7 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 08:30 საათიდან, UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს მეოთხედ დაიცავს. "მანქანა" რუს პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება.

რამდენიმე დღის წინ რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში მერაბი თავის სახლში ჩხუბობდა და ამ მხრივ დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა: "მერაბის მეოთხე ბრძოლა წელს? სახლის უკანა ეზოში ჩხუბი მარტივია. აქ და ლოს-ანჯელესში ის თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში. მეც შემიძლია ჩემი სახლის უკანა ეზოში ყოველ შაბათს ჩხუბი. 2018-ში ვიჩხუბე 5-ჯერ, მაგრამ რუსეთში არცერთი არ ყოფილა".

დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი სახლი საქართველოა და არა ლას-ვეგასი.

"იანი უბრალოდ თავს იმართლებს, ჩემი სახლი აქ კი არა, საქართველოშია! ვეგასში კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა. კიდევ ერთხელ რომ დაგამარცხებ, თავს რით გაიმართლებ? პიოტრსაც შეუძლია ლას-ვეგასში იცხოვროს, მაგრამ ის ტაილანდში ცხოვრობს და იქ გაფრინდება, სადაც ბრძოლა მოუწევს. სხვათა შორის, მე ნიუ-ჯერსიში, რუსეთში, კანადაში და აშშ-ს სხვა შტატებშიც მიბრძოლია, ასე რომ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სადაც ბრძოლა იმართება, შეგიძლია იქ იცხოვრო, ამის სრული უფლება გაქვს.

ჯერჯერობით დივიზიონის შეცვლაზე არ ვფიქრობ. არ მინდა აქეთ-იქით ხტომა და წონის დაკლება ან მომატება. მინდა, რომ ამ წონაში ყველა მეტოქე დავამარცხო. თუ UFC მოისურვებს, რომ წონა შევიცვალო, რა თქმა უნდა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ამ ჯენტლმენზე ვარ ფოკუსირებული, რომელსაც ჩემი დამარცხება სურს, მაგრამ ჩემი საქმეა, რომ ეს არ დავუშვა", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, დვალიშვილსა და იანს შორის პირველი ბრძოლა 2023 წლის 3 დეკემბერს გაიმართა და ქართველმა პიოტრი უშანსოდ დაამარცხა.

ნნნ
რა მოხდა მერე თუ წააგო ამდენი მოგება აქვს.შეარგეთ ადამიანს ცხოვრება.რა უმადურობაა წაგება და მოგება ორივე ბრძოლაა.
fani
"მიდი მერაბ, მიდი მალე, დაუბნელე შენს მტერს თვაალი" - ერთი ქართულ მულტფილმის პერიფრაზირება. სერიოზულად კი ამას ვიტყოდი: მერაბმა ჯერ ამ რუსს უნდა დაუკარგოს მასთან ბრძოლის სურვილი, ხოლო შემდეგ დანა უაითს უნდა შეახსენოს ამ უკანასკნელის ნათქვამი/დაპირება რათა მისი შემდეგი ბრძოლა UFC-ში საქართველოში გაიმართოს
მალხაზ ჯობავა
ერთი კარგად მიბეგვე, ისე რომ თავისი სახლი კიარა, საიდან არის ის არ ახსოვდეს.
ბადრი
მე შენ გეტყვი შეეშლება რამე. ჯიგარ.
ჟორა ადელაიდელი
მერაბ,პატრიოტი ხარ!
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
[VIDEO] მსაჯთა გადაწყვეტილებით - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს მხოლოდ ექვსი დღით ადრე გააკეთა" - ომალიმ იანთან ბრძოლის წინ, დვალიშვილის შესაძლო შეცდომაზე ისაუბრა