საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ჩეხეთში 15-22 ნოემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მათგან 14 შერკინების, 12 კი ხაზის მოთამაშეა. 26 მორაგბიდან თერთმეტი 2008 წელსაა დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გაისადაც შეეძლებათ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში. შემადგენლობაში ორი ლეგიონერია - ბურჯი გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი) და მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), რომელიც ჩეხეთში გუნდის კაპიტანი იქნება.

„მოცემულობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. 26-კაციან განაცხადში რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე ვერ მოხვდა. ისინი გადადიან კლუბების განკარგულებაში და აგრძელებენ განვითარებას. ასევე გვყავს რეზერვის მოთამაშეები. ერთი კვირის განმავლობაში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ფაქტობრივად ყველა ტურნირზე გვიწევს მოთამაშეების დამატება და სავარაუდოდ ახლაც ასე იქნება. დარწმუნებული ვარ საჭიროების შემთხვევაში რეზერვის მოთამაშეები მაქსიმალურად მომზადებული იქნებიან“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი და განაგრძობს:

„სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისი. გამოგვაკლდა ორივე კაპიტანი: დავით ბარამია ‘ტულონმა’ არ გამოუშვა. 18-წლამდელთა ფორმატიდან გამომდინარე, კლუბების ნება-სურვილზეა გამოუშვებენ თუ არა მოთამაშეს და ჩვენ მათზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. კუნთი დაიზიანა დემეტრე დევდარიანმა. ასევე ტრავმირებულია გოგა ბერიძე და შესაბამისად, დაგვაკლდება ორივე ცენტრი რომლებიც წინა ტურნირზე გვყავდა. ფრანგულმა კლუბებმა არ გამოუშვა გაბრიელ რაზმაძე და ნიკოლოზ ბალანჩივაძე“.

„მათ ნაცვლად გვყავს მორაგბეები, რომლებიც მზად არიან სათამაშოდ. გავიარეთ ძალიან კარგი მომზადება. გვქონდა 4 მოკლე კვირა - ორი 4-დღიანი და ორი 5-დღიანი, რომლის განმავლობაში ჩავატარეთ ამხანაგური თამაშები და მართვადი ვარჯიშები. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ სელექციისა და შეთამაშებისთვის. ორი მართვადი ვარჯიში ჩავატარეთ ‘ვეფხვებთან’, ასევე ამხანაგური შეხვედრები გავმართეთ ‘ლელოსა’ და ‘არმიას’ ესპუარებთან. ბოლოს სამი 15-წუთიანი ტაიმებით ვეთამაშეთ 20-წლამდელთა ნაკრებს. მათთვის ეს იყო სასელექციო შეხვედრები, ჩვენ კი აქცენტი შეთამაშებაზე გავაკეთეთ“.

18-წლამდელთა 26-კაციანი შემადგენლობა 12 ნოემბერს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, ჩეხეთში 14 ნოემბერს გაემგზავრება, 15-ში კი პირველ თამაშს გამართავს და ტიტულის დაცვას პოლონეთით დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ნახევარფინალში ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს 18 ნოემბერს შეერკინება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

„მოცემული მომენტისთვის პოლონეთზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენი ვიდეო-ანალიტიკოსი ამ დღეებში მოიპოვებს მეტოქის თამაშის ვიდეო-ჩანაწერს და სრულად გადავერთვებით პირველ შეხვედრაზე. ჯერ არ ვიცით რომელ საათზე დაიწყება მეორე თამაში. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული შეძლებს თუ არა მასპინძელი ჩეხეთი პორტუგალიის დამარცხებას. შარშან ჩეხეთმა შეძლო იმავე პორტუგალიასთან გამარჯვება და წელს არავინ იცის რა იქნება.დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თაობა ყავს ესპანეთს, რომელმაც გაზაფხულზე გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდია დაამარცხა. მარტივი ტურნირი არ იქნება, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ღირსეულად წარვსდგეთ ევროპის ჩემპიონატზე და ზედიზედ მეშვიდედ მოვიპოვოთ ტიტული“ - აღნიშნავს ამონაშვილი.

18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ტრადიციულად მადლობა გადაუხადა მთელს სამწვრთნელო ჯგუფს და კლუბებს:

„მოთამაშეები კლუბებიდან მოდიან და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ასაკი განვითარებაზეა ორიენტირებული. მადლობა ‘ვეფხვებს’, ‘ლელოს’ და ‘არმიას’, რომლებმაც მზადების პროცესში დიდი დახმარება გაგვიწიეს, ასევე 20-წლამდელთა ნაკრებს მათთან თამაშის შესაძლებლობისთვის. მადლობა მენეჯერს და მთელი ჩვენი სამწვრთნელო შტაბის თითოეულ რგოლს. ყველა მათგანმა თავდაუზოგავად იმუშავა და ვიმედოვნებ, ეს ჩეხეთში სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს“.

საქართველოს 18-წლამდელთა შემადგენლობა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: საბა მშვილდაძე (აია), ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), ლუკა წიკლაური (ხვამლი), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), ანდრია ბილანიშვილი (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), საბა გიორგიძე (ლელო), ლუკა შულაია (ლელო), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქევანიშვილი (აია), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ფოთი);

ხაზი: გოგა უშვერიძე (აია), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), მათე მახარაძე (ბათუმი), გიორგი გაბუნია (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), ლუკა ტაბატაძე (არმია), გიორგი მუშკუდიანი (აია), ავთანდილ ზვიადაძე (აია), დავით არობელიძე (არმია), ლუკა ჭაკუა (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: გიორგი ნემსაძე, პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზ. მომზადება: მამუკა ბაქრაძე, დავით ლობჟანიძე

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

Rugby.ge

zura222
არც აქ არ გვიშვებენ ელიტაში ის ნაბ.... აქაც შემძვრალები არიან 6 ერში და გამოძრომა არ უნდათ @ და მერე უკვირთ რატომაა ანგარიშებში 80-100-150 ქულიანი სხვაობებიო @@

18 წლამდელებში არც სრულფასოვანი შერკინებებია და წელს ზემოთ ბოჭვაც აკრძალულია.ასე რომ უფრო მსუბუქ და მოძრავ შემადგენლობებს,ჩვენისთან მორკინალებზე აგებულ ნაკრებებთან შედარებით,უპირატესობა ექმნებათ.ევროპაში გადასული ბიჭებიც არ გამოუშვიათ კლუბებს და არც მაგაზე გვაქვს სატირალი.ამ ტურნირის მიზანიც ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაა და უკვე ევროპაში წასული და „აღმოჩენილი“ბიჭების წაყვანას,ისევ მათი მიმყოლების წაყვანა,გამოცდილების და შანსის მიცემა სჯობია. ესპანეთმა და პორტუგალიამ კურსი 7 კაცა რაგბის განვითარებაზე აიღეს,რომელიც ამავე დროს ოლიმპიური სახეობაც გახდა.შესაბამისად ისინი სწრაფ და ტექნიკურ რაგბის თამაშობენ.თუ რაგბის წესებში ცვლილებების ტენდენციას შევხედავთ,სულ უფრო იზღუდება ძალისმიერი რაგბი და აქცენტი,სწრაფ,ხელით თამაშზე აგებულ რაგბზე გადააქვთ.ჩვენც თუ ხელის ტექნიკის განვითარებაზე არ გავაკეთებთ აქცენტს,თანდათან სულ უფრო გაგვიჭირდება.წესით ამ ტურნირზე,ამ შემადგენლობითაც უნდა გავიმარჯვოთ,რადგან მართლაც კარგი ბიჭები გვყავს,მაგრამ ზაფხულში ნაკლიც უამრავი გამოჩნდა,რაქიდან ბურთის გამოტანა და შეტევაზე წასვლა კი,კატასტროფულად ნელი და ახლა გამოჩნდება,რისი გამოსწორება მოვასწარით.ერთი რამე არ მომწონს:ეს ჩემის ტიალი,რაგბია,კალათბურთს ხომ არ თამაშობენ,ერთ კვირაში სამ თამაშს რომ ათამაშებ?!ფიზიკური დატვირთვებია,ბრძოლაა,ტრავმებია,დაჟეჟილობებია!მოშუშება ხომ უნდა მოასწრონ,ბიჭებმა.
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?