ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კანადას 38:17 სძლია.

ჩვენი გუნდი აფციაურმა ლამაზი სოლო-რეიდით გატანილი ლელოთი დააწინაურა. სტუმრებმა საჯარიმოთი ანგარიში შეამცირეს. მალე თაფლაძემ ლელოთი უპასუხა, აბჟანდაძის გარდასახვა კი ამჯერად ზუსტი გამოდგა. 36-ე წუთზე გორგაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევისას ისევ დადეს ლელო - თავი ისევ აფციაურმა გამოიჩინა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ აფციაურმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მერე ნინიაშვილის და აფციაურის იერიშს კვესელაძის ლელო მოჰყვა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა კვლავ გამოიყენა. კანადელებმა ლელო-გარდასახვით გვიპასუხეს. 64-ე წუთზე ჩვენი მეტოქე კაცნაკლული დარჩა, ჯალაღონიამ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა. ცოტა ხანში მსაჯმა ჩვენს ორ მორაგბეს უჩვენა ყვითელი ბარათი, მეტოქემ ანგარიშის შემცირება შეძლო და საბოლოოდ 21 ქულით გავიმარჯვეთ.

„ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ს ძლევის (43:30) შემდეგ კანადასაც მოუგეს და მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, თბილისში იაპონიასთან გამართავენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.

საქართველო - კანადა 38:17

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი

• k

სპეცოპერაცია არა იხვი. ვიღაცეებმა რაღაც მიიღეს და მერე ეს ქართულ ჯიგრულ პონტში დანაშაულის დაფარვაში დაეხმარა. დღესაც იმ ადამიანზე ვინც ასეთი სისულელე გააკეთებინა იძახის, რომ სანდო ადამიანმა მთხოვაო. ტიპებმა დღემდე ვერ გაიაზრეს რა იდიოტობა ჩაიდინეს და ჩვენც აქედან საქციელს ვუწუნობთ და ვაჟკაცებს და გმირებს ვეძახით. მაშინ გააუქმეთ ქვეყანაშიც კანონები და ვისაც რა უნდა ის აკეთოს.

• ნიკას

ვერ მიხვდი რა სპეცოპერაცია ჩაუტარეს ამ ბიჭს, გაიკითხე მაინც სანაცნობოში

• პაატა

რაც მერაბ შარიქაძესთან დაკავშირებით გაკეთდა არის მთელი სარაგბო ე.წ. ოჯახის სირცხვილი!!! ათწლეულები თქვენს კაცობასა და რაინდულ თვისებებზე მიდიოდა სწორება, ერის სიამაყე ხალხი იყავით! ასე რამ დაგაჩაჩანაკათ გინდ ძველგაზრდები და გინდაც ახალგაზედები?! ორი წელია პირში წყალი ჩაგიგუბებიათ და ვითიმც არაფერი ისე აგრძელებთ ცხივრებას, ნაკრების ღირსეული კაპიტანი მაინც არ ყოფილიყოს ბუკა, ქართული რაგბისტების სახე ამდენი წელი…აწი წერეთ და იკითხეთ ამათ წაგება-მოგებაზე, ფაქტი ერთია რომ ჩვენში რაგბიც ჩვეულებრივი უფასეულობო სპორტის სახეობა გახდა, ტრაგიკული ამბავი!

• ნიკო

მოგესალმებით ყველას, გილოცავთ უკეთეს თამაშსა და გამარჯვებას! ასევე სასიხარულოა, რომ კვესელაძე მგონი სანაკრებო კარიერაში საუკეთესო ფორმაშია, საღინაძემ და ნინიაშვილმა ამერიკის მერე ისევ თავისი დონე აჩვენეს, თედოც ჯანზეა, გორგაძე აგრძელებს თავისი კლასით თამაშს, დანარჩენებიც თავის დონეზე არიან, შველიძეს მაინც ეტყობა, რომ საფრანგეთში აქვს თამაში ნასწავლი, დისციპლინაშიც და სტილშიც. იმედი არის იაპონიასთან. ამასთანავე, დიდი პრობლემა იქნება, კარკაძე თუ არ გვეყოლება, ასევე სპანდერაშვილი. აბდუშელიშვილმა, როგორც ჩანდა, ალბათ ფეხი მოიტეხა. ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ტრამვირებულების შესახებ, გთხოვთ, რომ დაწეროთ.

• ნიკა

შარიქაძე უდაოდ კარგი პიროვნებაა, მაგრამ სწორი იყო კი ის მოქმედება?! კი ძმაკაცებს გვერდში დაუდგა, მაგრამ ხომ არ ჯობდა ეხლა ეთქვა რომ ყველამ შეცდომა დავუშვით და ამას არ გავაკეთებდიო! აბა რა მაგალითია პატარა სპორცმენისთვის, იმათმა არასწორი საქციელი ჩაიდინეს, სპორტული კუთხით, და ეს დაეხმარა გადაფარვაში?! რაც შეეხება არ ეხმარებიანო, მაგრადაც ცდილობდა ფედერაცია მაგრამ ის კომისია არის შეუვალი, ყველა მაგას იძახის, არ მოდიან არაფერზე, ფაქტი დაფიქსირებულია და ვერაფერს ვერ შვრებიან (ვიღაცა რო ჩამშვებია ეგ სხვა საკითხია კიდე)

სანამ ასეთი შეთქმულებების თეორიებით იცხოვრებს ერი მანამდე არაფერი ეშველება. რა ევროკავშირი და რა ექვსი ერი?! ვინ დაგპირდა იქ შეყვანას?! 10 ლარიან ბილეთს არავინ ყიდულობს და ბოლო თამაშებია ნახევრად ცარიელ სტადიონზე თამაშობენ ბიჭები და ექვს ერში, რომ შევალთ 100 ევროს გადაიხდის ვინმე ბილეთში ამ გაჭირვებულ ქვეყანაში?! ექვსი ერი კომერციული პროექტია და ვისაც უნდათ იმას შეიყვანენ, არანარი ვალდებულება არა აქვთ ვინმე დაამატონ, შესაბამისად საქართველოსთვის უარის თქმას არ სჭირდება იმ ყველაფრის გაჩალიჩება რაც შენ ჩამოთვალე. სხვა საკითხია ის, რომ ამდენი დღე არის მთელი ერი განიხილავს ამ საკითხს და ერთი კაცი არ დაფიქრდა საკითხზე ეროვნული ნაკრების წევრები რატომ ეწევიან მარიხუანას (თუ დავიჯერებთ რომ მხოლოდ ეგ ჰქობდათ მიღებული) სანაკრებო შეკრების დროს?! ექიმი რომელიც ვალდებულია ყველაფერი იცოდეს როგორც მედიცინაზე ასევე დოპონგზე, რატომ დააორგანიზა შარდის შეცვლა?! გუნდის კაპიტანმა რატომ ჩაიდინა ისეთი საქციელი რომელიც იცოდა, რომ დანაშაული იყო?! აგერ მე დავინტერესდი და ვნახე სტატისტიკა, 2023 წელს 90 მდე მსგავსი შემთვევა დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც და მარტო ჩვენთან არ მომხდარა ეს ფაქტი ექსვი ერის თუ ევროკავშირის დავალებით :). გასაგებია, რომ ადამიანურად ყველას შეგვეცოდა და ვცდილობთ გავამხნევოთ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და სხვა სპორტსმენებს არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ თუ საზოგადოებრივი აზრი მათ მხარეს არის მაშინ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ.

• Porto

რეიტინგში არაფერი დაგვემატება, რადგან კანადასთან დიდი სხვაობაა რეიტინგში და ასეთ დროს ქულები არ ერიცხება მოგებულს.

მერაბი ბოლო წლებში ხშირად აკრიტიკებდა ხოლმე როგორც მსაჯობას,ისე რაგბის საერთაშორისო ფედერაციას.ისრაელის გუნდთანაც პროვოკაციულად გამოიწვიეს და დისკვალიფიკაცია მისცეს,მერე კი,ესეც გაუჩალიჩეს.ის ფაქტი,რომ მათ ფოტო მასალაც კი ჰქონდათ და თანაც ეს სინჯი,იმის გამო გააყალბეს,რის გამოც არავითარი სასჯელი არ იქნებოდა,იმაზე მაეჭვებს,რომ ვინც „ჩაუშვა“,ის სავარაუდოდ უკვე „დავერბოვკებული“ჰყავდათ და შესაძლოა ესეც,წინასწარ განზრახულად გაუჩალიჩეს.ვინც სინჯის შეცვლა სთხოვა,ის აზრზეც არ იქნებოდა,ბიჭებში ეჭვს დათესდნენ,რომ დისკვალიფიკაცია იქნებაო და მერე უკვე ყველაფერი თავისით მოხდებოდა.იმ თანმხლებმა რომ თავი გაანება და ვითომ შეუმჩნევლად ამის გაკეთების საშუალება მისცა,სინამდვილეში კი ყველაფერი დააფიქსირეს და თან მისი დანაშაული საერთოდ მიიჩქმალა,ძალიან ამყარებს ამ ვერსიას.მერე,არც ხმის ამოღების უფლება მისცეს და თვითონ კი საქვეყნოდ გამოაჭენეს.ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს.არც აქამდე უნდოდათ ჩვენი 6 ერში მიღება,ახლა კი,უკვე მთელი ევროკავშირი ებრძვის საქართველოს და ამ ჭრილშიც ჯდება ეს ამბავი.სამოქალაქო სასამართლოში რომ გაესაჩივრებიან მერაბს და საქართველოს,როგორც ეს ბოსმანმა გააკეთა,შესაძლოა რაღაცა გამოსულიყო კიდეც,მაგრამ ამით თავის პატიოსან სახელს თუ აღადგენს,თუმცა ბოლომდე ვერც ამას აღიდგენს,რადგან რაც გააკეთა,ეს რეალურად გააკეთა.უბრალოდ შეიძლება დაამტკიცოს,რომ შეთქმულების მსხვერპლად გახადეს და მავანთა დასჯას მიაღწიოს.ალბათ აღარც მერაბს უღირს,ნერვების წყვეტად და ხარჯად.უბრალოდ,დღეს ქართველებმა მაინც ვიცით,რომ სუფთა კაცია და გვერდით დადგომით შეგვიძლია თავი ისევ იმკაცად ვაგრძნობინოთ,ვინც მანამდე იყო.იმათ ისედაც კარგად ესმით,რომ მერაბი ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა,მაგრამ სჭირდებოდათ და როცა სჭირდებათ,ევროპელები უკან არ იხევენ. 1981 წელს,როტერდამში ფეინოორდის წინააღდმდეგ მსაჯმა ფრანც ვიორერმა იგავმიუწვდომელი უნამუსობით იმსაჯა თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალური მატჩი.მეგონა,რომ დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და დიდ არენას ჩამოაშორებდნენ,მაგრამ 1985 წელს,უკვე ფინალში,ისევ მას ამსაჯეს კიევიდ დინამოსა და მადრიდის ატლეტიკოს მატჩი და კვლავაც არანაკლები მიმხრობით იმსაჯა.როგორ შეიძლებოდა უნამუსო მსაჯის კვლავ მაღალი დონის მატჩებში დაშვება,მაგრამ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს წლებში,ის საქართველოში ჩამოვიდა როგორც უეფას წარმომადგენელი საქართველოს სტადიონების უეფას ტურნირების მატჩებისთვის მზადყოფნის შესამოწმებლად.ესე იგი ფრანც ვიორერი,უეფას სპეცდანიშნულების მსაჯი იყო და ბოლომდე შეინარჩუნეს სისტემაში.სადაც დიდი ფულია,იქ წესიერებისთვის ადგილი აღარ რჩება.

• keane

სულ უმოქმედობას მოქმედება სჯობს და გამოძიების დაჩქარება. კი უცხოური ორგანიზაციაა ეგ მაგრამ აქედან ფავიდა ეგ ინფორმაცია და ამ ბიჭის ინტერვიუს თუ უყურეთ უმოქმედოდ არიან.ანუ არ ცდილობენ რომ პროცესები დააჩქარონ და გადაწყვიტონ ყველაფერი დროზე.მეკოს ნალაპარაკებიდან ინტერვიუში რაც მან თქვა,არაფერი კატასტროფული არ დაუშავებია და ამას მოქმედება სჭირდება.უმოქმედობა გვღუპავს ყოველთვის და ეს არ გვინდა რომ გავიგოთ.სულ არაფრის კეტებას ნამდვილად სსჯობ მოქმედება!კიდევ ვიმეორებ,დრო გავა და მერე დაიწყებს ვირაც რომ აი სეგვეძლო ისაო ესაო,ხოდა მერე გვიანი იქნება ხალხო გაიგოს ყველამ ვისაც ეხება,თორე ვისაც არ შეუძლია არაფერი ის რას იზამს.

• ზაალი-ს

გეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგათთვის თხოვნას ისედაც არ აქვს აზრი. არც საქართველოს და არც მსოფლიო დოპინგის სააგენტოს არ მიუცია დისკვალიფიკაცია. მსოფლიო რაგბის ტესტი იყო და შესამაბისად სასჯელიც მაგათმა მისცეს. ინტერვიუში კარგად ახსნა ამ კაცმა. მთელი ერი თუ დავეწყობით და გავფრინდებით დუბლინში შეიძლება გამოვიდეს რამე.

• keane-ს

ხმის ამოვიღებით რა შეიცვლება?! საქართველოს კი არ მიუცია დისკვალიფიკაცია მსოფლიო რაგბის ფედერაციამ მისცა და დარწმუნებული ვარ საეართოდ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი. მაგაზე ადრე უნდა ეფიქრათ მის გუნდელებს ვინც ჯერ დოპინგს იღებდა და შემდეგ თავის გადასარჩენად დანაშაულის ჩადენას თხოვდნენ. ნაკრების წევრებს და მითუმეტეს ექიმს კარგად უნდა სცოდნოდათ რა მოყვებოდა მათ საქციელს.

• ზაალი

დოპინგ სააგენტოს რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა გაიფიცო და ქუჩაზე დავწვეთ, მაინც არ შეცვლიან გადაწყვეტილებას.. ყველაზე მკაცრი ორგანიზაციაა..

• keane

მემგონი სჯობს შარიქაძეძე ყველამ ამოიღოს ხმა და არ გაწირონ ეს ბიჭი. დრო გავა და მერე გვიანი იქნება,ბევრი ინანებს იმას რომ როცა შეეძლო არ იმოქმედა. არ იმსახურებს ეს კარგი ადამიანი ასეთ მკაცრ სასჯელს.დავაფასოთ ერთმანეთი!

ერთდროულად ძალიან კარგი და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ თამაშმა.ძალიან კარგ თამაშს,უეცარ ჩავარდნებს ვურთავდით შუალედებში და ბოლოს კი,სულ დავკარგეთ თავის კონტროლი.გავინაღდეთ გამარჯვება და თავისუფალი თამაში გაუშვეს.გაუშვეს,მაგრამ ვერ ვიტყვით,რომ გაამართლა.ამდენი ჯარიმა და ყვითელი,ნამეტანი იყო.აფციაურს ყოჩაღ,სამი ლელო დადო და მეოთხესაც დადებდა,როგორც მერე გამოჩნდა.უბრალოდ,არ გარისკა,გუნდის ინტერესი უფრო წინ დააყენა და ბურთი ხელიდან ხელში გადასცა,რომ მას დაუბრკოლებლად დაედო.არადა მეორე წამს,მასაც გაუთავისუფლდა ხელი და თვითონაც დაამიწებდა,ბურთი ისევ მას რომ ჰქონოდა.ეს თამაში,წინა თამაშს რადიკალურად სჯობდა,თუმცა ნაკლოვანებებიც საკმაოდ გვქონდა,იაპონია კი,გაცილებით ძლიერი და მკაცრი მეტოქეა,რომელსაც ძალიან მაგარი მწვრთნელი ჰყავს და ბევრი მახეც ექნებათ შემონახული.ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და იაპონიასთანაც იგივეს ვუსურვებ.ვინმემ ზუსტად თუ იცის,იქნებ დაწეროს,დიდი ანგარიშით გამარჯვების გამო,დამატებითი პრემიალური ქულები თუ დაგვემატება რეიტინგში და თუ დაგვემატება,რამდენი?წინასწარ მადლობას გიხდით!

რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია

რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში

რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...

გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ

რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა

გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის

[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია

[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო

შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის

რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა

ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან

A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]

კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით

რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში

[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა