UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

"ვცადე შოუს მოწყობა და ბრძოლა წავაგე. მას ბრძოლის უკეთესი სტრატეგია ჰქონდა. ვულოცავ, მაგრამ რემატჩი მინდა. ნუტრიციოლოგებს არ ვენდობი და წონას ყოველთვის ჩემით ვიკლებ.

გამართლებას არ ვეძებ, ვცადე განსხვავებულად მებრძოლა. ყველა ბედნიერია - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მსურდა მასთან დგომში მებრძოლა და დღეს იანი უკეთესი იყო", - განაცხადა დვალიშვილმა.

ამ მარცხით დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სუპერ მსუბუქ წონას კი იანის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.

34 წლის მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.

ბადრი
რუსებთან კიდევ ერთი შოუმენი ვიცით : მიშა ! 2008 წლის ივლისში რომ დადგა დოუ და მტერი დავამარცხეო რომ გაჰკიოდა. ნუ შეურაცხყოფთ მტერს და ისინიც განსაკუთრებულად არ დაგინაყავენ ცხვირ-პირს.
გულშემატკივარი
- აბსოლუტურ სიმართლეს ამბობთ, რომ ზედმეტად ლაპარაკი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩხუბამდე, უკვე ნამეტანი ჰქონდა ნაბაქიბუქარი, იანის ჯაკუზში დაპატიჟებისა და უკვე ჩხუბისას, იგივ იანის მიერ, მისთვის, უმაღლესი დონის მასტერკლასის ჩატარების ჩათვლით, ნამდვილად არაა ეხლა საჭირო !!! - ცალკე, იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ წლის განმავლობაში ოთხჯერ წონის კლებამ რამე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა კონკრეტულად ამ ჩხუბზე: ჯერ ერთი, რომ იტყვიან, "არავინ კალთებს არ ახევდა", გინდა თუ არა, ეხლავე იჩხუბეო, ანუ, ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მორიგი წონის კლება არ შეუშლიდა ხელს და მეორეც, ასეთმს (ვითომ) "გამამართლებელმა" ლაპარაკმა, უკვე მოასწრო ავტომატურად ჩამოეყალიბებინა დვალიშვილის საწინააღმდეგო, ლოგიკური კითხვა იანის მომხრეების მხრიდან: - "ყველა, დვალიშვილის ჩათვლით რომ დასცინოდით იანს იმის თაობაზე, რომ პირველი ჩხუბის შედეგზე, მისი ხელის მძიმე ტრავმას არ უმოქმედია, ეხლა უკვე, დვალიშვილის წონის კლებამ რომ იმოქმედა მეორე ჩხუბის შედეგზე, ეს, უკვე მისაღებია ხომ, თქვენთვის ???" - მოკლედ, არ არის აუცილებელი ჩემსავით, ორთაბრძოლებში, 45 წლიანი უწყვეტი პრაქტიკის ქონა იმის დასანახად, რომ იანის დონეზე მომზადებულ მებრძოლს, იდეაში, მხოლოდ გამძლეობის იმედზე ვერ მოუგებ !!!
გულშემატკივარი
ნუღარ იმართლებ თავს, იანმა, მთლიანობაში, ბრძოლა ისე წარმართა, როგორც უნდოდა, დაგიყენა წინ და ყველაფერში გაჯობა !!! - ეხლა, მთავარია, სწორი ანალიზები გამოიტანო და ისე მოემზადო ტრილოგიისთვის !!! - დარწმუნებული ვარ, დაინახე, რომ მხოლოდ სუპერგამძლეობა (რომელიც, იანმა, კონცენტრირებული, მიზნობრივი დარტყმებით, მათ შორის, ღვიძლში, გაგინოლა) არ არის საკმარისი მაგ დონეზე მომზადებული მებრძოლის დასამარცხებლად !!! - აბა, შენ იცი, ველოდებით ტრილოგიას !!!
შოუმენს
შოუ დადგი სახლში ან დრამასთან საქართველოს სახელით თუ გამოდიხარ უნდა მოსაგებად გახვიდე მითუმეტეს ავანსად ბევრი იტრაბახე
მმმ
თეიქდაუნები კი სცადა,მარა არ გამოუვიდა ვერ დაძალა და იძულებული გახდა დგომში ეჩხუბა,ესაა სიმართლე.დგომში ჰაბიბი, ჩიმაევი,მახაჩევიც წააგებდა და ნებისმიერი ვინც ჭიდაობით არის მიჩვეული მოგებას.არაა ახლა საჭირო ზედმეტი ლაპარაკი გაჯობა კაცმა ყველა მხრივ,ვერ წააქციე დაგიყენა წინ და კლასნად ჩაგიტარა ჩხუბის მასტერკლასი.წელიწადში ოთხჯერ წონის კლებას ეხუმრები?!რეკორდი გინდოდა არაუშავს ვინც არ რისკავს ის არ სვამს შამპანიურს,შენ უკვე ლეგენდა ხარ შენი ცხოვრებით საიდანაც დაიწყე და სადამდე მიხვედი შრომით მიზანდასახულობით გამძლეობით და ეს წაგება შენ არ გაკნინებს არანაირად,პირიქით,ბევრს არ შეუძლია ასე გარისკვა და რეკორდებზე ფიქრი.ერთი წამით არ იგრძნო თავი ცუდად,მადლობა შენ რომ არსებობ მთელი შენი ბრძოლით შინაარსით და მადლობა იმისთვის ამ ყველაფრის თანაზიარს გვხდი!მერაბს გაუმარჯოს მთელი თავისი სიდიადით!

რა მკვეხარობა, რის თავმდაბლობა. ფიქრობ რომ UFC მებრძოლები ქედმაღლობის გამო უპირისლირდებიან ხოლმე კონფერენციაზე და აწონვის დროს? ორგანიზაციის მოთხოვნაა ეს და ყველამ ვიცით. არავის ჭირდება ჩუმი, უსიტყვო მებრძოლი - შოუ და სანახაობა არის საჭირო, რადგან 99% იზიდავს ეს.
ჟორა 2
ყველა ქართველმა დაიმახსოვროს, რომ მკვეხარობა ქართველების ჩვევა არაა და ნუ გააკეთებთ ამას. ძიუდოში იაპონელებს აქვთ ასეთი რწმენა: თუ მეტოქე არ გიყვარს და არ აფასებ, მას ვერასოდეს მოუგებო. დაიხსომეთ ეს სიბრძნე.
კახა
ეეჰ ჩემო მერაბ, დროა დაეშვა ციდან დედამიწაზე და სიმართლეს თვალებში შეხედო. თეიქდაუნის გარეშე შენი დარტყმა საშუალო სიძლიერისაა, კარდიოც ვერ გქონდა ნამდვილი მანქანასავით. იანმა დამსახურებულად მოგიგო, დაგასისხლიანა და დაგვტოვე ფაწბილებული მთელი საქართველო. ან რათ გინდოდა წელიწადში ოთხი დაცვა, ან რათ გინდა ეს შოუები, მხარზე წამოკიდება და სხვა. მაინც გვაქვს შენი იმედი მერაბ, ძალიან ბევრი იშრომე, აპრილამდე არ იჩხუბო და ყველაფერი გამოგივა.
კი გამოჩნდა ვინც დადგა შოუ
ზემოდან უყურებს ეხლაც, პროფესიონალი ასე არ უნდა იქცეოდეს. უბრალო ქუჩის მოჩხუბარი ხომ არაა, კაცი რევანშისთვის ემზადებოდა და შენ შოუებზე და მასკარადებზე ფიქრობდი? საერთოდ, მე არ მომწონს რინგზე როგორ დასცინი მოწინააღმდეგეს, ხან რომ აიკიდებ და დაარბენიებ ხოლმე. ყველას აქვს თავმოყვარეობა, ცხოველსაც კი. ჯობია დასერიოზულდე მერაბ. საქმიანად მიუდექი ბრძოლას და მერე გაერთე თუ უმაგისოდ არ შეგიძლია. თუ არა და, კოდევ წააგებ, დამიჯერე, აღარც ასაკი გაქვს პატარა, რომ სრულყოფაზე იფიქრო. მთავარია ყველა ბრძოლას მაქსიმალურად მობილიზებული შეხვდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აუღებ რევანშს მაგ რუსს. მეტი შრომა და ნაკლები ლაპარაკი. გისურვებ წარმატებებს! სამწუხაროა სურათზე შენი ასეთი ხილვა!
ლობოტკა
მინდა ვცდებოდე,მაგრამ მგონია დანა უაიტი მაგრა გაუწელავს საჩემპიონო ბრძოლას....
zura222
რა დროს შოუ იყო ვიღაცა ჭ კლასის ბუნჩულა ბიჭს ხომარ ეჩხუბებოდი ? ბოლობოლო ყოფილი ჩემპიონია და ბოლო სამი ბრძოლა ვინებს მოუგო ხომ უნდა გაგეთვალისწინებინა--პირდაპირ გაასილაქა უსწრაფესი სუნ იადინი(კუნფუს დიდოსტატი) და ასევე ყოფილი ჩემპიონი უძლიერესი ჯიუ ჯიცუისტი ფიგეირადუ !! პლიუს ის ამერიკელი მოკრივე (გვარი დამავიწყდა)ასეთი მებრძოლების გამსილაქებელთან შეიძლება შოუს დადდგმა ???
დავით 67
არაფერი მოსაწყენი არაა, როცა ჭიდაობით იგებ, ეგ მეც შევამჩნიე რომ თექდაუნს არ ცდილობდა. რაც კარგად გამოგდის იმას უნდა ეცადო ყოველთვის. სპორტშოც ასევე ყველაფერში არაუშავს რევანშის აღებას შესძლებს მგონია, მაგრამ უფრო სერიოზულად უნდა მოემზადოს
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
"ამჯერად ჩემს თავს ვითამაშებ" - დვალიშვილი იანთან რემატჩის წინ
[VIDEO] სასტიკი ნოკაუტი - ცარუკიანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
"დროა, ცოლი და შვილები გყავდეს" - იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია" - რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა
"ამჯერად ჩემს თავს ვითამაშებ" - დვალიშვილი იანთან რემატჩის წინ
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა