UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მართალია ქართველი აქტიურობდა და იანს ძირითადად სახეში ურტყამდა, "მანქანამ" საფირმო "თეიქდაუნები" ვერ შემოგვთავაზა და მეტოქისგან არაერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თუ მერაბი გამარჯვებას მოახერხებდა, იგი გახდებოდა პირველი მებრძოლი UFC-ში, რომელიც ერთ კალენდარულ წელში საჩემპიონო ქამრის დაცვას 4-ჯერ მოახერხებდა.

ამ მარცხით დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სუპერ მსუბუქ წონას კი იანის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.

34 წლის მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.

იხვი
მერაბს მალე ექნება შანსი რევანშის, ტრილოგია უნდა მოუგოს იანს. იანმა დაამტკიცა რომ დიდი ჩემპიონია, ოთხი წლის შემდეგ ქამრის დაბრუნება ხუმრობა კი არაა. ასეთ მეტოქესთან ტრილოგიას რომ მოიგებს მერაბი, ნამდვილად ნომერი პირველი იქნება ამ წონის ისტორიაში.
gzp
ბოლო ინტერვიუებში ეთყობოდა რომ გადაღლილი/გამოფიტული იყო ემოციურად. მწვრთნელებს/მენეჯერებს არ უნდა გაეშვათ ასე მოკლე დროში მე-4 შეხვედრაზე. ფაქტია გუნდმა ვერ გათვალა. ათლეტისგან ყველაფერი გასაგებია.
zaza
რაუნდების მიხედვით 3-2 ზე მოიგო, მარა არ მისცეს, რადგან ვერ იტანენ მერაბს, ერთი სული ჰქონდათ რამენაირად დაეკარგა ქამარი, დიდი უპირატესობა არ ქონდა, მარა მოიგო ნამდცილად, თუმცა ამდენი დგომში არ უნდა ყოლოდა ეს რუსი და ეს იყო მისი შეცდომა, რასაც შემდეგში იმედია აღარ დაუშვებს!
ქართველი
რატომ მოიგო იმან ვერ გავიგე სულ ეს ურტყამდა და კისერს ატეხავდა და
Rima
ნაკლები ილაყბოს და გამარჯვებები. დაუბრუნდება. თავმდაბლობა ცუდი არაა. ყველა მეტოქეს ლანძღავს.
ბორია წიფურია
მერაბმა ბევრს მიაღწია დიდი შრომით და დიდი გულით, ლიმიტირებული არსენალით. ამდენის მიღევას ამ ადამიანს ვერ დავუკარგავთ! გაუმარჯოს და ღმერთმა ხელი მოუმართოს!
ზიზ
რაც არ უნდა იყოს მერაბი და ილია ufc-ს და ქართული სპორტის ისტორიის ნაწილები არიან! გული არ უნდა გაიტეხოს მერაბმა, არც კარიერაში და არც ცხოვრებაში დასანანი არაფერი არა აქვს - ის უბრალოდ საამაყო კაცია!
დავითი
მერაბ ძალიან მაგარი კაცი და ძალიან მაგარი ქართველი ხარ!!! გენაცვალე გულში!!! გვიყვარხარ და გვეამაყები , გვიმრავლოს შენნნაირი ქართველები ღმერთმა!!! ❤️❤️❤️ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
უვიცი
რეალურად ერთი გაშვებული დარტყმა გამოდგა გადამწყვეტი. იმედია ღვიძლი ნორმაში აქვს
მერაბი 61
მერაბ გენაცვალეთ წინ გამარჯვებისკენ, შენთან ერთად ვართ, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, გაუმარჯოს მერაბ დვალიშვილს, გაუმარჯოს ყველა ქართველ სპორტსმენებს,
მორიელი
ბევრს კი ბაქი ბუქობდა. ჯერ მოიგე და მერე იბლატავე. ამას კი პირიქით გამოუვიდა. ისე სტალინის გინება არ შერჩა, მაგრამ სჯობდა ქართველს ეცემა
ნიკა
ეგ არაფერია მერაბ, იმხელა სიხარული მოგვიტანე ამ წლებში, საქართველო შენს გვერდითაა ბოლომდე !!! დასკვნებს გამოიტან და უფრო ძლიერი დაბრუნდები, ჩვენი მანქანა კიდევ ბევრჯერ გადაუვლის მოწინააღმდეგეს...

ძალიანაც ნუ დახარჯავთ ემოციებს, ბრძოლა წააგო, მაგრამ მესამე ბრძოლა დაიბევა. შედეგად უფრო დიდი რეზონანსი და მერაბსაც უფრო მეტი საპრიზო ფონდი. ეს წაგება მოსალოდნელი იყო რადგან ცოტა გასაკვირი იყო 6 თვეში 3 ბრძოლა და საერთოდ ოქტომბრის მერე 2 თვეში ჩანიშნული - ფიზიკურადაც მძიმეა და მენტალურადაც ვეღარ იქნებოდა "მშიერი" როგორც სჩვევია. მოკლედ კომერციული ორგანიზაციაა და საბოლოოდ ფულია მთავარი. პ.ს. რომ არა ჩვენი ბიჭები, საერთოდ არ ვუყურებ ამ "სპორტს" - დიდი არაფერი შეცვლილა კაცობრიობაში რომის იმპერიიდან დღემდე.
ლევანი
gaxeTqa nartyami da mogverdebi ra ra vici, rusis drosa unda aefrialebia tramps. veRar dadioda iani, ra moigo, ras uyuretT
Achi
Iasni xo ixo vinmestan ro caagebda Ra ubedurebaa Roca gicevs mashin ichxube tavshi avardnis momentia meti araperi dzalit gaipucha saqme
ჯანაშია ვაგნერი.
შოუებისთვის თავი რომ დაგენებებინა და უფრო მომზადებისთვის მიგეხედა,უმჯობესი იქნებოდა.ჩათვალე,რომ ადვილად მოუგებდი,რაც შეცდომა იყო.
ქომაგი
მერაბ,შენ ჩვენი ჩემპიონი ხარ არაუშავს.კიდევ ბევრჯერ შემოირტყავ ქამარს წელზე.
იკა
კრიტიკისთვის არ ვწერ, მერაბი უფრო ალალია, ვიდრე ასე ვთქვათ პროფესიონალი. ილია ამ ჩხუბს არ ჩანიშნავდა. როდესაც ოჯახური პრობლემები შეექმნა, ოფიციალურად განაცხადა, ძმებო მე არ მცალია, ვერ გაგიწევთ კომპანიონობას, შვილებზე უნდა გადავერთო.
მიშა
იანიც მაგას ამბობდა უნდა დავაზიანო და მერე მივხედავო და სამწუხაროდ შეასრულა :(
Lobotka
გაიჩალიჩა ტიპმა რა! არ უნდა ეჩხუბა წელს მეტი.... ძაან გული დამწყდა როგორც ყველას!
ჟორა
მაგის ფიქრი არ შეიძლება, რადგან მეოთხე ბრძოლის ჩანიშვნა იმასაც ნიშნავდა რომ გამარჯვების შემთხვევაში მერაბი ლიგის ყველა დროის რეკორდს ამყარებდა და ამის შესაძლებლობის მიცემა დიდ ამბად უნდა მივიჩნიოთ. თუ მასეა რა გარანტია ჰქონდა უაითს, რომ მერაბი წააგებდა და პირიქით გმირი არ გახდებოდა?

იტინგიცოს ეხლა ნინა დრამასთან კიდევ და ნაცხროვას მხარდაჭერა გამოუცხადოს..
zura222
ცუდი დარტყმა გაუშვა ფეხით ფერდში (ღვიძლში) და იმის მერე სუნთქვა დაუვარდა
ჟორა
ოქტაგონზე ფოქუზნიკობა არ მოსულა, იქ ლამაზ მოგებაზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო.
ხუ ინდრავა
მიჭირს კომენტარის დაწერა, ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ სპორტია, მუდმივად მწვერვალზე ვერ იქნები. ალბათ ამ ბრძოლის ჩანიშვნა არ იყო კარგი გადაწყვეტილება, მერაბი აშკარად არ იყო მზად, მეორე რაუნდში უკვე ნათელი იყო რომ ძალიან გაუჭირდებოდა. რაღაცას ვიტყვი, შეიძლება გაიზიაროთ, შეიძლება არა. მერაბმა ის ენერგია რაც აქვს, უნდა მიმართოს ძალისმიერი ვარჯიშებისკენ. სირბილი კარგია, რომელიც გამძლეობაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ გამძლეობა ყოველთვის ვერ მუშაობს როდესაც ზუსტი დარტყმები გხვდება, სადღაცას რაღაც გეტკინება და გამოხვალ მწყობრიდან. იმის თქმა მინდა, რომ მერაბი უდიდეს ენერგიას ხარჯავს სირბილზე და შესაბამისად ენერგია აღარ რჩება ძალისმიერ მომზადებაზე.
მირო
რევანში თუ გვიშველის...უკეთ მომზადებაა საჭირო.
მამუკა
მეოთხე ბრძოლა რომ ჩაუნიშნეს მაშინ ვთქი რომ დანა უჩალიჩებს თქო მერაბს, ერთი სული აქვს როდის დათმობს თქო ქამარს, პირიქითო ბევრმა მიპასუხა ევასება მერაბიო და საშუალებას აძლევს ბევრი ფი იშოვოსო, არავინ არ ატარებს 4 ბრძოლას წელიწადში და უფს-ც არავის უნიშნავს ამდენ ბრძოლას, მაქსიმუმ ორჯერ ჩხუბობენ, არანაირად არ უნდა დათანხმებიყო მერაბი, ფაქტია რომ ვერ მოასწრო აღდგენა, ფიზიკურად არ ეყო დრო, მეორე მომენტია კიდევ რომ არ შეაფასა მოწინააღმდეგე და იოლი გამარჯვების იმედი ჰქონდა და დაისაჯა ამის გამო.
zura222
რააცნაირად მოუმზადებელი იყო და ადვილად უშვებდა ძლიერ დარტმებს @ განსაკუთრებით ფეხით ძლიერი დარტყმა რომ გაუშვა გვერდში იმ დარტყმამ გადაწყვიტა ყველაფერი--იმის მერე რაღაცა ვერ იყო თავის მატორზე როგორი საქმეა პირდაპირ ღვიძლში ასეთი ძლიერი დარტყმის მერე და სუნთქვის(დიხანიის)დავარდნის მერე მაღალ ტემპის დაჭერა ? ხო იცოდა რომ მაგ იანს ყველაზე ძლიერი ფეხებით დარტყმები აქვს ამ წონაში და რატომ არ მოემზადა ამისთვის??? მოკლედ დღეს მერაბი თავისი 25%-ც არ იყო @
დავით 67
ძალიან მეწყინა მერაბის დამარცხება. რატომღაც თავის კოზირს არ იყენებდა თეიქდაუნს, უფრო დარტყმებზე იყო ორიენტირებული. მცირე უპირატესობა იანის მხარეს იყო. უფრო ჭკვიანურად იბრძოდა.
საწყენია
საინტერესოა რა იყო წაგების მიზეზი, რომ ვერ გაუქაჩა ტემპში იანს: 1) ასაკი 34 32-ის წინააღმდეგ 2) გადაღლა , წელიწადში 4-ჯერ წონის კლებით გამოფიტვა 3) თუ უბრალოდ ის რომ იანი უკეთ მოემზადა და ბოქსიც უკეთესი აქვს. იმედია მალე მისცემენ რევანშს.
მიშა
მერაბ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი, შეგეწიოს ღმერთი.
Gio
Merabac waayomares.didi fuli gaketda.
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს" - ნურმაგომედოვი თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
"დროა, ცოლი და შვილები გყავდეს" - იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
"ჩვენ პატივისცემას ვიმსახურებთ" - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"ეს ჩემი ქმარია!" - პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
"ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს არ ვთქვა" - მერაბ დვალიშვილი
"დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია" - რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე