დასრულდა ეროვნული ლიგის 2025 წლის მარათონი. მას შემდეგ, რაც თბილისის "იბერია 1999-მა" მოუგო (2:1) "გაგრას", ხოლო გორის "დილამ" ფრედ (2:2) დაასრულა თბილისის "დინამოსთან" საშინაო მატჩი (თუმცა "იბერია" ჩემპიონი გორელთა გამარჯვების შემთხვევაშიც გახდებოდა), საქართველოს ჩემპიონის ტიტული სწორედ გუგა ნერგაძის გუნდმა მოიგო, რითაც დაიცვა შარშანდელი მონაპოვარი.

ეს პირველი ჩემპიონობაა ახალგაზრდა, პერსპექტიული სპეციალისტისთვის, "იბერიასთვის" კი - ზედიზედ მეორე, ხოლო სულ - მესამე. თბილისურმა კლუბმა დამაჯერებლად ჩაატარა მთელი სეზონი და ეს ტრიუმფი სრულიად კანონზომიერია.

ახლა ისღა დაგვრჩენია, საქართველოს ჩემპიონს, ისევე, როგორც ევროთასებზე გასულ სხვა ქართულ კლუბებს, წარმატებები ვუსურვოთ მომავალი ზაფხულის საკლუბო ბატალიებში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონთა ლიგაში კვლავ "იბერია 1999" წარადგენს, კონფერენსლიგაზე კი ქუთაისის "ტორპედო", გორისა "დილა" და თბილისის "დინამო" ითამაშებენ.

მართალია, დასრულდა რეგულარული სეზონი, მაგრამ წინ გვაქვს საპლეიოფო ციებ-ცხელება. მომავალი წლის ეროვნულ ლიგაში ადგილის დასაბევებლად ორრაუნდიანი დაპირისპირებები შედგება "გარეჯსა" და თბილისის "სპაერს", ასევე, "თელავსა" და ტყიბულის "მეშახტეს" შორის.

ეროვნულ ლიგას ემშვიდობება ფოთის "კოლხეთი", რომელმაც ბოლო, მეათე ადგილი დაიკავა. იმედს ვიტოვებთ, რომ ტრადიციული ქართული კლუბი მალე დაბრუნდება უძლიერესთა შორის.

ახლა კი ეროვნული ლიგის ბოლო, XXXVI ტურის სიმბოლური ნაკრები, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 4-3-3 განლაგება გამოვიყენეთ. აქვე გეტყვით, რომ "კონკურენციიდან" გამომდინარე, ერთი-ორი ფეხბურთელისთვის ამპლუის შეცვლამ მოგვიწია...

მეკარე

ლევან თანდილაშვილი (თელავი, 5) - ერთადერთი მეკარე ბოლო ტურში, ვინც კარი "მშრალად" შეინახა. თანაც, "თელავმა" დამაჯერებლად დაამარცხა "სამგურალი" და ეს მეკარის თუნდაც მცირე დამსახურების გარეშე ვერ მოხდებოდა.

დაცვა

ელდარ პარკინაშვილი (თელავი) - ძალიან კარგი იყო "სამგურალთან" შეხვედრაში. შეტევაშიც და დაცვაშიც უაღრესად პროდუქტიულად მოქმედებდა. თავის უშუალო მოვალეობას კარგად გაუმკლავდა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. ერთ-ერთი გამორჩეული იყო მინდორზე.

ლუკა ქაფიანიძე (დინამო ბთ, 3) - მართალია, ბათუმის "დინამოს" დაცვა "კოლხეთთან" საშინაო მატჩში უშეცდომო არ იყო, მაგრამ ქაფიანიძის სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ სწორედ მისი შედეგიანი გადაცემის შემდეგ გახსნეს ანგარიში მასპინძლებმა. ისე აეწყო, რომ სხვა ცენტრალურ მცველებს ამ ტურში ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ და ჩვენც ლუკას სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი.

ალეკო ანანიძე (თელავი, 2) - "თელავმა" გოლი არ გაუშვა "სამგურალთან" შეხვედრაში და ამაში, სხვებთან ერთად, წვლილი ამ ცენტრალურ მცველსაც მიუძღვის. არადა, იყო მომენტები, როცა იმერული კლუბი მეტოქეს ძალიან მწვავედ უტევდა...

გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999, 5) - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მთლიანად ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი. შორი მანძილიდან გაიტანა "გაგრასთან" საჩემპიონო მატჩში, თანაც - "არასამუშაო" ფეხით. "იბერიას" ჩემპიონობაში მისი წვლილი ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო კარგა ხანს ჩამოცილებული იყო მწვანე მინდორს.

ნახევარდაცვა

სანდრო ალთუნაშვილი (იბერია 1999, 2) - გამოცდილი ნახევარმცველი მშვიდად და ჭკვიანურად ირჯებოდა "გაგრასთან" შეხვედრაში. ზოგადად, მისი კლასი და გამოცდილება ძალიან წაადგა "იბერიას". კლუბმა ძალიან ბევრი მოიგო, ევროპაში გამოცდილებამიღებული ნახევარმცველი რომ დაიმატა.

მიხეილ ბაშელეიშვილი (თელავი, 3) - ბოლო ტურებში ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და "სამგურალთანაც" ძალიან ნაყოფიერად ითამაშა. გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა და მნიშვნელოვნად განაპირობა თავისი გუნდის წარმატება.

გურამ ჯაფარიძე (დინამო ბთ, 2) - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა "კოლხეთთან" მატჩში გოლით გამოიჩინა თავი. ამ სეზონში "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა გვარიანი პროგრესი განიცადა.

თავდასხმა

პაატა ღუდუშაური (ტორპედო, 4) - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "გარეჯთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ღუდუშაური გახლდათ. გოლს საგოლე გადაცემაც დაამატა. მთელი შეხვედრის განმავლობაში უაღრესად აქტიური იყო შეტევაში, ბევრ პრობლემას უქმნიდა მოწინააღმდეგის მცველებს.

გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999, 4) - როგორც გუნდის ლიდერს შეეფერება, საჩემპიონო მატჩში გოლით გამოიჩინა თავი. არახალია, რომ ტყუპისცალი ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელია. ეს მან თავისი კლუბისთვის გადამწყვეტ მომენტშიც დაამტკიცა.

ბიორნ იონსენი (ტორპედო, 12) - ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ბოლო დროს მართლაც შეუჩერებელ მონსტრად იქცა. გამონაკლისი არც "გარეჯთან" მატჩი ყოფილა. "ტორპედოსთვის" კარგი იქნება, თუ იონსენს მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს.

მწვრთნელი

გუგა ნერგაძე (იბერია 1999, 4) - ახალგაზრდა სპრციალისტისათვის ეროვნული ლიგის მოგება გვარიანი ამბავია. "იბერიას" ჩემპიონობაში თავისი წვლილი უდევთ იმ მწვრთნელებს, დასრულებულ სეზონში რომ ხელმძრვანელობდნენ გუნდს ნერგაძემდე, ლევან კორღალიძესა და გია გეგუჩაძეს. ფაქტია - ტიტულამდე "იბერია" სწორედ გუგა ნერგაძემ მიიყვანა.

გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...