ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის ბოლო მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ტიერ1-ის იაპონიასთან შეხვედრა 22 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 16 საათზე დაიწყება. ამ თამაშის შედეგზეა დამოკიდებული, თუ რომელ კალათაში მოხვდება საქართველო 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება.

გამარჯვება ან ფრე მსოფლიოს რეიტინგში სასურველ 12-ეულში ადგილს შეგვინარჩუნებს და კენჭისყრას მე-2 კალათაში შევხვდებით, სხვა შემთხვევაში კი 12 მოწინავეს მიღმა აღმოვჩნდებით და შესაბამისად, მესამე კალათაში გადავინაცვლებთ.

ბათუმში კანადასთან 38:17 გამარჯვების შემდეგ, ინგლისელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა - ორი ხაზში და სამი შერკინებაში.

ორი კვირის წინ აშშ-სთან 43:30 გამარჯვების შემდეგ, დამწყებ 15-ში ბრუნდებიან ცენტრი თორნიკე კახოიძე და ფრთა აკა ტაბუცაძე. კახოიძე გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება, მეორე ფრთა დემე თაფლაძე იქნება, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე დავით ნინიაშვილს ვიხილავთ. უცვლელია ღერძი და ნოემბრის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ლობჟანიძესთვის ეს 99-ე სანაკრებო თამაშია.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ‘კლერმონის’ ბურჯი გიორგი ახალაძე, რომელიც ნაკრებს კანადასთან მატჩის შემდეგ შეუერთდა. კვაჭის პოზიციაზე ირაკლი ქვათაძე ბრუნდება, ხოლო მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ მარქაფიდან დამწყებთა შორის გადაინაცვლა. სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯმა ირაკლი აფციაურმა, მეორეხაზელებმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და ლადო ჩაჩანიძემ, ასევე მესამეხაზელებმა - ბექა საღინაძემ და ბექა გორგაძემ.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მარქაფაში, სადაც ქოქრილმა 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესა. იაპონიასთან შეცვლაზე ორ დებიუტანტს ვიხილავთ. ესენი არიან ‘ლა როშელის’ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და ‘შავი ლომის’ ბურჯი კახაბერ დარბაიძე. პირველი ხაზის მარქაფაშია ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, რომელსაც ნოემბერში ჯერ არ უთამაშია.

მეორე-მესამე ხაზში გუნდს გააძლიერებენ გიორგი ჯავახია, ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი. ხაზში შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა.

ტესტ-მატჩი. 22 ნოემბერი

თბილისის. „მიხეილ მესხი“. 16:00 საათი

საქართველო - იაპონია

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი

Rugby.ge

ramaz martali
გადამწყვეტ თამაშში რომ ორ ახალწვეულს დააწყებინებ, ესე იგი ტვინის ნატამალი არ გაქვთ. ახალწვეულებს არაფერს ვერჩით, უბრალოდ შემდეგ თამაშებზე შეიძლებოდა მათი გამოცდა, ახლა კი სუპერ გამოცდილი და უძლიერესი შემადგენლობა გვჭირდებოდა და ამათ ისე ქნეს, რომ ძალით წააგეს. ვერავის დავაბრალებთ, ჩვენი შიდა სამზარეულოს ბრალია, ისევ რომ ნეპოტიზმით ლელოელების და ახლობლების შეტენვა ხდება, თორემ ნახევარი გუნდი საერთოდ შესაცვლელია. ნუ, მაისა და მისი კლანი რომ მოსაშორებელია ეგ ხომ ცხადია და ამიტომაც აღარ დადის ხალხი რაგბზე.
ავთო
ეს კაცი სპეციალურად მოიყვანეს, რო მაისაშვილი მოგვნატრებოდა.
Napoleoni
საქარᲕელოს ნაკრებს აქვს ისტორიაᲨი ყველაზე მნიᲨვნელოვანი ᲗამაᲨი. . ვიმეორებ ყველაზე მნიᲨვნელოვანი მსოფლიოზე განᲗესვის კუᲗხიᲗ. . .აი ამ დროს სტადიონზე მიდია 10 000კაცი. .ის 10 000 კაცი რომელსაც 100 000Ჩიპსი მიპსი და სხვა აᲗასი არასასტადიონო ჯარᲗი სტიუარდებმა გარეᲗ დაატოვებინეს და ნაგვის ურნებᲨი უკრეს. . .ყურადᲦება ᲨწკიᲗხვა დამისახელეᲗ ერᲗი მიზეზი Თუ რატომ უნდა იმსახურებდეს ეს გულᲨემატკივარი რამეს. . .გულᲨემატმივარი რომელიც ევროპაზე ბრდᲦვნიდა მაგრამ საკუᲗარ სახᲚᲨი ოპერაᲨი ზის. . ასე რომ უბრალოდ არაფრის Ღირსი არაა ქარᲗველი გულᲨემატკივარი. . .
Porto
გიგაშვილს და ჯაფარიძეს ტრამვები აქვთ და ვერ თამაშობენ!
გოშა
წაგვიგია და ვერ გაგვიგია. მწვრთნელის ბრალი არამგონია ერთი კაცის მოფიქრებულია ეგ ყველაფერი.
გიორგი 50
ჩათვალეთ ეს წლის სატიტულო და სარეიტინგო მთავარი მატჩია და არ არიან გიგაშვილი და კარკაძე. ეს მწვრთნელი ალოგიკურია, ნეტა ყველაფერი მშვიდობით დამთავრდეს...
ზურა
გიგაშვილს ტრავმა არა აქვს, ისე ამოაგდო ??? ჯაფარიძის ხომარ იცით რამე?
fani
გასაგებია რომ წინა თამაშის ტრავმებმა ცუდ დროს გვიწია (უპირველესად, ვანო კარკაძეს ვგულისხმობ, ვისი აუტებიც ძალიან დაგვაკლდება), თუმცა ეს კოკერილია თუ კოკერ-სპანიელი მთლად გამაგიჟებს - ისეთი გამოცდილი ბურჯი, როგორიცაა ბექა გიგაშვილი, საერთოდ ამოაგდო გადამწყვეტი მატჩის წინ და მის ნაცვლად გამოუცდელები შეიყვანა, რომლებიც ან გაამართლებენ და ან არა. ან კიდევ, ამ ქვათაძეზე უკეთესი კვაჭი ვერ მოინახა?! კანადასთან რაც მაგან კარკაძე შეცვალა, ლამის ყველა მისი აგდებული აუტი წავაგეთ! ან ეს მითხარით, რა ლოგიკით გადაწყვიტა ამ რიჩარდმა თუ რიჩმონდმა სწრაფ და მკვირცხლ იაპონელებთან მარქაფაში მხოლოდ 2 უკანახაზელი შეეყვანა? თამაშის დროს ტრავმების ფაქტორს არ ითვალისწინებს? ნუთუ არ შეიძლებოდა რეზერვში აფციაურის შეყვანაც, რომელმაც კანადასთან არაერთი ლელო დადო და საუკეთესო იყო? ბატუცაძე განწყობის მოთამაშეა და რომ არ წაუვიდეს თამაში ან გაიტრავმოს, მერე რას ვშვებით? მოკლედ, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება რომ ეს უცხოელი მწვრთნელები (სანიოლი, ჯიკიჩი, ქოქრილი) თითქოს განგებ "გვიჩალიჩებენ" არასასურველ რაღაცეებს
რეზო
ჯაფარიძე, კარაკაძე და გიგაშვილი სად გაქრენ? ტრავმებზე მარტო აბდუშელიშვილზე და სპანდერაშვიზლე დაიწერა! არა და ეს 3 გაცილებით მნიშვნელოვანი დანაკლისია, კატასტროფული! როდემდე უნდა ვმკითხაობდეთ ებანა???? რამე ინფორმაციას იძლევა საერთოდ ნაკრები ან ფედერაცია?
zura222
რა დროს დებიუტანტები და უთამაშებლებია რაა ბელგიას ან ჰოლანდის ვხვდებით და არაფერს არ წყვეტს ეს თამაში ? @ დააყენე რა ყველა უძლიერესიიი @@@
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ნაკრებს, თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო ❤️
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული
წიტაიშვილმა 84 წუთი ითამაშა - "მეცმა" "ლორიენთან" ქულა მოიპოვა
"ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია" - დეკლან რაისმა ვიქტორ იოკერეში დაიცვა
ყველანაირი აკრძალვა რუსულ კლუბებთან და მათ ფეხბურთთან - აზერბაიჯანულ გუნდთან უკრაინელი ვერნიდუბის კონტაქტის დეტალები გასაჯროვდა
ალონსო როდრიგოს თამაშით კმაყოფილია - ბრაზილიელი "რეალიდან" წასვლაზე აღარ ფიქრობს
ჯუდ ბელინგემმა "რეალს" "კრისტალ პალასიდან" ნახევარმცველის დამატება მოსთხოვა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
"მოგებას არ ვიმსახურებდით. ბედნიერი ვარ, რომ გარსია გვყავს" - ჰანსი ფლიკი
იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში - Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - სანდროს ბრწყინვალე მატჩი "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
[VIDEO] "ბარსელონამ" "ესპანიოლს" გამარჯვება გამოგლიჯა - "ბარსას" მეკარე ვირთხას შეადარეს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "ლე მანთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] რაისის პირველი დუბლი პრემიერლიგაში - "არსენალი" კვლავ შეუჩერებელია!
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | ჩვენ და იაპონია
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?