პრიმერადივიზიონი. კლუბების წარდგენა - "ოსასუნა" (პამპლონა)
გასული სეზონის ბოლო ტურში "ოსასუნამ" მოუგო "ვილიარეალსა" და დარჩა ელიტაში (თანაც მე-9 ადგილი დაიკავა!). თუმცა პამპლონური კლუბი ძნელბედობას შეგუებულიც კია, ნავარელები პირველად არ იბრძოდნენ მზის ქვეშ ადგილის შენარჩუნებისთვის.

საქვეყნოდ ცნობილი პამპლონური ენსიერო (ხარების გარბენა) უკვე იყო, ახლა "ოსასუნას" მოელის თავისი "ენსიერო" - ესპანეთის ჩემპიონატი იწყება. ხართა გარბენას ქალაქის ქუჩებში და "ოსასუნას" თამაშს პრიმერაში, აქვს რაღაც სართო - არასოდეს იცი, რა მოხდა უახლოეს მომავალში, რით დასრულდება ყველაფერი.

მაგრამ შარშან "ოსასუნამ" თავისსავე არასტაბილურობას აჯობა - პირველ წრეში, როცა გუნდს კამაჩო წვრთნიდა (ახლა ის ჩინეთის ნაკრების თავკაცია) ნავარელებს სტუმრად ერთი მატჩიც არ ჰქონდათ მოგებული. კლუბში ხოსე ლუის მენდილიბარის მისვლით, ფეხბურთელები, თითქოს, გამოცოცხლდნენ - მის ხელში "ოსასუნამ" 15 თამაშში 25 ქულა მოაგროვა (კამაჩომ 23 მატჩში 22 ქულას მოუყარა თავი). მენდილიბარმა შანსი მისცა კიკე სოლას, ფეხბურთელს, რომელსაც ორი წელი თვალით არ ენახა პრიმერა და მანაც გაამართლა - 7 გოლი გაიტანა.

ნავარელებს ერთ-ერთი ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვთ პრიმერაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ერთი-ორი კარგი ფეხბურთელი მაინც შეიძინეს (მაგრამ ძირითადის რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც დაკარგეს). გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი - ყოველ შემთხვევაში, შინიდან ქულების განიავებას არ აპირებენ, "ოსასუნა" ყოველთვის ძლიერია მშობლიურ სტადიონზე.

ახალწვეულთაგან აღვნიშნავთ "ატლეტიკოს" ნახევარმცველ რაულ გარსიას, რომელიც ადრე უკვე თამაშობდა "ოსასუნაში" 4 სეზონის განმავლობაში, როლან ლამას და იბრაჰიმა ბალდეს.

ციტატები

როვერსიო როდრიგესი: "ჩემთვის "ოსასუნა" ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, მაშინაც კი, როცა გუნდი თავიდან მიშორებდა. ახლა დავბრუნდი, რათა ბევრი ვიმუშავო და განახოთ რა შემიძლია".

ხოსე ლუის მენდილიბარი: "შეკრებაზე ჩემი გუნდის ფორმით კმაყოფილი ვარ".

რიკარდო ლოპესი: "კლუბში მხოლოდ ნაღდი პროფესიონალები არ არიან, ისინი აგრეთვე ძალიან კარგი ადამიანები არიან".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში ადგილის შენარჩუნება

სეზონის წინ ბოლო რეპეტიციაში "ოსასუნამ" 3:0 დაამარცხა "რასინგი", თუმცა ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ შემოგთავაზებთ - ნავარელებს ისევ მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა, თუმცა სავარაუდოდ, ამ ბრძოლიდან კვლავ გამარჯვებულები გამოვლენ.

ტრანსფერები

მივიდნენ: რუბენ გონსალესი ("მალიორკა", თავ. აგენტი), მარკ ბერტრანი ("ტენერიფე", თავ. აგენტი), როლან ლამა ("ლე მანი", 1,5 მლნ. ევრო), იბრაჰიმა ბალდე ("ატლეტიკო", 1 მლნ.), ნინო ("ტენერიფე"), ხავიერ ანუნზიატა ("ოსასუნა ბ"), დავიდ ტიმორი ("ოსასუნა ბ"), იუკა რაიტალა ("ჰოფენჰაიმი", იჯარა), რაულ გარსია ("ატლეტიკო"), ხორხე გალანი ("უესკა"), ანდრეს ფერნანდესი ("უესკა"), როვერსიო ("ბეტისი"), იონ ეჩაიდე ("უესკა").

წავიდნენ: პანდიანი, ხოსეჩო, არანდა, სორიანო, მონრეალი, კამუნიასი, ესპარსა, ზაბალი, ოიერი, ნელსონი, კორომინასი.

დოსიე

კლუბ ატლეტიკო ოსასუნა

დაარსდა: 1920 წ.

სტადიონი: რეინო დე ნავარა, 19 550

პრეზიდენტი: პიჩი იზკო

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

კლუბის წევრი: 15 800

34 სეზონი პრიმერაში

მეტსახელი: ლოს როხილიოსი, გორიჩოაკი

გასულ სეზონში: მე-9 ადგილი

ოფიციალური საიტი: www.osasuna.es

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: რიკარდო (38), პუნიალი (33), კამუნიასი (31), მონრეალი (31), ვადოცი (31).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: კიკე სოლა (7), ნეკუნამი (6), არანდა (4), კამუნიასი (4), ვადოცი (3).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. რიკარდო ლოპეს ფელიპე 30.12.1971

13. ასიერ რიესგო 06.10.1983

ანდრეს ფერნანდესი 17.12.1986

მცველები

2. მარკ ბერტრანი 22.05.1982

3. იუკა რაიტალა (ფინეთი) 15.09.1988

4. მიგელ ფლანიო 19.08.1984

5. მანუელ ლოლო 22.08.1984

20. რუბენ გონსალესი 29.01.1982

23. სერხიო გონსალესი 23.05.1977

24. დამია პერესი 15.04.1982

იონ ეჩაიდე 05.01.1988

როვერსიო როდრიგესი (ბრაზილია) 17.01.1984

ნახევარმცველები

6. ჯავად ნეკუნამი (ირანი) 07.09.1980

8. მასუდ შოჯაეი (ირანი) 09.06.1984

10. პაჩი პუნიალი 06.09.1975

14. რაულ გარსია 11.07.1986

16. ალვარო სეხუდო 29.01.1984

19. ხავიერ კალეხა 12.05.1978

21. კრისტიან ვადოცი (უნგრეთი) 30.05.1985

22. რობერტო ლოპეს რუპერი 04.06.1987

ხავიერ ანუნზიატა 31.08.1987

როლან ლამა (ბელგია) 31.12.1987

დავიდ ტიმორი 17.10.1989

თავდამსხმელები

7. ხუან ფრანსისკო ნინო 10.06.1980

9. დეიან ლეკიჩი (სერბეთი) 07.06.1985

11. იბრაჰიმა ბალდე (სენეგალი) 01.09.1990

18. კიკე სოლა 25.02.1986

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა