ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ფეხბურთელი რომ გახდა, გუნდს საფრანგეთის სუპერთასი რამდენიმე დღის მოპოვებული ჰქონდა და ეს ტიტული ქართველის მდიდრულ მონაპოვარს აკლია. "კვარას" ამის "გამოსწორება" ახლა შეუძლია - დღეს, 8 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე, პსჟ "მარსელს" ქუვეითში, "ჯაბერ ალ-აჰმადზე" (60 000 მაყურებელი) შეხვდება.

მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო და მარსელელებმა უბრალოდ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ სუპერთასისთვის დიდ ბრძოლას გამართავენ.

პარიზელებმა აზიაში ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საკონტინენტთაშორისო თასი აღმართეს და ახლა კიდევ ერთი ტიტული სურთ.

პსჟ-მა ჩემპიონატში "მარსელთან" (0:1) წააგო, მაგრამ ცხრილში მათთვის რეალური კონკურენციის გაწევას მაინც ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად, შურისძიებაზე ფიქრი იქნება.

ენრიკემ შესვენების შემდეგ გუნდი ტონუსში მაქსიმალურად მოიყვანა და "პარიზს" (2:1) ისე აჯობა. არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას და მას პირველად ახლა მოუწევს საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. "კვარას" ფინალები აშკარად გამოსდის.

ჰაკიმი და მბაიე აფრიკის თასზე არიან, საფონოვსა და ლის კი ტრავმები აწუხებთ. ბოლო შეხვედრაში გოლების ავტორები, დემბელე და დუე სასტარტოში იქნებიან და მათ ხვიჩა კვარავლცხელიაც დაემატება.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: შევალიე - ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია;

მარსელი: რული - პავარი, ბალერდი, აგუერი - ვეა, ო'რაილი, ნადირი, ემერსონი - გრინვუდი, პაიშაო - გუირი.

"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
ლორან ბლანი: "ბორდოსთან" მატჩი რთული იყო
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
ზედიზედ მესამედ, ისტორიაში მეხუთედ: პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში