უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამო" ძირითად დროში მინსკის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში 2:2 დაფიქსირდა, პენალტების სერიაში კი მეტოქემ გაიმარჯვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ, პენალტი მოიპოვეს, მაგრამ ვოსკობოინიკოვის დარტყმული ბურთი ჩოჩოშვილმა მოიგერია. მოწინააღმდეგემ შეტევები გააგრძელა, ორი გოლი გაიტანა, ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.

ჩვენმა გუნდმა წინა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბოსნიის "ზრინსკის“ და კვიპროსის „აეკს" მოუგო.

თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ) - დინამო (მინსკი) ძირ. დრო 0:2 (პენ 2:4)

გოლები: 0:1 ვოსკობოინიკოვი (56), 0:2 ჟეჩკო (68)

გამოუყენებელი პენალტი: ვოსკობოინიკოვი (51, დინამო (მნ)

დინამო (თბ): ჩოჩოშვილი, გლუნჩაძე, ლომიძე, დიაკონიძე, ხუციშვილი (ნიკვაშვილი 71), ძნელაძე (წულაია 46), ბერელიძე (გვაზავა 59), დანელია (ნათენაძე 71), ოდიკაძე (მიქაუტაძე 59), გვასალია, დოლტმურზიევი

ზაზა
ერთ რამეს ვიტყვი, ვუყურე ამ ბიჭების თამაშს და მთელი შეხვედრა არ მშორდებოდა განცდა, რომ ძველი ბიჭების და ბლატნოი ტიპების (ყველას არ ეხება) შეპყრობილ გუნდს უნდოდა ნაგლად მოეგო! გასნაკუთრებით კაპიტანი, სანამ შეცვალეს სულ ხიპიშობდა, სულ უხეშობდა, ასევე მისი ვარცხნილობის მქონე (გადახოტრილი სასტავი) ყველა ჩვენიანი! ეს არასპორტული და ზუსტადად ქუჩური მენტალობა სიარულის მანერაშიც რომ გადასდით და ქცევებშიც, იმიტომ ვერ გაცდებიან ბირჟას ზოგიერთები! რამდენიმე მოთამაშე ძალიან კარგი იყო, უბრალოდ ამ ბირჟავიკებთან ერთად ვერაფერს გახდნენ! ბელორუსებმა ზუსტად იცოდნენ რასაც ქკეთებდნენ და გეგმაზომიერად მივიდნენ სასურველ შედეგამდე!
ჟორა
ასე მოსდის ყველას, ვინც ერთი შეხვედრის შედეგით საქმეს გაკეთებულად თვლის. ხედავთ? ბელარუსებმა არ ჩათვალეს დამთავრებულად და მართალნიც გამოდგნენ.
საქართველო
სრული უკუსვლა,რაც ქვეყანას სჭირს ფეხბურთსაც იგივე!
გოგა
ესენი აპირებდნენ ამ გუნდით და განსაკუთრებით მწვრთნელით სიტის ბარსას ბაიერნისა და სხვა გრანდებთან თამაშს? ისე ყველაზე ძალიან ფიფიას საქციელია გაუგებარი კაცი რომელიც იძახის მილიონებს ვხარჯავ აკადემიასა თუ დიდი გუნდის შენახვაშიო ამ დროს შედეგი აქვს ნული და მაინც იგივე წრეზე ტრიალს არ ეშვება მხოლოდ ერთადერთი აზრი მოგივა კაცს თავში ორივე სუბიექტი ფულის საჭრელ მანქანად აქცია ოღონდ შავი ფულის,და სულ არ აინტერესებს არც მწვრთნელები რომლებიც იპოლიტეს დონეზეც ვერ ქაჩავენ და ფეხბურთელებიც რომლებსაც ბურთი ბუშტები გონიათ და კარში დარტყმის ნაცვლად საკარნავალო საღამოებს აწყობენ ცაში
შაქრო პაპა
მომინდომეს ნეიმარობა. დაარტყი რა ბიჯო წესიერად ეგ პენალტი. რა დროის ტეხნარობაა, როცა ეგეთი მნიშვნელოვანი თამაშია?
ნაცარქექია
ყველას პელე გონია საკუთარი თავი. რა ამბავია ამდენი მატაობა? რამდენიმეჯერ ბურთის ფეხებშუა გაძვრენა? და რა მერე? შედეგი? პასის მიცემა ვინმემ არ გასწავლათ? ტიპიურ ქუჩის ფეხბურთს თამაშობენ და ყველა ცდილობს თვითონ გატანას. ბოსჰხამპის სიტყვები გამახსენდა უნებურად...საშინელი საყურებელია ეს უაზრო გაქაჩვები მოწინააღმდეგეზე. დისციპლინაზეც ბევრია სამუშაო.
ლევანი
ეს რა ჭირი გვჭირს ასეთი, როდესღაც ხომ უნდა ვისწავლოთ, რომ თამაში ბოლო სასტვენამდეა. ალბათ, ჩათვალეს საქმე გაკეთებულიაო, ხოდა მანდ დაისჯები. ისწავლეთ, პატარები ხართ, დრო გააქვთ.
ბევრისმომსწრე
"საზოგაფოებროვი ტელევიზოით" ვუყურე პირველ ტაიმს... დ ა უ ჯ ე რ ე ბ ე ლ ი ა !!! ეს როგორ მოახერხეს ?!
toy
კარგით რა, რას ელოდით სხვას მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი ერთ ინგუშშზეა ჩამოკიდებული.
SOS
"არა შეჯდა მწყერი ხესა"!
დათო
თქვე გაჭირვებულებო ევროპიდან ვერ ჩამოგყავთ ნორმალური სპეციალისტები გასაგებია მარა ბელორუსიიდან ან შრი-ლანკიდან მაინც მოიყვანეთ ვინმე რომ ამ ბავშვებს აუხსნას თუ რა არის ფეხბურთი,სამარცხვინოები ხართ აკადემიის ადმინისტრაციიდან დაწყებული გუნდის წევრებით დამთავრებული,ვიღაც წერდა დინამოს აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაშიო აბა მინსკის აკადემია პირველი ყოფილა,სანამ პროტექციონიზმი ფულის გათეთრება და ღიპიანი ქართველი ტრენერების რომლებიც მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ არ აილაგმება სანამ მეტნაკლებად ნორმალურ სპეციალისტებს არ მოიწვევენ განსაკუთრებით ესპანელებს მანამდე შედეგი იქნება ამაზე სამარცხვინო ჯერ ამათმა პირველი თამაში როგორ მოუგეს მინსკელებს ეგ არის საოცარი და მერე არათუ აკადემიის მწვრთნელი არამედ შემთხვევითი გამვლელი მოახერხებდა 45წუთში ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას, ხურცილავას ძოძუაშვილის ჩივაძის პატრონი სად პოულობენ ამ ცენტრალურ მცველებს ეს არის კიდევ ერთი განტოლება
912
უბრალოდ გაყიდეს თამაში
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
გოგონამ ეს თხოვნა შეუსრულა და მალე დაქორწინდებიან - მიქაუტაძის თანაგუნდელს ცოლად ყოფილი პორნო ვარსკვლავი მოჰყავს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა