ტაისონ გაის შემდეგ მოკლე სპრინტს ასაფა პაუელიც დააკლდა
მსოფლიოს ჩემპიონატის უმთავრესი სტარტი - 100 მეტრზე მამაკაცებს შორის გარბენი, შესაძლოა, მომავალი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე უინტერესო დისციპლინა გამოდგეს. ფავორიტ უსაინ ბოლტს კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოშორდა. გაირკვა, რომ საზარდულის ტრავმის გამო "მოკლე სპრინტში" ვერ ვიხილავთ ამ სეზონის ლიდერს ასაფა პაუელს.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს იამაიკის ნაკრების წევრმა მაიკ ფრატერმა მიაწოდა. მანვე განაცხადა, რომ სწორედ ის შეცვლის სარბენ ბილიკზე პაუელს. მოგვიანებით კი ეს უსიამოვნო ახალი ამბავი 28 წლის ასაფას მენეჯერმაც დაადასტურა.

თუმცა პაუელი მაინც გაემგზავრა ტეგუში, რადგან, შესაძლოა, მოასწროს გამოჯანმრთელება 4x100 მეტრი ესტაფეტისთვის, სადაც თანამემამულე ბოლტთან ერთად ეცდება ამ სახეობაში ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დაზიანების გამო გამოტოვა პაუელმა "ბრილიანტის ლიგის" ბოლო ეტაპი. წელს ასაფას 100 მეტრზე სეზონის საუკეთესო დრო ეკუთვნის - 9,78 წამი.

როგორც იცით, ტრავმის გამო არ გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლტის კიდევ ერთი კონკურენტი, ამერიკელი ტაისონ გაი, აგრეთვე მესამე იამაიკელი სტივ მალინგსი - სეზონში მეოთხე დროის ავტორი. მას აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო