოს. გასაგებია , რომ ეს საერთაშორისო დონეზე გადასაწყვეტი საკითხია. სანიკიძეს დიდ პატივს ვცემ, კარგი ადამიანია და ამიტომაც ბევრს გაუბედავენ ,მაგრამ ამ შემთხვევაში თოკომ წაიკითხოს მარადონას წიგნი. როგორ დაფრინავდა წინ და უკან თამაშიდან თამაშამდე ,იტალიიდან არგენტინაში ფეხზე თითმოტეხილი. და რით ხსნის, რა არის მისთვის ნაკრები. თოკო ძალიან უცნაური ქცევის კაცია. თავისი ცხოვრება აქვს და ვერაფერს მოთხოვ, მაგრამ მოვეშვათ ყველა სპორტსმენის გაღმერთებას და გმირად გამოცხადებას. მაგათ თავის ცხოვრება აქვთ, ჩვენ ჩვენი. პატივსაცემი სპოტსმენებიც საკმაოდ გვყავს, ცოცხალი თუ გარდაცვლილი.

• rona

დარეკვა რა საჭიროა, თქვენ გამიძახეთ და თუ შეძლებს ჩამოვა,

• გოგა

თოკოს თუ შეუძლია და შეძლო, არც ჭირდება დარეკვა, ნაკრები მისთვის, რო უძვირფასესია ბევრჯერ დამტკიცა, მაგრამ 24 სათში 2 თამაში პლუს ფრენა, რავიცი პატარაც არა უკვე, თან გულზეც ქონდა ცოტახნისწინ პრობლემა, თუ ჩამოვიდა გაგვიხარდება და თუ არა და ეგეც გასაგები იქნება,წარმატებებს და ჯამრთელობას ვუსურვენ ჩვენს კაპიტანს

• სი ძინ პინი

ცხირსახოცზე ამოქარგე შენგელიას სახელი: თ-ო-რ-ნ-ი-კ-ე და გაუგზავნე. მიხვდება რომ გენატრება და თვითონ გადმოკირეკავს.

• ב צ

აუცილებელია უჯრაინასთან...

• patrioti

ისე დურეკე, მოიკითხე, თვითონ მიხვდება, დარეკვის გრცხვენია? ერთად არ თმაშობდით, ნუ შეეხვეწები, თვითონ შენზე კარგად იცის რა გააკეთოს, ეხ, რა კარგი კალათბურთელი იყავი და მსჯლობასი კი როგოე გერხ...

• duta

დამშვიდდი გივი,როგორც მანამდე არ გინახავს როგორ თამაშობდნენ ნაკრებამდე არცერთი და უცებ მოგეწონნენ,ისე მოდიან სხვებიც და უცაბედად ნახავ ნაკრებში ახალ ვარსკვლავებს. დაიცადე და ნახავ, მაზგაჩობას ეგ სჯობს

• გივი

შენგელია დღეს იქნება თუ ხვალ უკვე წამსვლელია კალათბურთიდან და მინდა ყველას მოგმართოთ და ფედერაციასაც ვინ გაზარდეთ შენგელიას დონის....მარკოიშვილის დონის და თუნდაც თქვენ რომ თამაშობდით მაგ დინის....ამათ რაც გააკეთეს მაქსიმუმია და ახლა მომავალი რა არაფერი მარტო ბითაძე და მამუ...ეგენი შესარჩევში ვერ დაგვეხმარებიან და ასე შემდეგ.....სად ვიქნებით ხომ...პრობლემა დღეს ითამაშებს თუ ხვალ ეგ არ არის...მომავალი ვინ გვყავს მაგაზე იციქრეთ

• ბესო

დარწმუნებული ვარ რომ თოკო შეუძლებელს შეძლებს და მინიმუმ ერთ თამაშში მაინც დაგვეხმარება , ამ ორი თამაშიდან .

• გივი

ვერანაირად ვერ ჩამოვა და არც შეიძლება რა თქმა უნდა ამას.....პრობლემა სხვა რამეშია ფედერაცია ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატები გვაქვს და მომავალი თაობა არ იზრდება....რატო არ გავზარდეთ შენგელიას დონის...მარკოიშვილის დონის თუნდაც თქვენ რომ თამაშობდით მაგ დონის ახალგაზრდები რომლებიც შეავსებდნენ ამ სიტუაციაში ნაკრებს....ეს არის პრიბლემა თორე შენგელია დღეს იქნება თუ ხვალ წავა და მერე

• გიორგი

სახვეწნად რატომ გვაქვს საქმე? ნაკრების მესვეურთა არაკომპეტენტურობას ხომ არ აქვს ადგილი?!

• გიო

ვკითხულობ კომენტარებს და საბოლოოდ ვრწმუნდები,რომ ძალიან დაბალი დონის ხალხი წერს კომენტარებს, ასეთებზე ითქმის: სად გავიცინოთ? ვიქტორ სანიკიძეს არაფერი დააკლდება თქვენნაირებისგამ, მაგრამ აი თქვენ რა გეშველებათ? საცოდავო საქართველოვ? ამდენი თუ გვეყოლებოდა არ მეგონა!

• შენგელიას

თუ დაგირეკა არ აიღო თოკო, ან ესპანურად უპასუხე რო სხვაგან მოხვდა)))))))))))

• ხვიჩა მაგარია!

შიკრიკი მაინც აფრინე. შეუკაზმე კაი ბედაური და მოასწრებს 4 დღეში უსტარის ჩატანას. ოღონდ ეხლა არ მკითხო უსტარი რაღააო, თუ ძმა ხარ....

• დდდ-ს

ესმის მაგდენი?)))))))))))

• დდდ

არავის დარეკვა და დაკერვა არ სჭირდება თორნიკე შენგელიას... სანიკიძე კი მართლა ჩინოვნიკად ჩამოყალიბდა - ბიჭო, ბარსას ადგილზე რატომ უნდა დააყენო თავი, თოკოს ადგილზე დააყენე რაღა, შე დალოცვილო...

• რეზოს

პატივცემულო კი არა, მხოლოდ თქვენო აღმატებულობით უნდა მიმართოთ. )))))))))))))

• ლავაშ-ოღლი

ნინი შერმადინს მაინც დაურეკე, წონაში დაუკლია, მისალოცად აქვს საქმე. ოღონდ დარეკე და არ აქვს მნიშვნელობა სად დარეკავ. ბოლო-ბოლო ზუროსს დაურეკე, მოიკუთხე კაცი. ან გივისთან დარეკე, უთხარი რომ თქვენა ხართ, შენ და კობიაშვილი.

• მალხაზ ჯობავა

მე უფრო მგონია რომ ყუფარაძე, მის დარეკილზე უარს ვერ იტყვიან.

• tngh-s.

მეგობარო! ამ სულელების გასარჩევი და საკრიტიკებელი ვიქტორ სანიკიძე, რომ იქნება, რატო ღმერთი არ გაიცინებს? თქვე საცოდავებო! სანიკიძემ იმდენჯერ მოგვანიჭა სიხარული კალათბურთში, თავისი მაგარი თამაშით, რომ მაგას რა დაგვავიწყებს? თქვენ? თქვენ რა გაგიკეთებიათ ისეთი,რომ სათქმელი გეთქმოდეთ? დარწმუნებული ვარ ორი ნოლის დონეები ხართ! სანამ სახელოვან სპორცმენებზე რამეს იბოდიალებთ, წადით და ეგ აქოთებული პირები, კარგა-მაგრა გამოირეცხეთ!

• მარგალი

შენგელია თუ შესაძლებელია აუცილებლად ჩამოვა! ისე ასაკი და ჯანმრთელობა რომ გაითვალისწინოთ და მერე იფილოსოფოსოთ კარგი იქნება

• და შენ პოლიტიკოსი ხარ, თუ პოლიტმიმოხილველი ?!

მალьადეც შენ, მაგრა "გამოიცანი" ! გულთმისანი ხაა..რ ! :)))

• რეზო

შენგელიაზე აუგი როგორ უნდა დაგცდეს, ღორი უნდა იყო, მაგარმ... პატივცემულო ფედერაციის თავმჯდომარევ, აბა, მე დავურეკო? მოაგვარე რა რამე

• ზურა

რა ბარსელონა ჯერ საქართველოა და მერე ყველაფერი ყველა თუ მოდის ნაკრების დასახმარებლად თორნიკეს რატო ვერ ურეკავთ,კამარ ბოლდვინი მოდის რომელიც არაა ქართველი და ქართველთან დარეკვის გეხათრებათ,ეს რა მიდგომაა?

• tngh

ჩივაძის ხსენებაზე ცოტა თავი შეიკავეთ... მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო და ესეთადაც დარჩება!!!

• tngh

კომენტარები ზიზღით არის სავსე... ამათ არც შენგელია და არც სანიკიძე არ აინტერესებთ. მძვინვარებს კლავიატურაზე "ნაც-ოპოზიცია".

• გელა ნუგზაროვნას!

არა ბიჭოს! შენი ვადა გასული "რეზიდენტი" სალომეა პრეზიდენტი არა? ვაი შენს პატრონს?

• გოჩა-ს

იცის რო მესიჯის წერა?

• Მ. Ჭ.

Გაითვალისწინეთ თორნიკეს ჯანმრთელობა. Დაავიწყდათ ალბად გულის რითმის დარღვევა რომ ჰქონდა.

• ჯადო

ტიჯანი დაურეკავს ბაბანგიდა.))))

• შალვა

გუგავა დარეკავს.

• მეზარბაზნე

რა მაგრად გავს ერეკლე მეფეს.

• მამედა

შალიკო დაურეკავს საგარეჯოდან, არ იჯავრო ვიწია.

• ცისკარა

ესპანეთში დარეკვას ეხუმრები? ძვირი ჯდება. ალბათ ტელეფონის ანგარიშზე არა აქვს მაგდენი და სიმართლის თქმა უტყდება.))

• ჭინჭრაქა

ვაზგენა დაურეკავს ავლაბრიდან, შენ ნუ შეწუხებდი. ისედაც თავზე საყრელად გაქვს საქმეები პარლამენტში.

• tngh

ზოგიერთებს თორნიკე შენგელია პერპენტომობილი ჰგონიათ... თორნიკე ადამიანია და მასაც სჭირდება ხანდახან დასვენება.

• გოჩა

ვერც მესიჯს გაუგზავნი?

• Porto

დარწმუნებული ვარ პურზე არ გაეგზავნები არავის!!

• გელა ნუგზარაშვილი

ყაველაშვილის არ იყოს, ამასაც მართლა გონია რომ პრეზიდენტია)))))))))))))))))))))))))))))))))))))

• ამას რაღა უნდა?

რა ჭირს შენგელიას ამის დასარეკი? ტიპი გვეღადავება.

• rigiti

მაშინ მე დავურეკავ და ვეტყვი რომ საქართველოს ნაკრები უნდა იყოს პრიორიტეტი ქართველებისთვის!!! ესეიგი ბოლდუინი უფრო დიდი ქართველია? რას მარიაჟობ, ეს შენი პირდაპირი მოვალეობაა და საკმაოდ დიდ ფულს გიხდით ამაში! ისე საერთოდ რო დატოვო ეგ პოსტი, ქვეყნისთვის უფრო დიდ საქმეს ვერ გააკეთებ დამიჯერე (თუ არ გჯერა შეეკითხე ნებისმიერს შენი ახლობლების გარდა)

• უფროსი

ეკატერინე ბუაჩიძემ OPERALIA 2025 მოიგო. https://www.youtube.com/watch?v=LGnIas2XiAA

• პაატა

ვიწია, სახეზე ლეღვის ფოთოლი გაკლია…

• განვიცდით სანიკიძის მდგომარეობას

იქნებ ჩივაძეთი ჩაანაცვლოთ? ლადო კახაძეც მაგარია ეროვნული ჩემპიონატიდან.

• llcl

ღმერთმა დალოცოს ჩვენი კაპიტანი! არასოდეს უკან არ დაუხევია და თუ ოდნავ შანსი ქონდა ყოველთვის წინ მიუძღოდ ნაკრებს, ამიტომ თოკოზე მადლობის მეტი ვის რა ეთქმის! შენც მაგრად მიყვარდი ვიქტორ, შენი ფრენა და ჩატენვები უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა, ვერ გაჩერებდნენ, მაგრამ რად გინდა, დაუძმაკაცდი ზარქუას და ერთმა უდღეურმა აკაცუკმა გაგბერათ რტყმევაში, კიდევ კარგი ის თქვენი ძმაკაცი თუ დაქალი თუ ორივე ერთად არ გალახეს

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს

ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი

ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს

1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს

თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია

[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა

ენრიკე პსჟ-ში კიდევ დიდხანს? - პარიზელებს სურვილი აქვთ, ესპანელი მოიფიქრებს

100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა

კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს

კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა

[VIDEO] "ასტონ ვილას" ფანტასტიკური სერია - ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება...

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "უდინეზემ" "ფიორენტინასთან" დიდი ანგარიშით წააგო

ბუდუ ვერ დაეხმარა - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნთან" განადგურდა

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ბარსელონასთან" მატჩში?

[VIDEO] მიქაუტაძემ "ბარსასთან" მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა - "ბლაუგრანამ" "ვილიარეალის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში

ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება

შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება

მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა

პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი

"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა