ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლებრონ ჯეიმსი: წაგებას ვერ ვიტან

ლებრონ ჯეიმსი: წაგებას ვერ ვიტან

"მაიამი ჰიტის" ვარსკვლავი - ერიკ სპოელსტრასთან ურთიერთობაზე, ლოკაუტზე, "დრიმ თიმზე", ლონდონის ოლიმპიადაზე...

ინტერნეტ-გამოცემა HoopsHype-სთვის მიცემულ ინტერვიუში "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავი ლაპარაკობს ერიკ სპოელსტრასთან ურთიერთობაზე, ლოკაუტზე, "დრიმ თიმზე", ლონდონის ოლიმპიადაზე გამგზავრების პერსპექტივებზე...

- შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს თქვენი ურთიერთობები ერიკ სპოელსტრასთან და მაიკ ბრაუნთან?

- ახლა მიზანშეწონილი არ არის მსგავსი პარალელების გავლება. რაც არ უნდა იყოს, მაიკთან ერთად ხუთი წელი ვიმუშავე, ბევრი რამ გავიარეთ ერთად, ბევრი გადავიტანეთ... ერიკთან ერთად კი მხოლოდ ახლა დავიწყეთ გრძელი გზის გავლა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წინ გვაქვს.

- გასულ სეზონში მოასწარით სპოელსტრას გაცნობა?

- მთავარია, რომ მე მას ვენდობი. ყოველთვის რთულია ახალ მწვრთნელთან ერთად ახალი გზის დაწყება, მის ფილოსოფიაზე მორგება. მაგრამ ერიკი ცდილობს თითოეულთან მონახოს მიდგომა და სიმართლე გითხრათ, ეს კალათბურთელების ერთგვარ "მოსყიდვას" ჰგავს. ახალი მწვრთნელი არაფრით განსხვავდება გუნდში ახალი პარტნიორებისგან - სანამ მათ შეეჩვევი, სანამ შეთამაშდები... მაგრამ ჩვენი ურთიერთგაგება ყოველდღიურად უმჯობესდება, რაც მომავლის მიმართ ოპტიმიზმით განგვაწყობს.

- გიშლიდათ თუ არა ხელს მუშაობაში თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება?

- იმის გათვალისწინებით, რა მაღალ შედეგებსაც მივაღწიეთ გასულ სეზონში, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურად ვმუშაობდი. მართალია, მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ - საჩემპიონო ტიტული ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ზეწოლა, რაც ჩვენზე მთელი სეზონის განმავლობაში მოდიოდა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ გუნდი ახალი შემადგენლობით თამაშობდა. ასე რომ, სეზონს შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ.

- როგორ გადაიტანეთ ფინალში წაგება?

- ეს იყო ყველაზე უარესი კვირა ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიტან წაგებას.

- რას აკეთებდით იმ პერიოდში?

- არაფერს.

- ამ ზაფხულს ბევრს მუშაობთ ჰაკიმ ოლაჟუონთან. როგორ შეფასებას მისცემდით ამ გამოცდილებას და მაინც და მაინც ახლა რატომ დაგჭირდათ მისი დახმარება?

- ჰაკიმი - ლეგენდარული კალათბურთელია და მიმაჩნია, რომ ერთად კარგად ვიმუშავეთ. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თამაშის ყველა კომპონენტში გაუმჯობესებას და მოხარული ვარ, რომ ასეთ დიად მოთამაშესთან მუშაობის საშუალება მომეცა.

- "კლივლენდზე" ფიქრისას, პირველ რიგში, რა აზრი მოგდით თავში?

- პირველ რიგში, აქტიური გულშემატკივრები, რომელსაც ნამდვილად უყვართ და ესმით სპორტი. მე მათ დიდ პატივს ვცემ.

- არ გაქვთ სურვილი უშუალო მონაწილეობა მიიღოთ "მაიამის" სელექციაში? რაიმე ურჩიოთ პატ რაილის? მაგალითად, რომელიმე კალათბურთელის გაფორმება...

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. რაილი - შესანიშნავი პრეზიდენტია და ის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი აკეთებს იმისთვის, რომ გამარჯვებების მოპოვებაში დაგვეხმაროს. რა თქმა უნდა, თუ მას ჩემი რჩევა დასჭირდება - სიამოვნებით დავჯდები სალაპარაკოდ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მან ჩემს გარეშეც იცის, რომელი კალათბურთელი სჭირდება გუნდს და რომელია ზედმეტი.

- გაქვთ თუ არა ურთიერთობა მაიკლ ჯორდანთან? იქნებ, ის გაძლევთ რაიმე რეკომენდაციას?

- არა, ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, შესაბამისად, არანაირი რეკომენდაციები არ არსებობს.

- კლივლენდთან შედარებით როგორია მაიამიში ცხოვრება?

- ჩემთვის ეს სრულიად ახალი შეგრძნებაა, რადგან ადრე არასოდეს მიცხოვრია ოჰაიოს გარეთ. ასე რომ, იმის მიუხედავად, სად წავიდოდი - ფლორიდაში, ილინოისში, კალიფორნიაში ან სხვაგან - ჩემთვის ეს გარკვეულწილად თამამი გამოწვევა იქნებოდა. უნდა ვაღიარო, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მაიამიში ცხოვრებას შევგუებოდი, მაგრამ ახლა ქალაქს კარგად ვიცნობ და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

- უკვე გადაწყვეტილი გაქვთ მომავალ წელს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა?

- სიამოვნებით გავემგზავრებოდი ლონდონში ჩემპიონის ტიტულის დასაცავად, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია. ოლიმპიადა ყოველთვის მიყვარდა. მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების გვერდით ყოფნა - განსაკუთრებული მოვლენაა.

- შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს პეკინის ტრიუმფატორი გუნდი და "დრიმ-თიმი"?

- ის გუნდი უფრო მაღალი და ფიზიკურად ძლიერი იყო, ვიდრე ჩვენი. საკმარისია დავასახელოთ დევიდ რობინსონი, პატრიკ იუინგი და ჩარლზ ბარკლი... ჩვენ უფრო სწრაფად ვმოძრაობდით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ორივე გუნდი ძალიან ძლიერი იყო, ორივეს უნდოდა გამარჯვება და საბოლოოდ, ორივემ მიაღწია მიზანს.

- ვფიქრობ, თქვენთის პეკინის გამოცდილება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე წინა ოლიმპიადისა... მაინც რა მოხდა ათენში? შემადგენლობის მხრივ ის გუნდიც ძალიან ძლიერი იყო.

- როგორც ჩანს, ჩვენ უბრალოდ დრო არ გვეყო სათანადოდ შეთამაშებისთვის. ნუ გადავიწყდებათ, რომ 2008 წლის გუნდმა ერთად სამი წელი გაატარა - ყოველ ზაფხულს ვიკრიბებოდით და თამაშს ვაუმჯობესებდით. ათენში კი არ გვქონდა ამის საშუალება და ამიტომაც, არ ვიყავით ერთიანი გუნდი.

- კლივლენდიდან მაიამიში გადასვლამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ ლიგის კალათბურთელთა უმრავლესობამ თქვენი მხარე დაიჭირა...

- კოლეგების მხრიდან პატივისცემა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია და სხვა მოთამაშეებისგან გამხნევება სასიამოვნოა. მე მართლაც მადლიერი ვარ მათი.

- ბევრმა მოთამაშემ გამოთქვა ლოკაუტის პერიოდში საზღვარგარეთ თამაშის სურვილი, მაგრამ თქვენგან ასეთი რამ არ მოგვისმენია. რატომ?

- ახლა, პირველ რიგში, იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ საკუთარი თამაშის ხარისხი გავაუჯობესო. ამასთან, სულაც არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უარესი პროგნოზი გამართლებდა და სეზონი მთლიანად გაუქმდება. შეიძლება ოპტიმისტად ჩამთვალოთ, მაგრამ მე რეგულარული ჩემპიონატის სტარტისთვის ვემზადები.

- თავად მონაწილეობთ ლიგასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებებში?

- მინდა ამ პროცესში უფრო მეტად ვიყო ჩართული, მაგრამ სხდომებს ისედაც მუდმივად ესწრება ჩემი ახლო მეგობარი კრის პოლი და თანაგუნდელი ჯეიმს ჯონსი. ასე რომ, მუდმივად საქმის კურსში ვარ, რაც იქ ხდება.

- როგორ ფიქრობთ, შეგეძლოთ თუ არა გასულ სეზონში MVP-ის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოგება?

- ერთმნიშვნელოვნად, არა.

- რატომ?

- "კლივლენდიდან" "მაიამიში" გადასვლა არ მომცემდა ამ საპატიო პრიზისთვის ბრძოლის შანსს და ეს კარგად ვიცოდი.

- შემდეგ სეზონში?

- რა თქმა უნდა, შანსი მაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი.

- ცხადია, რომ კლუბის შეცვლის შემდეგ პოპულარობა დაკარგეთ NBA-ის გულშემატკივრებს შორის. ეს არ გაწუხებთ?

- რთული საკითხია. დღეს, პირველ რიგში, ვწუხვარ იმის გამო, რომ გავაუმჯობესო საკუთარი თამაშის ხარისხი. ჩემი ახლო მეგობრები და ნათესავები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- თუ მომავალ წელს NBA-ში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძელით, ეს უფრო დიდი მიღწევა იქნება თუ ოლიმპიური თამაშების ოქრო?

- პეკინში გამარჯვება უდიდესი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან შევძლებ NBA-ის ჩემპიონობის მოგებას. ეს არის ჩემი უპირველესი მიზანი. ხოლო თუ ეს პრიზი მოვიპოვე, აი, მერე შეიძლება ლონდონის ოქროზე ფიქრი. რატომაც არა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!