საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 18 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში მასპინძელ ჩეხეთს შეერკინება. პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ თამაში საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ევროპის მიჯრით 6-გზის ჩემპიონმა საქართველომ, 1/4-ფინალში პოლონეთს 10 ლელო გაუტანა და 64:7 დაამარცხა, ჩეხეთმა კი შარშანდელის მსგავსად წელსაც სძლია პორტუგალიას - 29:26.

წინა თამაშის შემდეგ გუნდში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განხორციელდა. პოლონეთთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში უნდა დაეწყოთ ფულბეკ დავით არობელიძეს და ცენტრ დათა ახვლედიანს, თუმცა ბოლო მომენტში ისინი ლუკა ჭაკუამ და გიორგი მუშკუდიანმა შეცვალეს. ამჯერად არობელიძე და ახვლედიანი ძირითადში არიან. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა მუშკუდიანმაც, ხოლო ლევან ბუცხრიკიძემ ცენტრიდან მგეზავად გადაინაცვლა. კვლავ დამწყებთა შორის არიან ჰავბეკი გოგა უშვერიძე და ფრთები - ლუკა ტაბატაძე და ავთანდილ ზვიადაძე.

სამი ცვლილებაა შერკინებაში. ჩეხეთთან თამაშს იწყებენ ბურჯი საბა მშვილდაძე, ასევე მესამეხაზელები გიორგი არძენაძე და ლუკა შულაია. სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა წიკლაურმა, ბურჯმა გიორგი ბერძენიშვილმა, მეორეხაზელებმა ანდრია ბილანიშვილმა და ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ასევე მესამეხაზელმა გიორგი ქევანიშვილმა.

დებულების თანახმად, განაცხადში პრაღაში მყოფი 26-ივე მოთამაშეა და შესაბამისად, ყველა მათგანს ექნება ჩეხებთან თამაშის შესაძლებლობა.

მეორე ნახევარფინალში ესპანეთი ნიდერლანდებს შეხვდება, ფინალური მატჩები კი 22 ნოემბერს გაიმართება.

2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

ნახევარფინალი. 18 ნოემბერი. 21:30 საქ. დრო

საქართველო - ჩეხეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი არძენაძე (ფოთი), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. ლუკა შულაია (ლელო).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

ესპანეთი - ნიდერლანდები

V-VIII ადგილებისთვის

პოლონეთი - პორტუგალია

ბელგია - გერმანია

Rugby.ge

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი