დასრულდა ეროვნული ლიგის XXXII ტური. ლიდერის მანტია "იბერია 1999-მა" შეინარჩუნა. გუგა ნერგაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა რთული მატჩი მოუგო წყალტუბოს "სამგურალს"...

გაიმარჯვა ჩემპიონობის მეორე პრეტენდენტმაც. "დილამ" გასვლაზე აჯობა "თელავს". ორ ლიდერს კვლავ თანაბარი ქულები აქვს. თუ ჩემპიონატს ამ მაჩვენებლებით დაასრულებენ, ქართული ოქრო დედაქალაქელებს ერგებათ.

თბილისის "დინამომ" სტუმრის სტატუსით აჯობა "გარეჯს". ტრადიციული ქართული კლუბები, "დინამო" და "ტორპედო", მესამე ადგილისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლაში ფავორიტი, ჯერჯერობით, გამოკვეთილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები 2 ქულით არიან წინ.

თავის მხრივ, "ტორპედომ" საშინაო ასპარეზზე გაანადგურა ბათუმის "დინამო". "პოკერი" მიითვალა ნორვეგიელმა შემტევმა, ბიორნ იონსენმა. რაც შეეხება აჭარის მთავარი გუნდის გასაჭირს, მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ნუთუ, ბათუმში არ არსებობს საიმისო რესურსი, რომ კლუბს სოლიდური ინვესტორი გამოუჩნდეს?!

სასწაული უნდა მოხდეს, ფოთის "კოლხეთმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს, თუმცა დავით კვირკველიას გაწვრთნილები ბოლომდე იბრძვიან და აგერ ლიგაში პლეი-აუტის გარეშე დარჩენის მოსურნე "გაგრას" დამაჯერებლადაც აჯობეს. კარგი მატჩი ჰქონდა ჩვენი ფეხბურთის იმედს, ანდრია ბართიშვილს.

გთავაზობთ ეროვნული ლიგის XXXII ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 3-4-3 განლაგება ავირჩიეთ...

მეკარე

გიორგი მაკარიძე (იბერია 1999, 5) - მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი "სამგურალთან" მინიმალური ანგარიშით იგებდა, როცა მაკარიძემ ურთულესი ბურთი არ გაუშვა. ზოგადადაც, უაღრესად საიმედოდ და მაღალი კლასის დემონსტრირებით მოქმედებდა. ეს საიმედოობა კი მთელ დაცვას გადაედო.

დაცვა

არმელ ზოჰური (იბერია 1999) - კარგი იყო შეტევაშიც და დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც. შეაგდო გოლი, რომელმაც "სამგურალთან" მატჩში "იბერიას" საბოლოოდ დაუბევა გამარჯვება. იმ მომენტში თავადვე მოიპოვა ბურთი და ცივსისხლიანადაც შეაგდო.

ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბ, 4) - ახალგაზრდა და მეტად ნიჭიერი მცველის გოლმა თბილისის "დინამოს" მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა "გარეჯთან". ეს არის ფეხბურთელი, ვისიც ძალიან გვეიმედება და სამომავლოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც ვხედავთ.

დავით ფაღავა (კოლხეთი 1913) - "გაგრასთან" მატჩი აქტივში უნდა შევუტანოთ. აქტიურად მოქმედებდა მთელ რიგ ეპიზოდებში. გარდა ამისა, საგოლე პასიც მიითვალა და დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში. ზოგადად, მივესალმებით საინტერესო, ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენას.

ნახევარდაცვა

ნიკოლას-ნიკა კაპანაძე (კოლხეთი 1913, 2) - უდავოდ, ძალიან საინტერესო "ვინგერია". საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფლანგელი. გოლით გამოირჩა "გაგრასთან" მატჩში. თუ თავის უნარებს უფრო დახვეწს და გაამრავალფეროვნებს, მაღალი კლასის მოთამაშე დადგება.

ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913) - ყველა ვთანხმდებით, რომ დიდი მომავალი აქვს. ეგაა, წამითაც არ უნდა მოდუნდეს, ბევრი უნდა იშრომოს და პროგრესი გააგრძელოს. "გაგრასთან" მატჩში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აბუბაქარ კონტე (დილა, 5) - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. "თელავთან" შეხვედრაშიც გამორჩეული გახლდათ მინდორზე. კარგი ფეხბურთი ითამაშა, ბევრი იშრომა, მშვენიერი იყო როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზაში.

არუნა უატარა (დილა) - სწორედ მისი დარტყმით გახსნა ანგარიში ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა "თელავთან" საგარეო მატჩში. ორი აზრი არ არის, ამ გოლმა გორელებს მნიშვნელოვნად შეჰმატა თავდაჯერებულობა.

თავდასხმა

ამირან ძაგანია (იბერია 1999, 2) - როცა მინდორზეა, მისგან მუდამ საფრთხეს უნდა ელოდო. გამონაკლისი არც "სამგურალთან" თამაში ყოფილა. სწორედ მისი დარტყმით გაიხსნა ანგარიში. ძალიან საინტერესო, შედარებით არაქართული სტილის ფორვარდია, ვისაც ნამდვილად აქვს საგოლე ალღო.

ბიორნ იონსენი (ტორპედო, 10) - ნებისმიერი ფეხბურთელისთვის "პოკერის" შესრულება დიდი ამბავია. სწორედ ეს შეძლო ქუთაისური კლუბის ნორვეგიელმა ლეგიონერმა - 4 გოლი გაუტანა ბათუმის "დინამოს". ამიტომ, ტურის მთავარი გმირიც ის არის.

სანდრო ავალიანი (კოლხეთი 1913) - "გაგრასთან" მატჩში სწორედ მისი დარტყმის შემდეგ გაიხსნა ანგარიში. ეს გოლი ფოთელებისთვის პირდაპირ მისწრება იყო. შემდეგ მეორე გოლიც შეაგდო, დუბლი გაიფორმა და მთავარი როლი ითამაშა "კოლხეთის" უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში.

მწვრთნელი

დავით კვირკველია (კოლხეთი 1913, 2) - ბევრი არ ელოდა, რომ "კოლხეთი" შეძლებდა "გაგრას" დამარცხებას. ზღვისპირელები ხომ თითქმის გავარდნილები არიან ეროვნული ლიგიდან. დავით კვირკველიას გუნდმა მაგრად იბრძოლა, დამსახურებულადაც მოიგო და მცირე შანსისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ალეკო კაკაურიძე,

გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში