ევროპის 18-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ჩეხეთი 26:7 დაამარცხა.

22 ნოემბერს, ფინალში ჩვენი გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება.

პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

საქართველო - ჩეხეთი 26:7

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი არძენაძე (ფოთი), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. ლუკა შულაია (ლელო).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

18 წლამდელებში გასაგებია,მაგრამ პარალელურად 20 წლამდელების ევროპის ჩემპიონატიც მიმდინარეობს და იქ საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს.გასაგებია,რომ მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება და ამის გარეშეც,გავალთ იქ,მაგრამ ნაკრებისთვის სათამაშო პრაქტიკა,თუნდაც უფრო სუსტ გუნდებთან,ზედმეტი იქნება?არა მგონია!

იუთუბიზეა,ჯანო!მაგარი თამაში წავიდა.პირველ წუთებზე აუტებში,ჩვენ მოლს ვაყენებდით,ისინი კი მოლში არ შემოდიოდნენ და ბლოკირების გამო,მსაჯი გვაჯარიმებდა.ისინი რომ აუტიდან მოლს ააგორებდნენ,მსაჯი ისევ ჩვენ გვაჯარიმებდა და 5 წუთში,უკვე ორი კაცი გაგვისინბინა.ამასობაში ლელოც დაგვიდეს და მართლაც შევშინდი.საბედნიეროდ ბიჭები მალე მოვიდნენ აზრზე,თუმცა არც ჩეხებს დაუყრიათ ფარხმალი და მშვენიერი საყურებელი თამაში წავიდა.თუ ჩეხებმა ასე გააგრძელეს,მალე პირველ ნაკრებებშიც მაგრად დაწინაურდება.ხელით თამაშში,ბურთი თითქმის არ უვარდებოდათ ხელიდან,ჩვენ კი,აგრესიულ დაცვას,სწრაფი მაღლა ასვლით ვთამაშობდით,ძალიან მაგრად.ესპანეთს ცოტას ვუყურე და ისინიც მაგრად ჩანან მომზადებულები.ფინალი საინტერესო იქნება.რაც შეეხება მსაჯობას,მაგას უნდა შევეგუოთ.ადრეც ასე იყო და ალბათ მომავალშიც ასე იქნება.ევროპა მაინც ერთმანეთთან ახლოს მყოფი ქვეყნებია,ჩვენ კი სადღაც გადაკარგულიდან მივუხტებით და ჩვენ პრეტენზიებზე ვაცხადებთ.რა თქმა უნდა თავისი ურჩევნიათ და სადავო საკითხებში,ზოგჯერ კი უდავოშიც,უპირატესობას მათ აძლევენ.პირველი 10-15 წუთი დაგვაბნიეს,ბოლო 15 წუთი კი,უკვე ბიჭური,აზარტზე აგებული თამაში გაჩაღდა,თორემ დანარჩენ დროს,მიუხედავად ჩეხების დიდი მცდელობისა,საგრძნობლად ვჯობნიდით.Rugby Europe.U-18.GEORGIAvCZECHIA.Championship-2025.semi finals.
jano
სად უყურებ ?
გიორგი 61
საზიზღარი მსაჯობა იყო. ბიჭებს ვულოცავ. მაგრად ითამაშეს
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე