დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლემ RKENA-ს პირველ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემაც მიიღო. ქართული რაგბის ლეგენდა, სამოყვარულო MMA-ის სადებიუტო ბრძოლაში პოლონელ პატრიკ კონტნის დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლა მერაბის აქტიური დარტყმებით დაიწყო, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მებრძოლი საწყის რაუნდში მალევე დაიღალა, მაგრამ შარიქაძემ შეტევაში აქტიურობა განაგრძო. კონტნი თავიდანვე ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო და მეორე რაუნდში მერაბ შარიქაძემ მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"მადლობა ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარს, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო, დედაჩემს გაუმარჯოს! ეს გამარჯვება მას ეძღვნება", - განაცხადა შარიქაძემ ბრძოლის შემდეგ.

გიორგი
აქაც ვრცელდება ის 9 წლიანი დისკვალიფიკაცია? იმედია რომ კი!
გაგა
მერაბ,ნამდვილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ,სხვა ქართველ სპორტსმენებისგან განსხვავებით,რომლებიც ძალიან ყალბები არიან!

მსაჯს მაგრად უნდოდა ამის წაგება ცოცხალი თავით არ აჩერებდა ჩხუბს მაგრამ...ბუკას საქმე არაა ეს.. ამ ასაკში დიხანიის გაუმჯობესება შეუძლებელია.. ქუჩაში გამოდგება იჩხუბებს მაგრამ პროფესიონალ კარგ მოჩხუბარესთან გასაზიზღრდება...
ბორია წიფურია
ვულოცავ მოგებას. ბევრი აქვს სამუშაო, თვითონაც ძლივს სუნთქავდა პირველი რაუნდის შემდგომა და ის საწყალი მისი მოწინააღმდეგე მთლად ვერ იყო ფორმაში. მე თუ მკითხავთ არაა მაგის საქმე. და ეს წამყვანები კი მართლა აზრზე არ არიან. ბრავო კი არა რაგბს მიხედე შვილო და იქნებ მწვრთნელად მაინც გამოდგე და ერთი ორი კარგი უკანა ხაზელი აღუზარდო ქვეყანას. თან როგორც მახსოვს ბევრი ტვინის შერყევის გამო ბევრი გაქვს ნაკრებშიც გაცდენილი. აღარ გჭირდება კიდევ ტვინის შერყევა. რაგბს მიხედე...
nka
ნათელში იყოს მისი დედის სული
გიორგი
ალბათ აქ ბევრად მეტი ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი და ასე რომ...
შვანგიროვი
წარმატებები, თავად უკეთ იცის მარა ეს მოწინააღმდეგე მგონი ქუჩიდან აიყვანეს და შეპირდნენ რო მალე დამთავრდებოდა ჩხუბი მარა მსაჯმა გაუგოთ და აცემინა ბოლომდე. მერაბიც ვეღარ ურტყამდა ხათრით.
ოთარი
როგორც ჩემგან ბალერონი არ გამოვა, ისე მერაბისგან მოჩხუბარი, თანაც პროფესიონალი. ჯობდა სხვაგან მოესინჯა ძალები, თუნდაც მკლავჭიდში ან სიმძიმეების აწევაში. როგორც კი შეხვდება სერიოზული მეტოქე, სასტიკად დამარცხდება. ნამდილად არაა ეგ ჩხუბი მაგის საქმე. მე არ მომეწონა, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ, გამარჯვებით ევლოს ცხოვრებაში. ბუნებით კეთილი ადამიანი ჩანს.
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ. დიდოსტატი ყველგან და ყველაფერში დიდოსტატია. მალე ქამრისთვის ბრძოლასაც გვაჩვენებს.
გიორგი 61
ვულოცავ მერაბს გამარჯვებას. ჩემი აზრით არ არის ჩხუბი მერაბის სპორტი. კეთილი კაცია და ეგ მოწინააღმდეგეს ვერასდროს გაიმეტებს. ლეგენდარული კაპიტანი იყო და ძალიან მწყდება გული რომ ესეთი მორაგბე მოედნის მიღმაა.
nika
დიდი პატივისცემა შარიქაძეს, მაგრამ გამოჩნდა რომ ეს სპორტი მისი არაა, ძალიან ნელია და მალე იღლება. მოწინააღმდეგე მუთაქა იყო თორე პროფესიონალთან შანსი არაა აქ.
ბცები
საამაყო!!!
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"არ მეგონა, თუ ასე კარგად ვითამაშებდით" - ლუის ენრიკე "ლანსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას 70 წუთი და ორი გაძევება - პსჟ სუპერთასზე "ლანსთან" დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები