crocobet დიდი 10-ის მეორე წრე „რაგბი პლატოზე“ დედაქალაქური დერბით დაიწყო. დაძაბულ შეხვედრაში ‘არმიამ’ ‘ლელოს’ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით 23:19 სძლია და „სარბიელის სინს“ დაეუფლა.

ამასთან, ‘არმიას’ 19 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაწინაურდა. ნუგეშ-ქულამ წინ წაწევის შესაძლებლობა მისცა ‘ლელოსაც’, რომელმაც რუსთავის ‘ხარებს’ გადაასწრო და 22 ქულით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე-10 ტურის თამაშები ხვალ და ზეგ გაიმართება და ცხრილში ცვლილებები კიდევ მრავლად იქნება.

განვლილ შეხვედრაში სტუმრები პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ისინი ხელდახელ სახიფათოდ უტევდნენ და ერთ-ერთი კონტრშეტევა ნიკა ხალვაშის ლელოთი დასრულდა, მაგრამ მანამდე მოედნის ცენტრში ვიდეო-რეფერიმ წინ თამაში დააფიქსირა. სამაგიეროდ ხალვაშმა 4 ჯარიმა გაიტანა და 22-ე წუთისთვის ‘ლელო’ 12:0 დააწინაურა.

ეს ანგარიში 37-ე წუთამდე შენარჩუნდა, მორიგი შეტევის მცდელობისას დიდ დიღმელებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, ის ანდრე მანუელმა აიტაცა, რომელიც ‘არმიაში’ სადებიუტო თამაშს ატარებდა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. მერლს პიტერსმა გარდასახა. ტაიმის გაწითლებულ დროზე სტუმრები კიდევ ერთხელ შეცდნენ, ‘არმიას’ შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და პიტერსმა ის 40 მეტრიდან გაიტანა - 10:12.

მეორე ტაიმში ‘არმიამ’ შეძლო ინიციატივის მოპოვება. შერკინებაში ის სრულად დომინირებდა და ამით კარგად ისარგებლა. 49-ე წუთზე პიტერსმა 43 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მასპინძლები პირველად დააწინაურა, 61-ე წუთზე კი ზუსტი დარტყმა 40 მეტრიდან შეასრულა. ‘ლელომ’ 65-ე წუთზე ლელოთი უპასუხა და უპირატესობა დაიბრუნა. ნუგზარ ქევხიშვილის კარგი გარღვევისა და წინსვლის შემდეგ, სტუმრებმა 22-ში ფაზები აკინძეს, მარჯვენა ფრთაზე ხალვაშმა და გიორგი კურტანიძემ ბურთი გაითამაშეს და ამ უკანასკნელის ლელო ხალვაშმა გარდასახა.

ამან ‘არმია’ არ გატეხა. დასკვნით წუთებში მათ რამდენჯერმე უარი თქვეს ჯარიმით წონასწორობის აღდგენაზე და ლელოზე თამაში გააგრძელეს. ამას ჯერ ნიკა აბესაძის, მერე კი სანდრო ქოიავას სინბინი მოყვა და 13-კაციანმა სტუმრებმა მესამე გაწითლებულ წუთზე ვეღარ გაძლეს. ძალისმიერი ლელო ფარნა გასვიანმა შეიტანა და ‘არმიას’ გამარჯვება მოუპოვა, ხოლო პიტერსმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 23:19. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გასვიანი გახდა.

RUGBY.GE

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა