ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა

"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ სასჯელის ოფიციალურად გამოცხადებისა და მისთვის 11-წლიანი დისკვალიფიკაციის მიცემის შემდეგ, dailymail-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ამბის შესახებ ისაუბრა, რის გამოც ასეთი მძიმე სასჯელი დააკისრეს.

"სულელურად მოვიქეცი. დავეხმარე ისეთ ადამიანს, რომელსაც სრულიად ვენდობოდი და სინჯების შეცვლა ადვილი იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემს მეგობრებს განსაცდელი შეემთხვათ და უნდა დავხმარებოდი.

ყველაფერი მარიხუანას გამო მოხდა. სხვა ქვეყნებში, ინგლისში, ასევე საფრანგეთშიც მითამაშია და ვიცი მორაგბეები, რომელიც მას მოიხმარდნენ. ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება რადიკარულად შეცვალა. ჩემს ოთახში მოვიდნენ, ბოთლში მოვშარდე და შემდეგ ყოველივე ეს ამბავი მოხდა.

მთელი ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში, არანაირი კანონსაწინააღმდეგო არ გამიკეთებია, არც ამ საქმიდან არ ამიღია ფული და არანაირი სარგებელი არ მქონია, უბრალოდ ვფიქრობდი, რომ მეგობარს ვეხმარებოდი. მგონია, რომ ზოგი ბედნიერიც კი არის იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მძიმე ამბავი მოხდა.

ვისაც დავეხმარე, იმ ადამიანმა გამყიდა. ჩვენი წრის გარდა ამ ამბავზე არავინ არაფერი იცოდა. ვინც ჩემი შარდის სინჯი გამოიყენა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და შემდეგ სრულ თავისუფლებაზე აღმოჩნდა. ვიცი და ვხვდები, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ მან ყველა დანარჩენი სპორტსმენი გაყიდა", - თქვა შარიქაძემ.

შეხსენებისთვის, რაგბის მმართველმა ორგანომ, რამდენიმე დღის წინ იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობა და სანქციები გაამხილა, რომლებსაც დადებითი ტესტის პასუხი აღმოაჩნდათ. დისკვალიფიკაციის ვადა ცხრა თვიდან თერთმეტ წლამდე მერყეობს. ყველაზე მკაცრად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაისაჯა. მას 11 წლით აუკრძალეს რაგბის თამაში.

ლაშა ლომიძე – 9 თვიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

მირიან მოდებაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

ოთარ ლაშხი – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

ლაშა ხმალაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

გიორგი ჭყოიძე – 6 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

ნუცა შამათავა – 9 წლიანი დისკვალიფიკაცია – გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

მერაბ შარიქაძე – 11 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

ასეთი სწორი სიტყვები არასოდეს გითქვამს!

ჯერ კიდევ როდის თქვა იეთიმ გურჯმა:„ამხანაგის მოღალატეს,დამმარხველი არა ჰყავდეს,სირცხვილი,იმ გუთნის დედას,თავის მამის საფლავს ხნავდეს!“იმ არაკაცმა,თავისი ტყავის გადასარჩენად,ამხანაგი გაწირა,რომელმავ რაც დააშავა,მხოლოდ მის გადასარჩენად დააშავა.ასეთებს ადრე მოკვეთდნენ ხოლმე და არც ახლა უნდა გაიკაროს არავინ.მაინც ეჭვი მაქვს,ეს ვიღაცების მიერ,წინასწარ განზრახული და მომზადებული პროვოკაცია იყო,ქართული რაგბის,ან კონკრეტულად რაგბის ნაკრების წინააღმდეგ.

• რეზო

ხვალ დაბადების დღე ქონია მერაბს. მე ვულოცავ და საუკეთესოს ვუსურვებ.

• რეზი

ვინ თქვა არ ნანობს, ნანობს და ნერვიულობს კიდეც. დააშავა და შესაბამისი სასჯელიც მიიღო. უბრალოდ საქმე ისაა რომ ყველაფერი კაპიტანზე გადატეხეს, არც იმას ამბობს რომ ხშირად გაგვიკეთებიაო(ამბობს რომშეცვლა იყო ადვილიო), უბრალოდ განსაცდელში მყოფ მეგობარს დაეხმარა, ეგრე ჩათვალა. ეხლა საინტერესო ისაა ვინ იყო ის ნაბოზარი, ეგაა მართლა საინტერესო, რომ ქუჩაში ვერ გაიაროს, ბავშვთა სპორტს რომ ვერ გაეკაროს, ზოგადად სპორტს რომ ვერ გაეკაროს და გულზე მჟიღის ცემით ძმობის და მეგობრობის სადღეგრძელოები აღარ სვას.

• დავით 67

უკანონობის ჩადენაც არაა პრობლემა. კანონმორჩილი არც არავინაა საქართველოში, მაგრამ იმდენი მაინც უნდა იცოდე თუ რა შეიძლება მოყვეს მას. არ მგონია რომ აქ მარტო ნდობის ფაქტორი იყოს. ნახევრად სიმართლეს ჰგავს შარიქაძის ნათქვამი

• eh

ვგიჟდები კლავიატურის მავსწავლულ ძველბიჭობაზე. :)

• jorj

კლინიკა............ ავლიპები ვერ უშველის........

• nika

ზოგი არა, მე დავწერე — თუ ეგრეა — „სად პლანი და სად რაგბი“, მაშინ სამუდამოდ რატომ არ კვეთენ მწეველ მორაგბეებს და მხოლოდ ტურნირზე და ისიც სამით თვით რატომაა სასჯელი? ესე იგი რაგბისთვის მისაღები ყოფილა და გამოდის, აქ მორალისტობთ ხომ? კი, ლაფში ამოსვარეს ქართული რაგბი და ამოსვარეს სწორედ აქაური მორალისტების გამო — რომ ეშინოდათ, არ გაგვიგონ ვეწევითო. არადა რაგბის კავშირისგან პრობლემა არ ყოფილა — ტურნირამდე შეიძლება არც აღმოეჩინათ და რომც აღმოეჩინათ, მაქსიმუმ სამ თვეს დაედებოდათ ბანი. და აქ იმის ნაცვლად გაიაზრონ ეს, ისევ გაიძახიან კაიფარიკებიო, ნარკომანებიო, სად პლანიო და რაგბიო და ა. შ. ისევ ის ხისთავიანობა გრძელდება, რის გამოც მივიღეთ ეგ შედეგი

• ბარდაველას

დიიიდააად განათლებულო და დიიიიდააად მწიგნობარო ბარდაველ! შე მართლა საცოდავო?

• aburjgas- მეგობარო! გიერთდდები. ჩვენი მხარ-დაჭერა მერაბის!

ეგ ყვავ-ყორნები არიან: ყველას ჭკუას, რომ ასწავლიან (ამ დროს ცალ-ტვინები) ცხოვრებაში ამ ყვავებს "შეცდომა" არ დაუშვიათ, პირდაპირ ციდან ჩამოფრენილი წმინდანები ყავს ამ საიტს, ვაი ამათ პატრონებს? მერაბმა აღიარა, რო მეგობარს დაეხმარა, მაგრამ იმან უპოდლა. რა მეგობარს არ დახმარებიხართ, მერაბისი რო გაგიკვირდაათ? ყვავებო! თქვენ იცით რა მასტები ხაართ? სპორცმენს იქამდე ადიდებთ, სანამ ფეხი არ დაუცურდება, მერე გადაუვლით კატოკივით. არ ხართ კარგი ადამიანები!

• გიორგი

თავისი თავის მტერი თვითონ ყოფილა და ეხლა ამას "не виновата я, он сам пришел"-ს ძახილი არ უშველის!!!

• გიორგი

დურაკ საბაკ, ხონჩა ტაბაკ, ... რა უნდა გელაპარაკოთ შენ???

• ბარდაველა

როგორ ეტყობა რომ არც წიგნი აქვს წაკითხული და არც ქუჩა იცის ))) ცოდოა ეგეთი ხალხი.

• aburjga

ვინ ხართ ეს ყვავ-ყორნები აქ რომ გამოიჯგიმეთ პატეოსნების ლამპარით ხელში და ყრანტლაებთ?! რა სიბინძურე, რას აყვედრით ამ კაცს, ამაზე მეტი სიბინძურის შესახებ არ გსმენიათ ხომ?! როცა რამე რომ იყოს ყველა ამაზე უარესის გამკეთებელები ხართ!

• ამაშია საქმე

მერე რატომ არ ასახელებ იმ არაკაცს ვინც გაგყიდა? ხელს რატომ აფარებ იმ ახვარს ვინც ცხოვრება დაგინგრია? ეტყობა შეგაშინა.თუ არა მთლად ნორმალური არა ხარ.

სხვა ლაშა ლომიძე ყოფილა!ის არა ვისაც ყველა ვიცნობთ!

• ბოროტი ბეჰემოტი

შარიკას, დანარჩენებს და რაგბის ბოსებს რააა? რა და ამსტერდამელი ზანგების ერთი გამონათქვამის არ იყოს: "ექსტაზიი, მარიხუანააა"

• სიმართლე

ამ ე.წ. "საყვარელმა სპორტსმენებმა" ისე შემაძულეს თავი, რომ ლამისაა რაგბს კი არა საერთოდ სპორტს აღარ ვუყურო

• irakli81

აქ ზოგი წერს, გამოხვედით რომის პაპზე უფრო კათოლიკეო, მერე რამოხდა პლანი მოწიეს და მისთანები.ბიჭო რა მოხდა და წლების განმავლობაში ნაგროვები რეპუტაცია ლაფში გასვარეს, რაგბის სამყაროში თავი მოგვჭრეს, ქვეყნის შიგნით გულშემატკივარი დაკარგეს, ახალგაზრდა მორაგბეებისთვის სამარცხვინო მაგალითი მისცეს და კიდე იმას წერთ მერე რაო. რაო და ისე უნდა გაიტისკონ რომ მსგავსის გაკეთება აზრადაც არ უნდა მოუვიდეს სხვას

• შალიკო მესამე აღმაშენებელი

აბა, წავიდა ქურდული გარჩევებიიი...)) ვინ ვინ ჩაუშვა და ვინ არა. საერთოდ რა გინდათ სპორტში? სპორტსმენები ხართ თუ მოხეტიალე მუსიკოსები? ეგ იცის მესამე ტაიმების გამართვამ. ქვეყნის პრესტიჟი რომ მსოფლიოს თვალში უკან დახიეთ, ამას ვინმე გრძნობთ? სადაა ფედერაციის პასუხისმგებლობა? თუნდაც მწვრთნელის? რა თქმა უნდა მერაბას მეტი თავის თავზე არავინ აიღებს მაგ უმსგავსობას. რა უნდა ისწავლოს თქვენგან მომავალმა თაობამ?

• ტორო

რა დახმარება მერაბ კაპიტანი იყავი და სიტყვა გეთქმოდა ნაკრებში, შენს ადგილზე ყველას გავყრიდი ნაკრებიდან. სად სპორტი და სად პლანი.

• ბურატინოს

ქაქში შენ უფრო ხარ, შეგირცხვეს ეგ დიდი ცხვირი?

• nika

ოღონდაც რა, გამოვიდნენ აქ რომის პაპზე მეტად კათოლიკეები, გეგონება აქ კომენტარის ავტორები სულ 100-იანზე აკეთებენ თავის საქმეს. მაგ მორაგბეების მეასედიც რომ აკეთოს ხალხმა სხვა პროფესიებში, ყელამდე ლაფში არ იქნებოდა ქვეყანა. დამნაშავედ იმიტომ არ თვლის თავს, რომ ნახევარი მსლოფლიო სიგარეტივით ეწევა მაგ ბალახს და არავის აღელვებს. თვითონ კი არც მოუწევია და რამდენიმე ხისთავიანს დაეხმარა, რომლებსაც ტესტირების მოახლოების შეეშინდათ. არადა თუ ძალიან მალე არაა ტესტირება, თვითონ რაგბის კავშირსაც კი არ აღელვებს, მოწეული რომ ხარ. ანუ არც კი კრძალავენ მოწევას, მთავარია, ზედ ტურნირზე არ ეწეოდეს ვინმე, რადგან ტკივილის გაყუჩების ეფექტი აქვს, მეტი რამე ფიზიკურ უპირატესობას ეგ არ გაძლევს და თუ აღმოგიჩინეს, მაქსიმუმ 3 თვე ჩამოგაშორონ თამაშს. „კაიფარიკობა“ თუ მაგ სპორტის ღალატია, რატომ არ აქვს აკრძალული სრულად მსოფლიო რაგბს? ან 3 თვეს რას იძლევიან, სამუდამოს რატომ არ აძლევენ ეგეთ სპორტსმენებს? ღალატი ისაა, ლოგიკური ანალიზის უნარი რომ ჭირს ამ ქვეყანაში და მხოლოდ საკუთარის ლანძღვაში არ მოგვეძებნება ბადალი ვითომ მორალის კითხვით

• irakli81

მოდი ძმებო გვერდში დავუდგეთ ჩვენ ნაკრევს და ყველა გულშემატკივარმა 100 გრამი შარდი გავიღოთ ბიჭების დასახმარებლად. ბიჭო გაჩუმდი მაინცა და თავს ნუ იმართლებ.

• უფროსი

პატარა ბავშვების საყურადღებოდ! ბავშვებო! არასდროს ენდოთ ნარკომანს. ნარკომანი აუცილებლად გაგყიდის. ყველას და ყველაფერს გაყიდის. საკუთარი ოჯახის წევრებსაც გაყიდის. მათ ქონებასაც გაიტანს სახლიდან და გაყიდის.

• შეკითხვა მაქვს

მოიცა, თუ სწორად მივხვდი, ლაშა ლომიძე იყო ის, ვინც მერაბი და სხვა მორაგბეები ჩაუშვა? ინტერვიუდან და გამოტანილი სასჯელებიდან ასე მოჩანს ...

• ბურატინო

ეეჰ, მერაბის ამ ინტერვიუმ მაკიოდ დაადასტურა რომ ქართული რაგბი ქაქშია! მსოფლიო რაგბისგანაც აწი არავითარ წყალობას (დიდ გუნდებთან თამაშს) აღარ უნდა ველოდოთ. როგორც იტყვიან, "მშვიდობით, იარაღო!"

• რაგბის ყოფილი ფანი

ამ სტატიის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სწორი პოზიცია მიჭირავს და მაგიტომაც მკიდია უკვე რაგბი 2024 წლიდან

• ხარებ-ოღლი

იკაიფე, დრო ატარე, სხვა რა შეგრჩებააა, ჩვენი წუთისოფელიც ხომ უმალ გაქრებააა? ))) ვაი, თქვენს პატრონს, რაააა.... და ამათ ეძახით პროფესიონალ სპორტსმენებს?

• ჟორა გაბრიჭიძე

ბატონო მერაბ და ბევრო სხვებო, მეგობრის დახმარება კარგი და საქებარი საქმე, მაგრამ გააჩნია რაში ეხმარები. კანონსაწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენის დროს დახმარებას "დათვური სამსახური" ჰქვია და ასეთი დახმარება ღმერთისგან დაწყევლილია და კაცისგანაც. აი დახმარება კი ის იქნებოდა, როგორც კაპიტანს შეგეკრიბა გუნდი და ხელმძღვანელობა, სათითაოდ გემხილებია ყველა და მოგეთხოვა: ან გაანებებენ თავს ამ უგნურებას ან აიკიდონ გუდა-ნაბადი ნაკრებიდან.

• ჟორა

ბატონო მერაბ, რატომ არ გამოდიხარ შენი გულშემატკივრების წნაშე და არ იხდი ბოდიშს იმ სიბინძურისათვის, რომელსაც შენ და შენი მეგობრები ჩადიოდით? ქურდის დამცველი რომ ქურდია ეს ახალია შენთვის? ნაკრების მწვრთნელი და გუნდის კაპიტანი პასუხს ნაკრების ყველა წევრზე აგებს და არა მარტო თავის თავზე. ნაკრებში ამდენი ნარკომანი გყავდა და გუნდის კაპიტანს ღამე როგორ გეძინა? ახლა ჩივიხარ: "ვისაც დავეხმარე იმან გამყიდაო", გამოდის, რომ იმას კი არ ინანიებ რა სიბინძურეც ჩაიდინე, არამედ იმას, რომ დისკვილიფიკაცია მოგცეს და კარიერას ვეღარ გააგრძელებ. ძალიანაც კარგი რომ ვეღარ გააგრძელებთ და აღიკვეთება ასეთი სიბინძურე ნაკრებში, ამავე დროს კარგი მაგალითი იქნებით სხვებისათვის.

• დათო

იმიტომაც წავიდა ჩვენი ნაკრების საქმე უკან. საღოლ ბიჭებო ეგრე გააგრძელეთ კაიფი.

• საშინელებაა ჩვენს თავს.

ნაკრების კაპიტანი ამბობს რომ ეს მარიხუანის მოხმარებლის გამო მოხდა და ის მარიხუანის მიმხმარებელი მორაგბე “კაიფარიკი” ნაკრების წევრი იყო. ამ ჩამონათვალში ალბათ სულ კაიფარიკები არიან მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა სტატია რომ წავიკითხე. შარიქაძე თუ კაპიტანი იყავი და ნაკრებში რომელიც საქართველოს დროშით იცავს ქცეყნის ღირსებას, ამაზე რეაგირებაც არ გქონდა და მეტიც, მეგობარს უწოდებ იმ პიროვნებას, ამ შემთხვევაში როგორ ამბობ რომ დამნაშავე არ ხარ? შენზე დიდი დამნაშავე არცერთი ეგ ჩამოთვლილი კაიფარიკები არ არიან. კაპიტანი თუ ხარ, არა მარტო სამაგალითო უნდა იყო, არამედ ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა ქვეყნის ნაკრებში კაიფარიკები არ ყოფილიყვნენ, შენ კი მეგობრობდი და მფარველობაც ცადე. მოიმკე ის რასაც იმსახურებდი. შენი ადგილი არაა საქართველოს ნაკრებში და ამიტომ ვეღარასოდეს ითამაშებ. დიდ სიყვარულს და პატივისცემას თუ არ გაუფრთხილდი მიიღებ სიძულვილს, რადგან შენ ჩვენი გრძნობებს პატივი არ ეცი და ეცადე ჩვენი მოტყუება ეშმაკობით. ახია შენზე რომ ვეღარავინ გაბედოს ჩვენი ხალხის ღალატი.

• რეზო

მთელი ჩემი კარიერა კანონსაწინააღმდეგო არ გამიკეთებიაო, სხვის ნაცვლად მოშარდვას კანონსაწინააღმდეგოს არ ეძახის. გუნდის კაპიტანი სინჯებს აყალბებს და ამის კი არ რცხვენოა, როცა უკვე გატყდა ამბავი. ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ასეთი რამ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. არა, ეს იმას ნანობს თუ როგორ გაუგეს და ვიღაცამ ჩაუშვა. პრობლემა ისაა საზოგადოებაც იმ ,,ვიღაცას" აგინებს და ამის საქციელი უმნიშვნელოდ მიაჩნია. სანამ ეს გაგებაა, არაფერი გვეშველება. რომ არ ინანიებს, იმიტომაც მისცეს 11 წელი ამას. ისე 11-ს მიცემდნენ თუ 3-ს პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნებოდა, მაგრამ სიმბოლური კი...

• ლევანი

ეს რა მენტალიტეტია, ეს რა უბედურებაა. საერთოდ არ თვლის, რომ აკრძალული რაც არის არ უნდა გააკეთო. ერთადერთს ნანონბს, რომ გამოიჭირეს, თორემ ასეც გაარძელებდა, ადვილი იყო გაყალბებაო. მეგობრის დახმარება კარგია, მაგრამ დახმარების და გვერდში დგომის მოტივით ყველაფერი მართლდება როგორც ჩანს თან რაც მარტივია თორემ რთულზე ბოდიში...

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა

"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა

მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა

შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა

ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა