ა ლიგა შეივსო. სუპერლიგის ქვედა ლიაში მე-6 გუნდი გამოვლინდა. ტურნირის ბოლო მონაწილე საკალათბურთო გუნდი “ვინგსი” გახდა. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო რაუნდის მე-2 მატჩში 92:79 (სტატისტიკა) დაამარცხა “სოხუმი საქართველო” და “ა” ლიგაში შესასვლელი საგზური დაისაკუთრა.

ეს გახლდათ საკვალიფიკაციო, 2-მატჩიანი რაუნდი, რომელშიც ერთის მხრივ გასული სეზონის “ა” ლიგის მეხუთე ადგილოსანი სოხუმი-საქართველო და მეორეს მხრივ ახალშექმნილი კლუბი “ვინგსი” თამაშობდნენ. “ვინგსი” აქამდე ასაკობრივი გუნდი იყო და თითქმის ყველა ასაკში გამოჰყავდა გუნდი. ნიკა ბურჯანაძემ, რომელიც 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია, გადაწყვიტა ძალების სენიორთა შორის მოსინჯვა და სპონსორების დახმარებით ლეგიონერებს უხმო, რომლებსაც საკუთარი სკოლის გაზრდილი ბიჭები დაამატა და…

ვინგსი “ა” ლიგის წევრია, მიზანი მიღწეულია. გუნდმა მოახერხა და ა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში დამარცხების შემდეგ მეორე შანსი გამოიყენა. ვინგსმა ფინალი “ბლექ ფორტრესთან” წააგო, თუმცა დებულების თანახმად “ა” ლიგის ბოლო საგზურისთვის ბრძოლის უფლება მიეცა ორმატჩიან რაუნდში, სადაც წინა სეზონში “ა” ლიგის მე-5 ადგილოსან სოხუმი-საქართველოს შეხვდა.

ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა 23 დეკემბერს სოხუმი-საქართველომ 77:72 მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე შეხვედრაში ვინგსმა იძალა, 13 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და ორმაჩიანი დაპირისპირება სათავისოდ დაასრულა. გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომლის დაწყებამდე სოხუმი საქართველო 1 ქულით იგებდა. მესამე პერიოდი ვინგსმა 33:20 მოიგო, მოპოვებული უპირატესობა დასკვნით პერიოდშიც შეინარჩუნა და საწადელს მიაღწია.

სიმბოლურია, რომ ვინგსს ამ კლუბის აღზრდილმა ირაკლი ახალაიამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა. 15 ქულით და 19 მოხსნით გამოირჩა ჯაჯა დევისი, 20 ქულა ჯერემია დევისის ანგარიშზე იყო.

ასე და ამგვარად “ა” ლიგის 6 გუნდი შეიკრა: ამრა (ახალციხე), გრიფინი (კასპი), ბურჯი (თელავი), თავისუფალი უნივერსიტეტი, ბლექ ფორტრესი და ვინგსი. ტურნირი იანვარში დაიწყება.

GBF

გივი
ვინც ესეთი განრიგი მოიგონა კალათბურთის აზრზე არ არის და რატო კალათბურთში 1 თამაში წაუვა ერთ გუნდს და მეორეს არა და ასე შემდეგ.ბურთი მრგვალია და კალათა პატარა. ორ მოგებამდე უნდა ყოფილიყოს თამაში
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა