მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე აუტსაიდერ ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და გოლი გაუშვა - ლოჩოშვილის შეცდომას დიმიტროვის მიერ საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, სადაც რუსევმა ყველას დაასწრო და მამარდაშვილის კარი დალაშქრა. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. სწრაფი კონტრიერიშისას ჩვენი გუნდის დაცვა ორჯერ ჩავარდა, ჯერ რუსევი ლოჩოშვილთან ბრძოლაში წაიქცა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმა არ დააფიქსირა, მალე კი კრასტევმა გაგვიტანა. მწვრთნელმა სანიოლმა შეტევის გასაძლიერებლად მექვაბიშვილი ქვილითაიათი შეცვალა. კიტეიშვილის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კაშიამ ახლო მანძილიდან კარში ვერ გადაგზავნა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ჯვაროსნები“ შტურმზე გადავიდნენ, ქვილითაიას მეკარე მიტოვმა არ გაატანინა, დავითაშვილმა და ხვიჩამ შორიდან ვერ უწიეს მიზანს, ხოლო ლოჩოშვილმა ანგარიში შეამცირა და საბოლოოდ ბულგარეთმა გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

სოფია. „ვასილ ლევსკი“

ბულგარეთი - საქართველო 2:1

გოლები: 1:0 რუსევი (10), 2:0 კრასტევი (24), 2:1 ლოჩოშვილი (88)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, კაშია, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (აბუაშვილი 86), მექვაბიშვილი (ქვილითაია 31), ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (გულიაშვილი 76), კვარაცხელია, ზივზივაძე

tngh-s
ეს ფედერაციის ტროლები რამდენი ყოფილა
გია
ბულგარეთის წინააღმდეგ წნორის მილანი უკეთესატ იტამაშებდა. ორი წუთი იყო დარჩენილი რომ გამოცოცხლდნენ. ქომაგების უპატივცემულობაა.
tngh
შენ გგონია, რომ სიბრძნეს სწერ???
tngh
ამდენი სისულელე... თანაც "ზიზღით და ბოღმით" სავსე... არა მგონია სხვა რომელიმე ქვეყანაში არსებობდეს ეროვნული ნაკრების მიმართ.
Გიო
Თამაშებს ტეხავენ, ფედერაცია რასაც ეუბნება, უარზე ვერც წავლენ, თორე ეგრეევ ნაკრებიდან მოიკვეთებიან,
Გიო
Თამაშებს ტეხავენ, ფედერაცია რასაც ეუბნება, უარზე ვერც წავლენ, თორე ეგრეევ ნაკრებიდან მოიკვეთებიან,
Გიო
Თამაშებს ტეხავენ, ფედერაცია რასაც ეუბნება, უარზე ვერც წავლენ, თორე ეგრეევ ნაკრებიდან მოიკვეთებიან,
Გიო
Თამაშებს ტეხავენ, ფედერაცია რასაც ეუბნება, უარზე ვერც წავლენ, თორე ეგრეევ ნაკრებიდან მოიკვეთებიან,
სვანსკი
გასაშვები კი არა ვირის აბანო უნდა ახეხინო მაგათ
საბა
ბიჭებო!ბრენდულ,ევროპულ სამოსში მოდური გამოსვლები არ დაიკლოთ!
ნიკა
ეხლა ნახეთ კლუბებში გაიგიჟებენ თავებს,განსაკუთრებით კიტეიშვილი!შერმადინივითაა საკლუბო ფეხბურთელია!
დავით 67
ჩემი სახელით მპოსტავი ქ20ვირთხა გამოჩნდა. ისევ ჰგონია რომ მისი ნაჯღაბნი ვინმეს სჯერავს აქ

ოთარ ტატიშვილო!ეხლა რატომ აღარ იღებ ხმას??კაი მოაზროვნესავით რო მოგვძღვრავდი
სოკრატე
ფეხბურთს და პოლიტიკას ერთმანეთს ნუ ადარებთ. ძალიან თუ შეგტკივათ ქართული ფეხბურთი მაშინ საქართველოს ჩემპიონატს რატომ არ აფასებთ, რატომ არ დადიხართ ჩემპიონატის თამაშებზე, რომ არ აფასებთ და არ დადიხართ მაგიტომ დაყვინთა საქართველოს ნაკრებმა. პირიქით პარლამენტთან დგომა ჯობია (ბირჟაობა). ძალიან ანალიტიკური კომენტარები იწერება 70%. უმეტეს ნაწილს სენსეი გონია თავი. გუშინდელ თამაშზე წვრთნელის ძალიან მინუსები გამოჩნდა შეცვლებიც, ტაქტიკური მონახაზებიც და ტაქტიკური სვლას ჯობია მალე შეიცვალოს სანამ დროა. ჯობია ესპანელი, პორტუგალიელი ან იტალიელი მოიყვანონ , სხვების იმდენად არ გაამართლა იმედია ესენი გაამართლებენ. რაც მთავარია გულშემატკივარი ქართული ფეხბურთი თუ უყვარს მთავარია დააფასოთ ეროვნული ჩემპიონატი. ისე წინ ვერ წავა ქართული ფეხბურთი
ნუგო
17,19,21ასკობრივმა ნაკრებებმა წააგეს რომლებმაც უნდა მოამარაგოს პირველი ნაკრები პერსპექტივა არ ჩანს.
zuli
ბულგარეთმაც მოუგო, რას ნიშნავს ესპანეთის ნაკრები გავხდით სიძლიერით ?????????
დ.დ.
კურდღლები რომ იყვნენ ვიცოდი, მაგრამ უნდა დავაკონკრეტო: მხოლოდ უნიჭო ბაჭიები არიან !
ექიმი
კობის ძლიერი მხარე შუბლზე ძარღვის გაწყვეტაა. თქვენ შესძლებდით მაგდენს? ვერა ხომ? ე, მაგაშია საქმე. შესაბამისად, ვერასოდეს გახდებით ფედერაციის პრეზი, დეპუტატი და უბრალოდ კარგი მეოჯახე!))))))))))
იაშვილს
იაშკა, არ შეიძლება რომ სანიოლს პრემია გამოუწეროთ? როგორ გამოიცნო, ზუსტად 11 კაცი გაიყვანა მინდორზე, იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. ძალიან მაგარი მწვრთნელია, იქნებ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენოთ ყაველას შემდეგ?:)
ჟორა-ს
ხოდა, სწორედ მაგ მწვრთნელმა უნდა არბენიოს ეგ ფეხბურთელები! აბა ხელფასს რაში იღებს? მოთამაშეთა განწყობა-შემართებაზე თამაშის წინ სხვა ვინაა პასუხისმგებელი, ჯოდასენი თუ ჯორდანო ბრუნო? თვალებში ნაპერწკალი ვერ დავინახეო. ბიჯო, სვეტაფორი კი არაა რომ დღედაღამ ანათებდეს, ადამიანია. საუბარი ჭირდება, შეძახილი, მომართვა, ცეცხლის შენთება, რომ საბრძოლველად გავიდეს და მთლიანად დაიხარჯოს. აბა მწვრთნელს სხვა რა ევალება? პირველ რიგში ფსიქოლოგი და დამრიგებელი უნდა იყოს.
აბა გამოიცანით მორიგ ტენდერს ვის დაუმტკიცებენ?))
აი ამას ნიშნავდა იაშვილის სასწრაფოდ ახალი კონტრაქტის გაფორმება. წინასწარ გათვალეს, რომ ვაი და ვინიცობა იძულებული გავხდეთ რომ სანიოლი გავუშვათ, კონტრაქტის გაწყვეტის ანაზღაურებას მთლიანად მიიღებდა ვილი ( ანუ ფედერაციასთან ერთად გაიყოფდნენ). თუ არა და იქნება კიდევ 100 წელი და გამოხრავენ ერთად ბიუჯეტს. ესენი კუდებით არიან ერთმანეთთან გადაბმული, თორემ ნორმალური და პატიოსანი ფედერაცია აუცილებლად განიხილავდა ამდენი შესარჩევების ჩაგდებას. ნახეთ როგორ დუმს ყველა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ნახეთ რომელ ადგილზე ვართ ევროპაში, რა შედეგები გვაქვს ასაკობრივ ნაკრებებში. აი სტადიონების მშენებლობა კი იცოცხლე, იქეთ არქი გუგუნებს და უბრალო გულშემატკივარს რა? მხოლოდ იმედგაცრუება და ბუს კვერცხები. ჰო, კიდევ უფასო ფული. დამაწყვიტეს ჯიბეები, წავალ ღარიბასავით სეიფს ვიყიდი და იმას გამოვტენი.)) ევრომდე იყო გასაშვები სანიოლი, გეუბნებოდით პრაქტიკანტია-თქო, მარა ვინ შეისმინა. ტიპს ორდენები დაკიდეს და თბილისის საპატიო მოქალაქეობა ჩაახუტეს. ტაში-პარიიი....
გია
ძალიან მძიმე სიტუაციაა
გია
გუნდი ღრმა კრიზისშია. ამის მომგვარებელი სანიოლი ნამდვილად არ არის.
კაი ერთი
რას ფანტაზიორობ, ეგ ხვიჩას ფეტიშია ზუსტად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ეს ნაკრები ამ დღეში რომაა! მეგრულ ფანკლუბს დაუყრია ლაიქები ეგრევე! გაიგეთ რომ არაა ეგ ხვიჩა ფენომენალური ფეხბურთელი! არის ერთი კარგი ფეხბურთელი, რომელსაც სხვათაშორის ლიდერული თვისებები არ აქვს! ნაკრები უნდა იყოს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული და არა ხვიჩა მაგარიაზე! სანამ არ მოეშვებით ამ უაზრო ფეტიშს არაფერი გამოვა, ეს არის 2-ჯერ 2. სხვა კარგ და გამორჩეულ ფეხბურთელებსაც უგდებს მოტივაციას ასეთი დამოკიდებულება და ფიქრობენ, მაშინ ხვიჩამ აკეთოს საქმის დიდი ნაწილიო! ეს უაზროდ კაპიტნის სამკლაურის მიჩეჩებაც თქვენნაირი ფანკლუბ-რბოს საამებლადდა გაკეთებული და დიდად აზარალებს ნაკრებს. არაა ეგ ღლაპი საკაპიტნე კაცი და არც ნაკრების რეალური ლიდერი (ყოველშემთხვევაში ჯერ) და დააყენეთ ერთი ადგილი!
alexandre
სულ მთლად უსუსური ნაკრები რომ გვყავდა, იმაზე საშინელება იყო ბულგარეთი. და ამ გუნდთან წავაგეთ. მეტი რა კომენტარი დავწერო?! (არ ვიცი ცრემლებიანი სმაილიკი როგორაა - ვდებ ღრიალს)
ვასილიჩი
ოქროს არა უფრო ალუმინის თაობაა
ჟორა
მწვრთნელს რა დავაბრალოთ, როცა ფეხბურთელებს სირბილი ეზარებათ და ბურთზე მეტად ფეხებს უფრთხილდებიან. ისიც კი ვიფიქრე რაიმე შეთქმულება ხომ არაა გუნდში, რომ ყველა ერთნაირად მოდუნებული რომაა?
სირბილის სწავლების ცენტრი
წლებია ვიხვეწები მენტალური მომზადება გამოიყენონ ჯერ სირბილის ტექნიკის გასაუმჯობესებლად და შემდეგ ზოგადი ინტელექტის ასამაღლებლად. ამას თუ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც დაუმატებენ ეს ოქროს თაობა თავის ღირსეულ სიტყვას კიდევ იტყვის! ძალისმიერი სირბილი კი სასწრაფოდ უნდა ჩაანაცვლონ მცირე ენერგოდანახარჯით სირბილით (რასაც ესპანეთის ნაკრები იყენებდა) და მაშინვე სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალება მიეცემათ!
გივი
საოცარია..რანაირად დაარტყმევინეს მანდ. გეგონება სეირის უცქეროდნენო..მიდი რა სანამ ბურთი მიუვა შეუმცირე სივრცე..ამათ პირიქით გაუფართოვეს და ლამაზად დაარტყმევინეს
ბოროტი ბეჰემოტი
"ხით-ხით-ხით" - ჩაიხითხითა ბოროტმა ბეჰემოტმა და პომიდვრის ჩითილებში გაუჩინარდა...
მანფრედ კალცი
ნორმალურ ქვეყანაში ასეთ მწვრთნელს, ფედერაციას და ზოგ ფეხბურთელს ჯოჯოხეთს მოუწყობდნენ. ჩვენ კი ყველაფერს ვითმენთ. ამტანი ერი ვართ. და ღირსი ვართ ყველაფრის.
მწარე სიმართლე
მივმართავ ჭეშმარიტ ქომაგს (და არა ფედერაციის ჩინოვნიკებს და ტროლებს, ვინც აქაც არიან) ვისაც "ერის წყლული წყლულად აჩნია": ძალიან გთხოვთ, აწი ნუღარ ინერვიულებთ! ტენდენცია ისეთია რომ ამ ნაკრებზე ამიერიდან არ ღირს ჯანმრთელობის დაზიანება. არა იმიტომ რომ არ გვიყვარს ბიჭები, არამედ იმის გამო რომ უბრალოდ აღარ ჩანს უკეთესობის პერსპექტივა (პირიქით). ანუ, აწი ნუღარ შევიქმნით ფუჭ მოლოდინებს რაიმე დიდ ფორუმზე გასვლის, რადგან პიკი გავლილია და აღმასვლიდან დაცემისკენ სიარული გარანტირებულია! რატომ? შესარჩევების ჩაგდება ისედაც არახალია და ეს გუნდი აწი ვერც ერთა ლიგას მოიგებს (ბ დივიზიონს). რაც შეეხება მიზეზებს, ესენი ბევრია და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მაინც ზოგიერთს გამოვყოფ: 1. რამდენიმე წლის წინ, როდესაც "საქოცეთმა" წარმატებული სპორტსმენების გადაბირებები და ფულით "მოქრთამვები" დაიწყეს, მაშინვე ცუდად მენიშნა ეს ტენდენცია და ვიფიქრე, ამან შედეგების გაუარესება არ გამოიწვიოს-თქო (ასეც მოხდა, თითქმის ყველაფერში შედეგები გაუარესდა, ისევე როგორც ფეხბურთში). 2. უვარგისმა ფედერაციამ და მათმა ფავორიტმა სანიოლმა შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს და ურცხვად განაცხადეს (არაპირდაპირ) რომ სადამდეც შეგვიძლია, სულ ვიქნებითო - ანუ, არ ჩამორჩნენ ქვეყნის სათავეში მყოფებს. 3. ბიჭებს ფაქტიურად მოუკლეს მოტივაცია ქართველი ხალხის შემდგომში გასახარებლად, ჩაადებიეს რა თანხები ბიზნესებში ცალკეულ მოთამაშეებს და ე.წ. გულარხეინობის პრინციპზე გადაიყვანეს (ამის დასტურია კვარას, მამარდას და ზოგი სხვა მოთამაშის მატჩის შემდგომი ინტერვიუები წარუმატებელი თამაშების შემდგომ). 4. მთლიანად ქვეყანა დაყვეს ე.წ. პრივილეგირებულ კასტად (10%) და ნაცრისფერ მასად (90%), სადაც ერთ ნაწილს ყველაფერზე ხელი მიუწვდება/ყველაფერი მისთვისაა, ხოლო მეორე ნაწილს არაფერზე. მოკლედ, ჩემი რჩევა ყველა ჭეშმარიტ ქომაგს: ტყუილად ნუ ინერვიულებთ, ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას! უპირველესად იფიქრეთ საკუთარ თავზე, საკუთარ ხელფასებზე და ცხოვრების გაუმჯობესების საკუთარ გზებზე (და არა სპორტსმენების, ა.შ. ფეხბურთელების) რადგან ამ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი თემებია მოსაგვარებელი! საქოცეთის მიერ უზრუნველყოფილი სპორტსმენებს მომავალი ისედაც გარანტირებული აქვთ, არც მაინცდამაინც ინერვიულებენ თუკი სადმე ვერ გავლენ და არც მძიმედ არ განიცდიან არაფერს
დელ პიერო
ხუთ მცველში რო ვიღაც ბულგარელი ლამის მაკრატელას გაგიტანს, იქ მწვრთნელმა რა უნდა ქნას?
rigiti
კობი! რომელი უფროა შენი "ძლიერი" მხარე ფეხბურთის ფედერაცია თუ პარლამენტი???? "ლეგენდების" მატჩები უნდა უფრო ხშირად ატაროთ, აი სად არის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე!!! ამბობენ შუბლის ძარღვის იმპლანტი ჩაიყენაო, ნეტავ მართალია?
თბილისელი
მოგცლიათ,ამ ნაკრების შესრულებით ფეხბურთს ფეხბურთი აღარ ჰქვია. მთავარია რომ ქოცბანდის საფეხბურთო ფრთა იყოს კმაყოფილი და მაძღარი,"დავაი" ბიუჯეტიდან კიდევ 500 მილიონი 2 სტადიონის შესაღებად.ბიზნესმენებს რომ ფეხბურთში ფულის ჩადებას სთხოვთ,საიდან? ჯერ წილი მთავრობაში უნდა აიტანონ( ხმები დადის უკვე 40-50% ითხოვენ).ბიზნესი არა ტოროლა.ვის რაში აინტერესებს ეგ თქვენი სპორტი? ხალხი ფულის საკეთებლად არის მოსული.არც ის გამიკვირდება,რომ სპორტის პრობლემაც ემიგრანტებზე არ გადაიტანონ. ე მანდ ფულს შოულობთო და დააფინანსეთ აწი ჩვენი სპორტიცო. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, აკი კაცის მკვლელი 2 თვეში საპროცესო გარიგებით გამოუშვეს.მასკის ტარებაზე კი 5 წელი.
A
გამოსავალი არის ბავშვთა უფასო სექციებში, ძლიერ სპეციალისტებში და არა ფულზე დახამებულებში,10 15 წელში იქნება შედეგი, ვილი არაა მწვრთნელი, მაგრამ ფეხბურთელი რო ბურთს ვერ აჩერებს, იმას ვერავინ უშველის
ა.
სამაგიეროდ, როგორიც ეკუთვნოდათ იმ ფერის ფორმა ეცვათ!
Კეკე
Ჩემი მოკრძალებული აზრით, სანიოლის წასვლა-არ წასვლა, მასზე არ არის დამოკიდებული.ფედერაციას მისი შედეგები რომ არ აკმაყოფილებდეს, გაუწყვეტდა კონტრაქტს. Მაგრამ სფფ-ს აკმაყოფილებს ვილის მსგავსი კონფიგურაციის მწვრთნელი, რადგან ის ნაკრებში არაფერს არ წყვეტს, მგელივით კობი, იაშკა და ხიზანა რას მიკეთებს იქ დდდდდდ. Ამიტომაც არის რომ პრესკონფერენციაზე, პასუხისმგებლობას იცილებს. Პირდაპირ ხომ არ იტყვის სკამის ფუნქცია რომ აქვს.
აბა ჰე,აბა ჰო!
სამაგიეროდ კარგი სპარინგ პარტნიორის ტიტულის მოსაპოვებლად შეგვიძლია ვიბრძოლოდ.

არა ადეკვატური მწრᲗვნელი.
გელა
მენტალიტეტ დებილ (ფედერაციის ჩათვლით).21 წლიანებშიც სანიოლია?
მალხაზ ჯობავა
არქიფოს ტიპის და ჯიშის

ის ხონელი გაუთლელი საერთოდ ცალკე უბედურებაა
რაგბის ფანი
სანამ სანიოლი არ წავა, მანამდე არავინ არ უნდა მივიდეს სტადიონზე.
Gio
კაშო, დარჩი, არ წახვიდე! ლოჩო, ბურჯი ხარ და გოლეადორი ხარ! სანიოლ, შენს შემტევ სტილს ვენაცვალე! ფედერაცია, ჯიგრები ხართ! "მალადეც", ბიჭებო, "მალადეც"!
კიგანი
მეგობრებო! მე პირადად ერᲗ კარგ კომბინაციურ Შეტევას ვერ ვიხსენებ Ჩვენი გუნდისას ამ ᲗამაᲨებᲨი,სამწუხაროდ.....
მალხაზ ჯობავა
ვილის და ამ ფედერაციის ჩიტების გარეშე
რაგბის ფანი
ვისი თქმა გინდა? ისედაც ყველაფერი სახეზეა - კორუფციის ჭაობია! ბიჭები ვერაფერს ვერ იტყვიან.
asea
კვარაცხელოვი იყო
გოგა
დავწერე აქ, რო ამ თამაშსაც ვერ მოვიგებთქო და ფრე კარგი შედეგი იქნებათქო, მაგრამ გადამიარეს რასაც ქვია, განა მე არ მინდა საქართველომ ნებისმიერი თამაშო მოიგოს, ამხანაგური იქნება ეს თუ ოფიციალური, მაგრამ სანიოლი ისეა აჭრილი, რო თვითონაც არ იცის რას აკეთებს, რეალობა ის, რო ჩვენ დღეს არავისთან შეგვიძლია ასეთი შემტევი შემადგენლობით თამაში, რაც გამოგვდიოდა მაგას უნდა მოვწოლოდით, ცადა სანიოლმა, მაგრამ ვერაფელი დალაგა, ეხლა ზის და ჭორაობს
რაგბის ფანი
ნაც-ქოც-აკაცუკებს ბედნიერი დღე გაუთენდათ ბიჭების პოსტებზე კომენტარებში ბოღმის სანთხევად. PS. სანიოლ-ხიზანა, წადიიი!
გია
ცოტა ჩვენი ბრალიც ხომ არ არის ეს სიტუაცია? გუნდმა რომელმაც ვაი-ვაგლახით სახლში ძლივს მოუგო ლუქსემბურგს შემდეგ ფორტუნას და გამართლების ხარჯზე გავიარეთ საბერძნეთი ხოლო ევროპაზე ყოვლად უმოტივაციო პორტუგალიას მოუგეთ თუ მოგვაგებინეს ღმერთმა უწყის ისეთი ზარ-ზეიმი გავმართეთ კიმს შეშურდებოდა ჰოდა მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო გაიხსენეთ ბოსკამპის იდეალური ნათქვამი ჩვენს ფეხბურთელებზე,უბრალოდ აღარავითარი მოტივაცია და ჟილკა აღარა აქვთ რაც ევროპაზე და ერთა ლიგის თამაშებზე ქონდათ,მთელი ბულგარეთის ნაკრების საბაზრო ღირებულება ალბათ არ იქნება იმდენი რაც ხვიჩაზე მამარდაზე ჟორჟზე არ ვიძახი ქოჩორაში გადაიხადეს მარა შედეგი კი ჩანს,ვილი გასაგებია რომ არ არის ტოპი მაგრამ პირველ რიგში ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნებს უნდა მოეკითხოთ გულშემატკივრების აბუჩად აგდება,კეთილი შურით მშურს რონალდოსი კაცი რომელიც ლამის მარადონასთან ერთად თამაშობდა დღესაც ისე იბრძვის თითქოს მთელი პორტუგალიის სახელმწიფოს ყოფნა არყოფნის საკითხი წყდებოდეს ხოლო ამ ჩვენ 30-50-და 80მილიონიან დეხბურთელებს ოფლის გამოდენაც კი ეზარებათ,ხდება ის რაც ჩვენი მენტალიტეტისთვის არის დამახასიათებელი და არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის დაინახეს ორი კაპიკი და თავები მესიებად წარმოიდგინეს
დავითი
ერიჰა, რასაც დავწერ,იგივეს წერენ ფრანგულ პრესაში:კვარაცხელია არ თამაშობს,არ ინდომებს,თავს ზოგავს საფრანგეთის ჩემპიონატში,მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესოა,იმიტომ რომ სხვა შემართებითა და მონდომებით თამაშობს.აი,ასე თავისდაზოგვით თამაშობს კვარა საქართველოს ნაკრებშიც,ალბათ, ფიქრობს,აქედან მაინც არაფერი გამოვა და თავი რაზე მოვიკლაო.მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა ანუ ნახევარი ძალით,ის მაინც საუკეთოსო შეფასებას იღებს ჩვენ გუნდში.
გია ჯან
ვინ გყავდა ძლიერი შემტევი შეტევიდან დაცვაში რომ ბურთს აბრუნებს
თემური
რომ ყოფილიყო რეიტინგში ჩვენზე ბევრად წინ მდგომი გუნდი ვიტყოდით კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო, მაგრამ ეს იყო ერთ ერთი უსუსტესი გუნდი, ვისთანაც ბოლო პერიოდში გვითამაშია! კი, გვქონდა ერთი ორი საგოლე მომენტი (რომელიც ძალიან ცოტაა ასეთ დონის გუნდებთან შეხვადრაში) რომლებიც რომ გამოგვეყნებინა სულ სხვა თამაში წავიდოდა, მაგრამ სხვაგვარად ნუ გამიგებებთ (თითქოს მე არ მინდოდა, რომ მოგვეგო) და იქნებ ასე სჯობდა! ესპანეთთან და თურქეთთან გამოჩნდა რა დონეზე ვართ, მაგრამ ბულგარეთთან თამაშმა საბოლოოდ დაგვანახა მართლაც რა დონეზე ვართ და რა შეგვიძლია! დრო არის სწორი დასკვნების გამოსატანად მოკლე დროში სასწაულები არ მოხდება)! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
სიმართლე
ეს ის თამაში იყო როცა ქართველსაც საქართველოს წაგება ეწერა
მამუკას
ფეხბურთში რომ არ იდება ფული ვისი ბრალია? ვის აბარია საქართველოში ფეხბურთი? ფულს ბიზმესმენი ჩადებს ყველგან სადაც ხეირს დაინახავს. ფეხბურთი გამონაკლისა ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ მარკეტინგი არაა და კიდევ იმიტომ რომ ყველამ მშვენივრად იცის ფეხბურთში ნეპოტიზმი და კორუფცია მძვინვარებს. ეს მარტო ზოგიერთებმა არ გინდათ დაიჯეროთ ან გაწყობთ და ჩუმად ხართ. შეგიძლია მარტივ კითხვაზე მიპასუხო, რატომ ზის სანიოლის გცერდით დვალიშვილი, რაში ეხმარება, შემადგენლობის დაყენებაში თუ ტაქტიკურ მონახაზებში? ვერავინ გამცემს პასუხს. აბა რატომ გინდა ვინმე ბიზმესმენმა პასუხების მიღების გარეშე ფული ჩადონ ფეხბურთში? კიდევ ბევრია კითხვები, მაგრამ ამ მარტივ კითხვაზე გამცეს ვინმემ პასუხი, ვინ და რას წარმოადგენს დვალიშვილი ნაკრებში?
გია
დაცვა ძაან სუსტია.ნახევადაცვაც.სულ ეგ პრობლემა გვაქვს.გვყავდა ძლიერი შემტევები,შოთი და ქეცბა,შედეგი არ იყო დაცვა არ ვარგოდა
ვაჟა
სვარკა და სვარჩიკები
მორიელი
სანიოლი სანიოლი. მაგას რომ აბრალებთ.. თქვენც ასე ხართ, ზოგ ზოგიერთები. იმას კიარ იტყვით (ან ამას როგორ იტყვით) ფეხბურთის თამაში არვიცითო, სანიოლის ბრალიაო… შე კაი კაცო, თავდასხმაში რომ მაქსიმუმ ქვილითაია გყავს, ნახევარდაცვა ნული, დაცვა ნული.. აი რანაირად უნდა მოიგო თამაში? პირიქით, საღოლ ამათ ჩვენ ფეხბურთელებს, რა მაგრა უძლებენ თამაშებს
დავით 67
სასწრაფოდ გადადგეს კობიაშვილი და ვილი.ბიძინა გაიქცეს.ჩვენი არქიფო მიშა გამოუშვან ციხიდან.მზიას ნუ აბრმავებენ.ლაზარე გმირია.
მორიელი
ფეხბურთელები არ გვივარგა. გინდაც ანჩელოტი მოიყვანეთ
მეგრელი
დღევანდელ კომენტარებში სადღეგრძელოებს ვეღარ ვხედავ, ეს უკვე პროგრესია. ახალი ციკლი უნდა დავიწყოთ ნულიდან, ახალი იდეებით. ეს კორუმპირებული ხალხი კიდე მოშორდნენ აქაურობას (ღარიბა ჭამდა და კალა და კობი არა, ეს ტრუხა ბაზარია ძმებო) მადლობა და ნახვამდის
ჰმ
მართლაა?
gzp
ამათ კოჭებში ეტყობოდა რასაც იზამდნენ. მაინც წინსვლა გვაქვს, წინსვლა ოღონდ '-' ნიშნით!
მამუკა
რასაც გადავხედე ყველა ერთი და იგივეს წერთ, სანიოლი გავუშვათ, კობი გავუშვათ და ასე შემდეგ, პრობლემა სახელ და გვარებში არ არის, პრობლემა არის უფრო ღრმა, კლუბურ ფეხბურთში ფული არ იდება, არც ერთი ბიზნესმენი არ არის დაინტერესებული ინვესტიციით ქართულ ფეხბურთში, თაობა აღარ იზრდება, ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა წააგო. ვინმე ხედავს ჩვენ ასკობრივ ნაკრებებში 17, 19 ან 21 წლიანებში ტალანტს? გინდაც ხვიჩას ნახევარს. სამ ოთხ წელიწადში ფარერები და ლუქსმბურგიც მოგვიგებენ. პროტესტი და უკმაყოფილება სწორი მიმართულებით უნდა გამოიხატოს და არა "ვილი წადი"-ს ყვირილით, წავა ვილი, მოვა კლოპი და შედეგი მაინც იგივე იქნება, იმიტომ რომ ზრდა არ ხდება, რეზერვი არ მოდის, ერთი კვარა ვერაფერს ვერ იზავს.
lasha
დავწერე წინა პოსტზე თავის წაგებაზე მაზავენ თქო და დისლაიკებით ამავსეს. ასეა სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო
ვოოტ
როცა ბურთის ფლობა გაქვს 77% და არ იცი, რა ჯანდაბა უნდა მოუხერხო ამ ოხერ ბურთს...
კობი ვაგინო ნაცი კი არ ვარ. 😁
მიდი კობი შეუბერე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბევრი ააშენე თან არქი დაიხმარე ჩვენი ბიჭები წილში არიან არქიში. ფეხბურთის დედაც ინფრასტრუქტურაა მისახედი. $$$$ 💰💰
საქართველო უპირველეს ყოვლისა
გეთანხმები, დღეს არ მინანია რო არ ვაყურებინე, მაგრამ შემდეგ თამაშზე ისევ ავყვებით ჰიმნს და უკეთესი შემართების მოლოდინში კვლავ დავუჭერთ მხარს ჩვენს ნაკრებს, სხვა გზა არ არი. ისევ წამოვდგებით და ისევ ვითამაშებთ 1/8 ფინალში, აბა სხვანაირად არ გამოვა.
სერგო
ვილის. მორიგი. ტრიუმფი ტრიუმფია. აბა. რა. მინიმალური. ანგარიშით. წავაგეთ...ხომ. შეიძლება ძიება. ვარესიც. მომხდარიყო..ეჰჰ...სადამდის. დავეშვით
c
კიდევ თუ დაბლოკავთ რა უნდა გელაპარაკოთ, წინაზე რამდენი ვწერე და არ გავიდა. ვილი სანიოლს წასვლა რომ არ უნდა ეს პატივისცემას არ იმსახურებს. აი ასე იწყება ზუსტად ჩავარდნა, როცა ადამიანებს არ უნდათ დატოვონ პოსტები და ადგილები, ვინც ვერ უმკალვდება თავის საქმეს უკვე. სრულიად , თავიდან ბოლომდე სანიოლის ბრალია ორივე უაზრო თამაში. ქვილითაიას რომ გამოიყვანს კაცი კიდევ ნაკრებში იმ მწვრთნელს რა უნდა ელაპარაკო. ან ეს გოჩლეიშვილი რა გახდა რომ აყენებ მცველად შე კაი კაცო , მერამდენედ!!! ან ესპანეთთან ვერ ნახე რას აკეთებდა? გადაახვიეთ და ორივე გოლი მისი ბრალია. ორივე გოლისას დაკარგა და მიატოვა პოზიცია: პირველის დროს მოედნის შუაში უაზროდ იხევდა უკან, არც წინა კაცი აიყვანა, არც უკანა და კაშიას კეტავდა ბოლოს, ესე გავიდა პირველი გოლი, მარცხენა ფლანგი მიტოვებული იყო, მეორე გოლისას ისევ მისი ბრალი იყო, რადგან დატაოვა ისევ მარცხენა მხარეს თავდამსხმელი მარტო და იმას სივრცე გაუჩნდა. მამარდაშვილის იდიოტიზმზე აღარაა საუბარი, რა ქნა ეს, ის კი არა რომ გამოვიდა, არამედ უკან რომ დაიხია უცებ. უბრალოდ ამის მერე ქვილითაიას რომ გამოიყვან კაცი, მწვრთნელი როგორ უნდა გერქვას ამის მერე. თუ იმას იატყვი რომ სხვა თავდამსხმელი არ მყავდაო, რატომ მერე რატომ ? თავდამსხმელი ნებისმიერ კლუბშია და იმსახურებს რომ მოსინჯო. ეხლა მაინც იმედია მიხვდება აქ ზოგ -ზოგიერთი რამხელა (!!!) ძალაა ნაკარებისთვის კაკაბაძე. ეს კაცი არის მარცხენა მხარეს ჩვენი უდიდესი კოზირი და როცა არ თამაშობს, ყოველთვის თვალშისაცემია. როგორი ცუდი მატჩიც არ უნდა ჰქონდეს კაკაბაძეს, მარცხენა ფლანგზე წყნარად ხარ, როცა დგას. უბრალოდ გუნდს აწყნარებს, თავად ის ფაქტი რომ თავის პოზიციას ყოველთვის იჭერს. რაც შეუძლია ცხადია, მარა არ მახსოვს მარცხენა მხარეს კაკაბაძე არ მდგარიყოს, როცა მოწინააღმდეგის თავდამსხმელია იქ. რაც შეეხება კიტეიშვილს, არ მახსოვს ასეთი დაბალი დონის თამაში მისი. სრულიად უფანტაზიო, უაზრო, პრიმიტიული გადაწყვეტილებები და გაუბედავი თამაში. ასევე ქოჩორაშვილის. დასკვნა რა არის იცით? სანიოლი უნდა წავიდეს! იდეა არ იყო, არც ტაქტიქა, არც სტრატეგია, არც სიურპრიზი, არც პოტენცია ჩანდა და არც გაძლიერების შესაძლებლობა სკამიდან. ნაკრებში ძირითადის ფეხბურთელები არ არიან - გოჩოლეიშვილი, დავითაშვილი (მიუხედავად იმისა რომ დღეს არ უღორია და ცდილობდა პასებით თამაშს, უბრალოდ პასი საჭიროა მაშინ როცა საჯარიმოში გადიხართ 3 1 ზე, ან როცა დროულად უნდა გაუშვა შეტევაში ვთქვათ კვარა, თორე მოედნის შუაში გაგორებაში არაა საქმე, თუმცა მაინც ჩანდა, რომ დავითაშვილი არ ღორობდა დღეს და გუნდზე ცდილობდა ეთამაშა და დასაფასებელია ეს, თუმცა არ იყო ნაკრაების დონე არც დღევანდელი და არც ესპანეთთან თამაში. მის გასაგონად , რომ არ გამოვიდეს უსმაართლობა - დრიბლინგის უნარი და საკუთარ თავზე აღების უნარია სწორედ ის, რის გამოც ფასობს დავითაშვილის ფაქტორი ნაკრებში, გინდაც დარტყმა, მარა გადამწყვეტ მომენტში არა სწორ გადაწყვეტილებებს როცა იღებს, ეს არის ხოლმე პრობლემა, ანუ როცა კართან მისულს გვერდზე 100% უკეთს პოზიციაში თანაგუნდელი გყავს, მაშინ პასი უნდა მისცე, თორე ზოგადად უკან პასებით თამაში ცხადია ისედაც საჭიროა. ვიმეორებ დავითაშვილი რომ ნიჭიერია ამის არ დანახვა არ შეიძლება) არაა ნაკრების დონის არც გულიაშვილი, არც აბუაშვილი, ამ აბუაშვილს საერთოდ აღარ მოვიწვევდი კაი ხანი ( კვარას ორჯერ არ მისცა პასი კარგ პოზიციაში) კვარას კი დღეს არ გამოუვიდა და მესმის, რადგან ადამიანია ისიც. ერთ მომენტში ნამდვილი შედევრი გააკეთა მაინც, ორ კაცს რომ გასცდა საოცრად და დაარტყა. თუმცა მაინც, აი რომ გადახედოთ თამაშს, მიიღებს თუ არა ბურთი კვარა, იცის რა უნდა ქნას, ცდილობს გამართულად ითამაშოს, ჩანს ენერგია, ჟილკა, ანგარიშის შემცირების სურვილი, ეძებს თანაგუნდელებს, ცდილობს, ურტყამს და დანარჩენები ტრიალებენ რაღაც უაზროდ, უკან აბრუნებენ ბურთს, მერე ისევ ტრიალებენ, მერე ისევ უკან და ასე გადის დრო. მერე კიდევ უამრავი ფეხბურთელი ახალტურებს, არ მიყვება მოწინააღმდეგეს ბოლომდე, არ აზღვევს თანაგუნდელს, არ ეხსნება დროულად, განსაკუთრებით წინ. შუა ხაზში იწელება გუნდი სიგანეზე და ეგაა ამათი გახსნა. დაამუღამეს უკვე ეს ბულგარელებმაც და აგორავებინებენ ბურთს მანდ, მთელი ენერგია პრესინგის ქვეშ მანდ იხარჯება და დასკვნა 0. ესაა მწვრთნელის პრობლემა აბა რა არის ? თქვე კაი ხალხო ამ ევროპის ჩემპიონატის მერე , ასეთი გუნდი, ასეთ არაფრისმთქმელ, ნაცრისფერ ჯგროდ რომ იქცევა კითხვა არ უნდა დასვათ რაშია საქმე? მე გიპასუხებთ - ცვლილებებია საჭირო. ამოწურა თავი ამ ფორმაციის ნაკრებმა, რაც უფრო დიდ ხანს დარჩება ვილი სანიოლი, მით უფრო შეფერხდება ფეხბურთის განვითარების პროცესი ქვეყანაში. ფიფიასი არ იყოს, არ შეიძლება ერთ ადგილას გამოკერება წლები ფეხბურთში თუ არ მოდის შედეგი, მერე დამარცხებულის მენტალიტეტში გადადის ეს. იყო გამარჯვება, გახდით გმირები და ეხლა მიხვდით რომ გადადგომის დროა, მოიყვანეთ სხვა მწვრთნელი, სხვა ფეხბურთელები, გველესიანის არ ყოფნაც დაეტყო გუნდს. გველესიანს იერი ჰქონდა რაღაც დამაჯერებელი. პატივისცემას იწვევდა, სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა და ამას თქვენ გგონიათ არ აქვს მნიშვნელობა? სტილი ხომ არსებობს თქვე კაი ხალხო. დააბრუნეთ კაკაბაძე, გველესიანი და იპოვნეთ ახალი, საინტერესო ფეხბურთელები, არა მარტო ნიჭით, არამედ მენტალობით, აზროვნებით, თნდაც განათლებით. ბეკენბაუერს როცა ეძებ ადამიანი და კლინსმანს ერთია და მეორეა როცა უბრალოდ გინდა ვინმე , ვისაც პრაქტიკა აქვს. გუნდი ორგანიზმია და უნდა იყოს თითოეული ფეხბურთელი განსაკუთრებული სახე ქვეყნის თავის ადგილას. ევროპაზე ეს მოხდა სწორედ, ხვიჩამ შემოიტანა მეგობრული , მიზანდასახული რწმენა საკუთარ ძალებში, შეკრა შინაგანად გუნდი და ჩაუსახა გამარჯვებების იმედი, საკუთარი თავის რწმენა. ჩაკვემ მოედნის ცენტრში შექმნა რეალური კონკურენცია კვარასთან და გაჩნდა სიმძიმის მეორე ცენტრი. კიტეიშვილი ამის ფონზე თავის საქმე უკეთ აკეთებდა, რადგან მოთხოვნებისგან გათავისუფლდა და შავი სამუშაოს გარდა გაუჩნდა თავისუფალი სივრცეები. ქოჩორაშვილს რადგან ბევრი ჰქონდა დასამტკიცებელი ყველაფერი აქტივში ეთვლებოდა და მიზანდასახულობასთან ერთად თავის თავზე აღებაც ამართლებდა და ამართლებდა. მერე კი მომეჩვენა რომ პიჟონობაში გადავიდა და ჰიმნს რომ თვალებდახუჭული უსმენს და ხაზგასმით პატრიოტის როლის მორგებით, მთავარიდან აქცენტი მეორეხარისხოვანზე გადავიდა, შედეგმაც არ დააყოვნა, თამაშის ხარისხი დაეცა. ამიტომ სჯობს კონცენტრირება საქმეზე და ეროვნულ გმირობაზე კონცენტრირება არაა ფეხბურთელის მთავარი ამოცანა, როცა პროფესიულ ასპარეზზე ხარ ადამიანი. ნაკრაებში ბირთვში ჩემი აზრით უნდა დარჩნენ : კვარა, ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, კაკაბაძე, ზივზივაძე, მიქაუტაძე, ლოჩოშვილი (მიუხედავად დღევანდელი გაცურებისა) გველესიანი, ნიკა გაგნიძე, ხოლო ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან (ობიექტურად ნიჭიერი , მართლა პერსპექტიული, მარა რეალურად ამ წუთისთვის ნაკრების ძირითადისთვის მენტალურად შემაფერხებელი ფეხბურთელები, რადგან ძალიან საკუთარ თავზე თამაშობენ ჯერ-ჯერობით) გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი (დღეს სულ ოდნავ უკეთესი იყო), კვერნაძე, აბუაშვილი, გულიაშვილი, ქვილითაია, მექვაბიშვილი, ის ბათუმის დინამოს ფეხბურთელი რომაა, ესენი მაქსიმუმ შეცვლაზე შეიძლება მოიაზრებდე სამომავლოდ. ამ წუთას, უბრალოდ მენტალობით არ არიან მზად, მენტალურად ამათი თამაში უაზროს ხდის გუნდის გამოსვლას, ქაოსი იწყება, გაუგებარია რისთვის თამაშობს გუნდი, რა ამოცანაა შესასრულებელი, არ ჩანს რომ მოგებაა საჭირო, ან რაიმე გუნდური ორგანიზმის ნაწილად განიცდიან თავს, თითქოს თავისთვის უბერავენ, რომ აი მე რა მაგარი ვარო. ამას ვერც კვარა უშველის და ვერც ანჩელოტი, თუ ასეთი ქაოსი იქნება. ამიტომ გაუშვით სანიოლი, მოიყვანეთ არა ქართველი მწვრთნელი, რადგან ქართველი თუ მოიყვანეთ , ან ნაცნობი დანიშნეთ, მაშინ ესაა კვლავ უკანა წრეზე წასვლა და არაფერი ჩვენი ფეხბურთისგან არ გამოვა. არ გააკეთოთ ეგ. მოკლედ ცვლილებებია საჭირო, სანამ კვარა გვყავს და ჩაკვე და მიქაუტაძე, რომ გუნდი აშენდეს მათ ირგვლივ. სანიოლის რაც მომწონდა მთავარი იყო ასამი რამ: 1. ატმოსფერო გუნდში, მან როგორც ჩანდა გარედან არაბიძის და სხვა ფეხბურთელების, ვისაც ხასიათი ჰქონდა პრობლემური არ მისცა საშუალება ატმოსფერო აერიათ ნაკრებში და ეს მეგობრული გარემო დაეტყო თამაშებს, ხალისი დაბრუნდა ნაკრებსი, ჯერ ვაისის დროს და მერე სანიოლმაც გააგრძელა ეს ხაზი. ამითი კვარასთვის შეიქმნა სივრცე, რომ მან თავისი ღირებული თვისებები სხვებს გაუზიარა და ნაკრები ერთ ბირთვათ შეიკრა. 2. იყო ის, რომ ძრითადი ბირთვი ჩამოაყალიბა საინტერესო და გასნხვავებული ტიპაჟებისგან, ცვლილებებს არ აგვიანებდა ვაისისგან განსხვავებით და ასე თუ ისე, უმეტეს შემთხვევაში ლოგიკურ ცვლილებებს აკეთებდა და არ ჯიუტდებოდა ხშირად, როგორც ვაისი. 3. კი იყო მისი მენტალობა გამარჯვებებისკენ სწრაფვა და ეს დაეტყო გუნდს. ეხლა კი ამ სამიდან არც ერთი აღარ ჩანს. მე მგონია, რომ მაღალი კლასის უცხოელი მწვრთნელის მოწვევის დროა, რომ ახალი გუნდი გაკეთდეს.
კობი ვილი არ შეცვალო.
სრული სვლით უფსკრულისაკენ. საკლუბო ხომ დაიყვანე სან-მარინომდე? ახლა ნაკრების დროა სან-მარინოს გაუტოლოთ. დავალება გაქვს თუ ასე გეზიზღება ფეხბურთის ნაკრები?
მეტი პოზიტივი ერო
პროგრესი და თანაც სტაბილური მაინც გვაქვს... რაში და რეგრესში...
დავით 67
საქართველო უპირველეს ყოვლისა-ს! ეჰ რას იზამ მეგობარო. ადრე ტელევიზიით რომ აფრთხილებდნენ ეროტიკული ფილმების წინ ბავშვები მოაცილეთ ეკრანსო. ისეთი დღეები გვაჩუქა ჩვენმა ნაკრებმა. სწორად მოქცეულხარ რომ ბავშვს არ აყურებინე.
მამუკა
გასაშვებია სანიოლი სასწრაფოდ და უკან უნდა მიყვნენ - ხიზანიშვილი, იაშვილი, კობიაშვილი და ჩვენი დროის სხვა გმირები..!!
დდდ
მეტი სანიოლი ქართულ ფეხბურთში!!!
ლევანი
იმდენი თავმოყვარეობა მაინც გქონდეთ, რომელიმეს, ან ვაჟკაცობა, რომ თუ ძალიან ცუდი რამ ხდება ნაკრებში, გამოდით და თქვით ხმამაღლა, რა ხდება? ან თუ გამაზული გქონდათ და კუში მოხსენით, ვის ხარჯზე? საკუთარი ქვეყნის ხარჯზე? ვინ ხართ? რა ჯიშისები ხართ?
საქართველო უპირველეს ყოვლისა
დღეს რაც ვნახეთ იყო უაღრესად გულდასაწყვეტი - არცერთის მოქმედებაში თავდადება არ იგრძნობოდა. არ მაინტრესებს სანიოლი, ბიჭებისგან მეტს ვითხოც, არა ვართ ასეთი თამაშის შემოთავაზების ღირსები, ჩვენ ქართველი გულშემატკივრები, ჩემმა პატარა ბიჭმა იტირა ესპანეთთან და დღეს არ გავაგებიე თამაში რო იყო...
ბორია წიფურია
აზრზე არ ხართ ფედერაციაში, ამიტომ ამბობდნენ ადრე ფეხბურთელებს ტვინე ფეხებშ აქვთო. ეგეც საკითხავია. სანიოლი კი არა ამათ ფეოლაც ვერ უშველის, ვერც ზაგალო და ვერც ვერავინ. რა ითამაშა გუნდის ლიდერმანკვარაცხელიამ? იფაფხურა ბევრი და ვერც ვერაფერი გაამწვავა და ჩვეულიბსამებრ აცილა კარს. სისწრაფეშიც ვერ არის კარგად ყველა შეტევა შეანელა და უკან პასები არ შეეშალა წინ კიდევ ვერც ერთი ვერ გააკეთა. აზრზე არ არის არავინ ფეხბურთის ვინც ამ ნაკრებს კრებს და ავარჯიშებს. სვარკის ყურება სჯობს სათვალეების გარეშე....თფუი ტქვე უსირცხვილოებო
ნამანევი
მაგარი გუნდი გვყავს. ვაცალოთ 2030 წლამდე. ახალი 70 ათასიანი სტადიონიც აშენდება და წავიდა გულადი.
გიორგი
მხოლოდ ერთი მოგება ჯგუფში.არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ასეთ მწვრთნელს არ დატოვებდა პოსტზე!
Გიო
Გუნდს არ ეტყობა მწვრთნელის ხელი არანაირი ტაქტიკა სტრატეგია და მიზანი საწყენია კარგი თაობა იკარგება უვიცების და უპასუხისმგებლოების ხელში
ამბაკო
ურწმუნოთათვის,დღეს ხომ მაინც გახდა ნათელი,რომ ამ რესურსით და ამ შემადგენლობით,პირველ ნომრად თამაში გამორიცხულია.ბულგარეთიც,რომ მოგიგებს,სხვები რას გიზამენ თუ იმ ვაი გულშემატკივრების ჭკუაზე ივლი შემტევ ფეხბურთს,რომ ითხოვენ.და თუ შეტევას აპირებდი,მექვაბიშვილი თავიდანვე რატომ დააყენე შემადგენლობაში? და თუ მეორე ცენტრფორვარდი შემოგყავდა ,ისინი მაღალი ჩაწოდებებით ხომ უნდა მომარეგებულიყვნენ?ორი აყლაყუდა მეტოქის საჯარიმოში მანევრირებს,იბრძვის ,იხსნება და შენ კიდევ ,ჯიუტად დაათრევ ამ ბურთს საჯარიმოს გასწვრივ.ამაზე მეტი უმეცრება შეიძლება ?ეს სტანდარტულები კიდევ რა არის?ან მეკარეს ხელებში ან მცველს პირდაპირ თავში.ასეთ ჩაწოდებებს ერთი ძველი კომენტატორი ,ირონიით ,მეტოქისადმი მირთმეულ საჩუქრებს უწოდებდა.ერთი სიტყვით რაც მწვრთნელი და შემადგენლობაა,შედეგიც ისეთი მოვიმკეთ.
დავით 67
აბაა.შენ ეგა თქვი
ისე მაინც
ხომ არ ღადაობ?! თუ კარგად ითამაშა ნაკრებმა, მარტო მაშინ ეხებათ...
გია
აბა სიმაღლის მიხედვით დაეწყეთ და დაუშვით ბოდიშების კორიანტელი და გულზე მჯიღები მაგაში კი ხართ ჩემპიონები
გიორგი
ესენი სანიოლს არ შეცვლიან. ყველაზე ადეკვატური პასუხი იქნება, შემდეგ თამაშზე არავინ არ მოვიდეს!
დავით 67
სტატიის სათაური მომეწონა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა. საქართველოს ბულგარეთმაც მოუგო, კი არა საქართველოს ბულგარეთმაც (კი) მოუგო. სრული გაუგებრობა იყო დღეს ჩვენი ნაკრები. ასე ვარჯიშზეც კი არ უნდა ითამაშოს გუნდმა. არა მაინც რატომ ჰქონდა ხალხს იმედი რომ ჩვენ თურქეთისთვის უნდა მოგვეგო? დღეს აგერ ესპანეთი შეაჩერა. ნამდვილი გმირობა შოტლანდიამ მოახდინა. ყველა იბრძვის ყველა თამაშობს, მოედანზე სულსა და გულს დებენ და ესენი სეირნობენ. ძალიან გული დამწყდა მაინც. არა იმიტომ რომ წავაგეთ, უფრო იმიტომ რომ ამდენი გულშემატკივარი უკეთესის მოლოდინში იყო და ასე გაუცრუვდათ იმედი. აღარც საფეხბურთო ფორტუნა ( რაც ევროზე ჰქონდათ) აღარც კლასი, აღარც ბრძოლის ჟინი. მოკლედ არაფერი.
გეო
არადა რა კარგი დღე იყო 1964 წლის18 ნოემბერი და ჩაგვაშხამეს ამ ქალაჩუნა "ფეხბურთელებმა"
ქობულეთიდან
ცვლილებების დროა!
Achi
Prosta dzan ganvicdi roar davcero ar shemidzloa mirtxit dizlaikebi ramdenic gindat magram ukve xo xedavt bichebi raxac dadzalebit tamashoben titqos arundat komentarebic ro gaaketes espanets matchis mere xvelam ertidaigive tqva raxac uazroba titqos daariges ase tqvito kvaraze xo ar vambob arapers tips saxeze aceria ro raxac acuxebsda argavs kvara kvaras nakrebshi es bolo sami tamashi marto lochoshvili darbis gijivit magram locho lochoa da araq is klasi da reebic gaaketa dxes ki xedavdit saertod gasagdebi iyo dagvindo msajebma tore nu Ravi dzan mainteresebs reebs ilaparakeben exla tuaradga mwvrneli da tuarcavida martla unamusobasaaq adgili
დათო
კლავიატურის გაცვეთადაც არ ღირხართ თქვე უთავმოყვარეებო
Levan1
ფსკერი... ყველაზე ცუდი ისაა რომ გამოცა ეხლა სანიოლი და დააბრალებს ფეხბურთელებს მარტო.. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ! როგორც მწვრთნელი სა ფსიქოლოგი ვერ განაწყობს სანიოლი გუნდს, ამოწურა თავი და ჯობია წყნარად წავიდეს. რაც შეეხება ფედერაციას , ყველამ ვიცით კობიაშვილი რამხელა მძ..შიც არის ჩაფლული და ფეზბურთელებს კიდე მეტი მონდომება სიფხიზლე და კონცენტრაცია ჭირდებათ.
AL
ცვლილებების დროა უკვე დიდი ხანია
Mazzola
ფედერაციის პასუხისგების დროც დადგა... ბიჭებს ისევ მადლობა, უაზრო ფეხბურთისთვის...
ელიასი
გილოცავ, იმბეცილებით გაძეძგილო ბელოგრუზიავ!!! U21-ებს ხომ ყველა იმდენს უჭედავს, სანამ არ მობეზრდება. დიდებში წელს ბულგარეთს ისტორიულად უსუსტესი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ამათ მაინც გაუსწორდა უშნოდ, მაგრამ შედეგიანად. მოდი, გამოჩნდი, გვიშველე დალოცვილო ტაილანდო! გაუმარჯოს ფარერებს, მართლა გაუმარჯოს! აქაურო ბანდავ, წადი კი არა და წაეთრიე!!!!!!
სანდრო
რა იყო ვაჟკაცებო კაი მაყუთი ჩახსენით?
ახალი ამბავი
6-დან ხუთ მატჩს რომ წააგებ და 5-ვეში რომ უშანსოდ იქნები, პირველივე 30 წუთში რომ მოგიყუმარებენ თან. მარა ისეთი არაადეკვატურობაა გამეფებული საქართველოში, თავისუფლად გასდით და რა გინდა რომ ქნა. დროგამოშვებით "აჭმევენ" სანახაობას ხალხს, რომ ძაან არ "დაიმშეს" და მერე შენ დაუკაა... აგერ, თურქეთმაც კი გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა ესპანეთთან, რომ ნახეს რომ მატჩს სატურნირო მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და ამ ახალმა მონდომებულმა ბიჭებმა, ფრე გაუგორეს ესპანელებს. აი, ჩვენთან რა ხდება "კაცი ვერ გაიგებს", უფრო სწორად კი გაიგებ იმას, რომ მაიმუნობენ, მარა როგორ გინდა "ნივთმტკიცებით" დაამტკიცო ეს, მითუმეტეს მაშინ, როცა "ორი დღის უკან" აქებდნენ ამ ბედოვლათებს
AAაა
ვენი, ვიდი, ვიცი? რავიცი...
გოგა
მარტო ამათი გულისთვის ღირს ბერიას გაცოცხლება კამჩატკა რომ მოანატროს,რა იყო ბეყეები რომ ხართ გასაგებია მაგრამ პაწა თავმოყვარეობა მაინც ხომ უნდა გქონდეთ რომ ერს ასე არ შეაზიზღოთ ის სპორტის სახეობა რომელიც თაობებმა აქამდე მოიტანეს
Გიო
Როგორაა ფედერაციის ამბავი საკლუბო არა და აღარც სანაკრებო ფეხბურთი გეხებათ?
გიო
სრული კრახი და დეგრადაცია.
ჩოგანი
სანიოლს ახალი კონტრაქტი გაუფორმონ,აუცილებლად გაზრდილი ანაზღაურებით,სფფ დარჩეს უცვლელად,კობიაშვილის"თამადობით"და მიჰყევით ბიჭებო ქართული ფეხბურთის განადგურებას,თან ფულების მოღუნვას!..აი,ეგაა მწარე სიმართლე.
AA
ხო მარა სანიოლზე უკეთ მაინც ვერ მოაგვარებს სხვა მწვრთნელი.. რავიცი თვითონ ეგრე თქვა და ერთი 6 წელი დავაკვირდეთ 😂😂 ეეჰ, რა მაცინებს
llcl
ბულგარეთიდან რუსულმა სამხედრო გემმა, კაპიტან კობიაშვილის მეთაურობით, საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გადმოტვირთა ფრანგების ინტელექტუალურ საგანძურად წოდებული ვილი!
1
დოქსოპულო, შენ დედა გყავს?
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა