საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2 ეტაპიანია და 2 წლის მანძილზე გრძელდება. მის ფორმატს ქვემოთ გაგაცნობთ, ახლა კი ეროვნული გუნდის პირველ ვარჯიშზე ვთქვათ, რომელიც დღეს, "თბილისი არენაზე", 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათს გასტანა.

სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად, ფიბა-ს დადგენილი წესებით 25 ნოემბრიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს, თუკი ამ თარიღამდე თამაში აქვთ, შეუძლიათ მოთამაშე არ გამოუშვან და ეს ასეც არის. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ჩვენები თამაშობენ, ტურის მატჩები შაბათ-კვირასაა და შესაბამისად – გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია და თად მაკფადენი ნაკრებში 24-25 ნოემბერს ჩამოვლენ. თორნიკე შენგელიას თემა სულ სხვაა. მისი კლუბი, "ბარსელონა", ევროლიგაში თამაშობს, რომელიც 26 ნოემბერს ფრანგულ "ვილერბანს" მასპინძლობს. ანუ ეს თამაში რომ დაიწყება, ნახევარ საათში საქართველოში უკვე უკრაინასთან მატჩის დღე, 27 ნოემბერი დადგება, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის ჩვენი ნაკრების კაპიტნის თბილისში თამაშზე ჩამოსვლას.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გამოძახებული 24 კანდიდატიდან დღევანდელ ვარჯიშზე 12 კალათბურთელი იყო: რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ილია ლონდარიძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, სანდრო სანაძე, გუგა პატაშური, გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული და ლუკა კალატოზიშვილი.

მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სხვადასხვა სახის ვარჯიშები ჩაატარა, დასკვნით ნაწილში კი მთელს მოედანზე 5×5 კალათბურთი ათამაშა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 27 ნოემბერს უკრაინას მასპინძლობს, ხოლო 30-ში სანტა კრუზ დე ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება. ეს გახლავთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი ფანჯარა. სულ მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის შესარჩევ ტურნირში 32 ნაკრებია, რომლებიც 8 ჯგუფში შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

A ჯგუფი: დანია, საქართველო, უკრაინა, ესპანეთი.

B ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი.

C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვეიცარია.

D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა.

E ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი.

F ჯგუფი: ლატვია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია.

G ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი.

H ჯგუფი: სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

თითო ჯგუფიდან 3 საუკეთესო გავა და შეიქმნება ახალი ჯგუფები. A ჯგუფის 3 საუკეთესო და B ჯგუფის 3 საუკეთესო ერთ ჯგუფში გაერთიანდება და 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ერთმანეთში ითამაშებენ. თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესოს მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვება და მხოლოდ პარალელური ჯგუფის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. მაგალითისთვის, A ჯგუფიდან საქართველო, ესპანეთი და უკრაინა რომ გავიდნენ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) 3 საუკეთესოს შეხვდებიან. ანალოგიურად დაწყვილდებიან C – D, E – F და G – H ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდები. შესაბამისად, მეორე ეტაპზე იქნება 4 ჯგუფი და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითოეულის 3 საუკეთესო – მთლიანობაში 12 ევროპული ნაკრები მოიპოვებს.

GBF.GE

სიმართლე
თქვენ კაიფობთ და (ლონდარიძე და ა.შ.), სანდრო-გოგას არყოფნაში თოკოც თუ არ იქნა, ვინ უნდა მოიგოს ეს თამაში? შერმადინი ძლივს დალასლასებს მოედანზე და ეს მისი ბოლო მატჩებია, მაკფადენი ლამის შერმოს ასაკისაა და სისწრაფე დაკარგული აქვს, სანაძე-ბურჯანაძე გუნდს ვერ ლიდერობენ ისევე როგორც რატი (ის სულაც უგუნდოდაა) და სხვა ვინ გვრჩება, ჩვენი უბადრუკი პირველობის "საუკეთესო" მოთამაშეები?! კარგი, დავუშვათ ჩამოთვლილი ლეგიონერები გარკვეულ ქულებს აკრიფავენ, მაგრამ ლიდერის/თოკოს გარეშე რის მაქნისებია დანარჩენები? მგონი კარგად გვახსოვს, "სკამის ქულები" რანდენიც იყო ამ ევროპაზე და ვითომ უკეთესის მოლოდინი უნდა გვქონდეს? ამიტომაც პირადად ჩვენს კაპიტანს მივმართავ: "თოკო, ვიცი რომ დიდი პატრიოტი და ჩვენთვის საამაყო ადამიანი ხარ! იქნებ პირადად სთხოვო "ბარსელონა"-ს ხელმძღვანელობას, მხოლოდ 1 თამაშით გაგათავისუფლონ და აქ ჩამოსვლის საშუალება მოგცენ? ევროლიგის ერთი რიგითი მატჩი (მით უმეტეს ბოლოადგილოსან გუნდთან) არაფერს წყვეტს შენი კლუბისთვის, მაშინ როდესაც ეს ერთი თამაში ჩვენი ნაკრებისთვის ფაქტიურად გადამწყვეტია, რადგან უშუალო კონკურენტს ვმასპინძლობთ! გაქვს შანსი, რომ კიდევ ერთი მაგალითი მისცე ჩვენს სპორტსმენებს სამშობლოს სიყვარულის, მაშ მოდი რა, გააკეთე ეს!

რა გრანდობაზე ლაპარაკობ,ყოველ მეორე თამაშს აგებენ და მწვრთნელიც გაუშვეს.თავი გასჭირვებიათ!
ჰკა თოკო, ჰკა!
ცხენით ხო არ მოდის, რატომაა არარეალური? მთავარია რომ პრობკები არ იყოს თბილისში. აეროპორტიდან პიდაპირ მივა თამაშზე და ერთ 20 ქულასაც ჩაუგდებს უკრაინას. დანარჩენი უკვე ლონდარიძეზეა. თუ წაუვიდა თამაში, მარტოც ამოტენის უკრაინას. ძრწოდე ესპანეთო, ილია მოდის!
Ტიმოს
Თოკოს გარეშე წაგებულია ჩათვალე.
ტიმო
ოღონდ უკრაინასთან არ წავაგოთ და.......
555
დერიუგინი და გურასპაული არ დაგავიწყდეთ,დაიმატეთ.
დავით 67
სხვათაშორის ცსკში რომ თამაშობდა თორნიკე იქ ჰქონდა ასეთი ხელშეკრულება, ნაკრების თამაშის შემთხვევაში უშვებდნენ.
ნაცარქექია
საშა და თენგო არ გამოიძახეს ხომ?
კოფე გნებავთ?
ნუ ნერვიულობთ, სანიკიძემ ხომ ანამუსა ტექნიკურად, მე ვერ დავურეკავო. ჰოდა, ეცოდინება უკვე. დიდი ბიჭია თორნიკე, როგორც მისთვის იქნება უკეთესი, ისე უნდა მოიქცეს. არაა საჭირო ნამეტანი ვენების ჭრა ნაკრებისთვის. აგერ გოგა და სანდრო არ ჩამოდიან და არ იქცევა ქვეყანა. მთავარია ლონდარიძე გვყვავს, ნებისმიერს გადავუვლით. არ იქნება თოკო, იფრენს ილია. არ იქნება გოგა და სანდრო, იქნებიან ლიკლიკაძე და ჭინჭარაული. მაააშ////
ხვიჩა მაგარია!
დაისვენოს, ესპანელებთან უფრო გვჭირდება. თუ წავაგეთ, სანიკიძე გავაგდოთ თანამდებობიდან.
დდდ
ჯერ ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და თორნიკეს გარეშე, როცა არც გოგა და მამუ იქნებიან, სად გამსვლელები ვართ, დანია-უკრაინებს კი არა, სომხეთ-აზერბაიჯნებს თუ მოვუგებთ...
ვოოტ
წარმოუდგენელი არაფერია... ერთი თამაში რომ გაიჭირვოს ბარსელონამ, არაფერი დაუშავდებათ, მით უმეტეს ლიონს ეთამაშებიან სახლში და არა რომელიმე გრანდს- გრანდად თავადვე მოიაზრებიან ჯერ კიდევ... მოკლედ, ერთია ბარსა თოკოს გარეშე და სულ სხვაა - საქართველოს ნაკრები კაპიტნის გარეშე... ამასთან უკრებთან სახლში წაგება ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ძვირი დაგვიჯდება - თორნიკემ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს...
გოგა
ნუ რეალურად, დანიასთან და პორტუგალიასთან შინ და გასვლაზე მოგებები გვჭირდება რეალურად, ან პორტუგალუს ნაცვლად რუმინეთი თუ გავიდა მაგ ჯგუფიდან, მაგრამ იქ რა მოხდება არ ვიცით და ერთი მოგება მაინც უნდა გადაგვყვეს
llcl
თიკოს გაუმარჯოს ღმერთმა, მიზერული შანსიც რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა, რაც არაერთხელ გაუკეთებია! მაგრამ ეს კალათბურთის საერთშორისო ორგანიზაცია რომ იმპოტენტი ორგანოა, მგონი ესეთი სხვა არცერთ სპორტში არაა, როცა ეროვნული ნაკრების თამაშია ფეხბურთში, რაგბში, ფრენბურთში თუ მოტობურთში კლუბი ვალდებულია გამოუშვას მოთამაშე, ეხლა არაფრის მომცემ თამაშებში ვარსკვლავების ტრავმის მომიზეზება კლუბების მხრიდან ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის რომ არ გამოუშვას, არ შეუძლია.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
"ჯვაროსნების" მეტოქეების წარუმატებლობა - უკრაინას დიოკერეშმა სძლია, ჩრდ. ირლანდიას - იტალიამ
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!