ნიუ ჰევენში ქალთა ტურნირზე ფავორიტმა მარიონ ბარტოლიმ ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკასთან ორ სეტში წააგო
მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა ქალთა ტურნირზე ნიუ ჰევენში და აქ ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ფავორიტმა მარიონ ბარტოლიმ ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკასთან წააგო ორ სეტში.

თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ჩეტკოვსკა ახლა კარგ ფორმაშია, რაზეც წინა წრეში პოლონელი აგნიეშკა რადვანსკას ძლევაც მეტყველებს, გარდა ამისა, ჩეხს კარიერაში სამჯერ ჰყავს დამარცხებული WTA-ის ტოპ-ათეულის წევრები და აქედან ორჯერ სწორედ ბარტოლის მოუგო.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ორივე პარტიაში ჩეტკოვსკას 5:4-ზე შეეძლო სეტზე ჩაწოდება და ორივეჯერ ბარტოლიმ გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ კი ჩეხი მაინც ახერხებდა ზედიზედ ორი გეიმის აღებას, რამაც მას ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

ჩეტკოვსკა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ ნა ლის შეხვდება. როლან გაროსის ჩემპიონის შეხვედრა რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან წვიმის გამო რამდენიმეჯერ შეწყდა. ჩოგბურთელებს სამი სეტის თამაში მოუწიათ, თუმცა მაინც იგრძნობოდა ჩინელის უფრო მაღალი კლასი, რაც მესამე სეტში გამანადგურებელ ანგარიშში გამოიხატა - 6:2. ეს ამ ჩოგბურთელების რიგით მეორე შეხვედრა იყო და პირველში პავლიუჩენკოვას ჰქონდა მოგებული. სხვათა შორის ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში რუსს ქართველი ანა ტატიშვილი დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალური წყვილი დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ და იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემ შეადგინეს.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ რევანში აუღო ამერიკელ კრისტინა მაკჰეილს წინა კვირას ცინცინატიში წაგებისთვის - 7:5, 6:3. მატჩის შემდეგ ვოზნიაცკიმ განაცხადა, რომ მეტოქე უკეთ თამაშობდა, ვიდრე წინა შეხვედრაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე თამაშს მოვუმატეო. ამერიკის ღია პირველობა აჩვენებს, რამდენად გამართლებულია დანიელის ოპტიმიზმი. ახლა კაროლინს ნიუ ჰევენში 15-დან 15 მოგება აქვს და აქ ზედიზედ მეოთხე ტიტულს უმიზნებს.

რაც შეეხება სკიავონეს, ის უბრძოლველად გავიდა ნახევარფინალში, რადგან ესპანელმა ანაბელ მედინა გარიგესმა ტრავმის გამო უარი თქვა კორტზე გასვლაზე. პრინციპში, იტალიელს ძალიან გაუმართლა, რადგან აქამდე გამოცდილ პირენეელთან ოთხიდან ოთხი მატჩი ჰქონდა წაგებული.

WTA

New Haven Open

ნიუ ჰევენი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 7:5, 6:3; ნა ლი (ჩინ, 2)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 8) 6:4, 3:6, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 3)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) მედინა გარიგესის უარი; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 4) 7:5, 7:5.

Texas Tennis Open

დალასი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

საბინ ლისიცკი (გერ, 5)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:1, 6:2; ირინი კამელია ბეგუ (რუმ)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:3, 6:4; არავან რეზაი (საფ)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:2, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ)-იოანა ლარსონი (შვედ) 6:0, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა