ამ ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ოთარ ხიზანეიშვილმა მახაჭყალის "ანჟისთან" რომ გააფორმა წლინახევრიანი კონტრაქტი. ქართველი მცველი, რომელიც გერმანიაში გადაბარგებამდე, მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში" გამოდიოდა, უკვე შეიყვანეს "ანჟის" განაცხადში და თამაში უფლებაც აქვს...

ამ ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ოთარ ხიზანეიშვილმა მახაჭყალის "ანჟისთან" რომ გააფორმა წლინახევრიანი კონტრაქტი. ქართველი მცველი, რომელიც გერმანიაში გადაბარგებამდე, მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში" გამოდიოდა, უკვე შეიყვანეს "ანჟის" განაცხადში და თამაში უფლებაც აქვს. შესაბამისად, რუსეთის მთავარ საფეხბურო ლიგაში ოთარის ხელახალ დებიუტს მალე უნდა ველოდოთ.

"ანჟის", რომელიც 19 ქულით მე-11 ადგილზეა, კვირას რთული მატჩი ელის. 15 აგვისტოს მახაჭყალელები მესამე ადგილზე მყოფ ცსკა-ს მოსკოვში ეთამაშებიან. შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს ოთარის დებიუტი...

როგორც ირკვევა, მახაჭყალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი კარგად იცნობს ხიზანეიშვილის შესაძლებლობებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. "ანჟის" დაცვის ცენტრში პეკოვი-ტაგირბეკოვის ტანდემი საიმედოობით გამოირჩევა და პოპულარულია. თუმცა ამ დუეტის გარდა, გაჯიევი სხვა პოზიციაზეც ხედავს ჩვენებურს.

საინტერესოა, თუ როდის უნდა ველოდოთ ოთარ ხიზანეიშვილის გამოჩენას "ანჟის" შემადგენლობაში? ამ კითხვაზე პასუხს ნაწილობრივ მაინც სცემს დაღესტნელთა გუნდის თავკაცი გაჯიევი.

"სანაკრებო პაუზა იყო და ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმაც ეროვნულ გუნდებს მიაშურეს. ნაკრებში გამოძახების შემდეგ, კლუბში დაბრუნებული ფეხბურთელები ზოგჯერ სათანადო ფორმაში ვერ არიან. ვნახოთ, თუ შუკუროვი კარგ კონდიციაში არ იქნება, მაშინ ახალწვეულ ოთარ ხიზანეიშვილს ვათამაშებ მის პოზიციაზე. ვფიქრობ, ოთარს დაცვაში ორ პოზიციაზე, ცენრში და მარჯვენა ფრთაზე შეუძლია ჩვენი ფეხბურთელების სათანადოდ შეცვლა", - აღნიშნა გაჯი გაჯიევმა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა