2026 წლის ივნისიდან "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ამა წლის იანვრიდან ივნისამდე ორივე გუნდს მისი იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება. "შავ ლომში" ბორტოლამის დებიუტი 10 იანვარს, "ჩელენჯ თასზე" ფრანგულ "მონტობანთან" (სტუმრად) შედგება. ჩვენი გუნდი 17 იანვარს იტალიურ "ძებრეს" „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება.

ბორტოლამი გაიყვანს "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 8 და 15 თებერვალს სტუმრად, შესაბამისად შვეიცარიასა და ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო 21 თებერვალს თბილისში ესპანეთს დაუხვდება. ნახევარფინალები 7-8 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 15 მარტს მადრიდში გაიმართება.

პიერ-ანრი ბრონკანი

51 წლის პიერ-ანრი ბრონკანიგამოცდილი სპეციალისტია, რომელიც კარგად იცნობს ფრანგულ, ქართულ და საერთაშორისო რაგბის. ის ითვლება ძლიერ ტაქტიკოსად, რომელიც ფიზიკურ დისციპლინირებულ რაგბის ანიჭებს უპირატესობას.

ბრონკანი 1992-2006 წლებში სხვადასხვა ფრანგულ კლუბებში თამაშობდა, მათ შორის ‘ოშში’, ‘მონტობანსა’ და ‘ბეზიეში’, 2006 წლიდან კი მისი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.მან გაიარა ყველა საფეხური სამოყვარულო ლიგებიდან ტოპ-დონემდე.

მისი პირველი გუნდი იყო ‘ბლანიაკი’, რომელიც პირველსავე სეზონში პრო დე2-ში აიყვანა. 2007-2014 წლებში მუშაობდა ‘ოშში’, ‘ორიაკში’, ‘კოლომიესა’ და ‘ტარბში’, რომლებშიც მრავლად იყვნენ ქართველი მორაგბეები.

2015 წლიდან ბრონკანი ფრანგულ გრანდს, ‘ტულუზას’ შეუერთდა და დაცვის მწვრთნელად სამი წელი იმუშავა. 2018-2020 წლებში ის ინგლისურ ‘ბათში’ მუშაობდა, საიდანაც იმჟამად ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსს დაუკავშირდა და 2023 წლის მსოფლიო თასზე, უკვე ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში, ჯონსის სამწვრთნელო შტაბში მოლის კონსულტანტად იმუშავა.

მანამდე მას სამი წარმატებული სეზონი ჰქონდა ტოპ 14-ის ‘კასტრის’ მთავარი მწვრთნელის რანგში და გუნდი 2022 წელს ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა.

2023 წლიდან პიერ-ანრი ბრონკანიფრანგული ‘ბრივის’ მთავარი მწვრთნელია, რომლის შემადგენლობაში ამჟამად სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს - კოტე მიქაუტაძე, ვახ აბდალაძე და გიორგი შველიძე. ის აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, მერე კი საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს.

მარკო ბორტოლამი

გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, იანვრიდან ეროვნული ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ საწვრთნელ პროცესს პიერ ანრი ბრონკანის იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება. ის ახალი მთავარი მწვრთნელის ხედვისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მასთან სრულ კოორდინაციაში იმუშავებს.

45 წლის მეორეხაზელის კარიერა ‘პადოვაში’ დაიწყო, საიდანაც 2004 წელს ფრანგულ ‘ნარბონში’ გადავიდა და იქ ორი სეზონი გაატარა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში მარკო ინგლისის პრემიერშიფის ‘გლოსთერის’ ღირსებას იცავდა, ხოლო 2010 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ ‘აირონის’,მერე კი ‘ძებრეს’ შემადგენლობაში თამაშობდა.

ბორტოლამის დებიუტი იტალიის ნაკრებში 2001 წელს შედგა და 2015 წლამდე 112 კეპი მოიხვეჭა (7 ლელო), რაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ის იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია - გუნდს მოედანზე პირველად 2002 წელს, 22 წლის ასაკში წარუძღვა. ბორტოლამი სამი (2003, 2007 და 2011) მსოფლიო თასის მონაწილეა.

მოთამაშის კარიერის დასრულებისთანავე მარკო ბორტოლამის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და 2016-2021 წლებში იტალიური ფრენჩაიზის - ‘ბენეტონის’ მთავარი ასისტენტი-მწვრთნელი იყო, 2021 წლიდან კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და ამ პოზიციაზეა 4 წელი გაატარა. ამ პერიოდში გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და 2023/24 წლების სეზონში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

‘ბენეტონს’ ბორტოლამის ხელმძღვანელობით წარმატებები ქონდა ევროტურნირებშიც. ჩემპიონთა თასზე მან ერთხელ ჯგუფური ეტაპი დაძლია და 1/16-ფინალში ითამაშა, ხოლო ჩელენჯ თასზე ორჯერ ზედიზედ უწია ნახევარფინალს (2022/23 და 2023/24 წლები).

2025/26 წლების სეზონის დასაწყისში იტალიელმა ინგლისის პრემიერშიფის კლუბი ‘სეილ შარქსი’ ჩაიბარა და გახდა პირველი იტალიელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისის პრემიერშიფის გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მარკო ბორტოლამიმ ‘სეილ შარქსი’ 2025 წლის დეკემბერში დატოვა და 2026 წლის იანვრიდან ჯერ ‘შავ ლომს’, მერე კი მასთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარუძღვება.

Rugby.ge

რომა
საკმაოდ კარგი ვარიანტი მგონია. წესით, მოლი და აუტი დალაგდება და შერკინება დაუბრუნდება რაც უნდა იყოს და შეგვიძლია იმ სტანდარტს... აქვე - შერკინება მარტო მიწოლა არაა, ბოჭვები-გასუფთავება-დაცვა-ბურთის წაღება ბრძოლაში - არის მთავარი და არც ის დამვიწყებია 3-4 წლის წინ 10 ნომრამდე ბურთი რო ვერ გაგვქონდა შერკინების უსუსურობის გამო. ამან დაალაგოს სტატიკა და მერე მოვიყვანოთ უნდა ან აზემა ან ვინმე.. გეტლანდი აქ მარტო ხინკლის საჭმელად თუ ჩამოვა... რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა ვერ ვხვდებოდი თავიდანვე და უბრალოდ ჭორი მგონია ეგ ამბავი.
რაგბი
უკეთესიც შეიძლებოდა,დავიღალეთ არაპროფესიონალი კადრების მიღება გაშვებით, ნუ ვკარგავთ ძვირფას დროს და ძვირფას ოქროს თაობას
S.K.K.
ენის ბარიერიც გასათვალისწინებელია, ჩვენებმა ფრანგული მეტ-ნაკლებად იციან აი ინგლისურის რა მოგახსენოთ. თუმცა გული ცოტა ცუდს მიგრძნობს, თვრამეტწლამდელებივით არ მოგვივიდეს... ფინალი მადრიდში, დიდრიცხვთა კანონი, ესპანელებიც თავს გაიგიჟებენ...
პაატა
ევროპული რაგბის საშუალო დონის მწვრთნელი (ეს მეორე, იტალიელი საერთოდ ვის დაკარგვია?!)… ძალიან სამწუხაროა რასაც ესენი აკეთებენ! მოიკითხეთ ერთი ვინ არის მაღალ მიღწევებზე, ანუ ჩვენი რაგბის განვითარებაზე პასუხისმგებელი და უცბად მიხვდებით რატომაც არჩევენ ასეთი დაბალი დონის მწვრთნელებს! ვითომ კოკერელი მაგის შერჩეული არ ყოფილიყოს რა… რაც შეეხება იმას რომ ფრანგია და იქ უკეთ დააკვირდება ჩვენს ბიჭებს… ეს არის ტვინის ამრევი ბალამუტი!!! ფედერაციის პიარ-სამსახურის საყურადარებოდ: ჩვენთან უნდა იაროს თამაშებზე და შავი ლომი პერსპექტიული ბიჭებით დააკომოლექტოს!!! გასაგებია? ორი წელი ხომ სრულად დააკარგინეს ბიჭებს, ეხლა ამ ორ წელსაც ზედ მიაყოლებენ ეს ……:(((
tngh
წარმატება "შავ ლომს" და საქართველოს ნაკრებს... ბეჰემოტების გულის გასახეთქად!!!
zura222
რეგბი რა სპორტია ვერ გავიგე, წესები თითონ რეგბისტებმაც არ იციან, არ კმარა მაგათზე მილიარდების ხარჯვა? DDD
ბოროტი ბეჰემოტი
უკვე გასაგებია ყველაფერი - ამ ე.წ. "ტრანსფერით"/დანიშვნით საქართველოს რაგბის კავშირმა ქომაგებს ნათლად უთხრა ერთი რამ: "მსოფლიო რაგბი"-ს ახალი წესებით, აწი მაინც ვეღარ შევხვდებით პირველი დონის გუნდებს (გარდა 2027 წლის მსოფლიო თასისა) და ამიტომ აღარ გვაქვს ამბიციები მათთან ტოლ-სწორად თამაშისაო... ამიტომაც, აწი ნურავის ნუღარ გაუკვირდება ან ეწყინება, თუკი ნაკრების თამაშებზე, ბოლო დროს ნახევრად ცარიელი სტადიონები კიდევ უფრო დაცარიელდება! აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას, რაგბის კავშირის ბოსებო (ბოლო სიტყვა ცოტა შესაცვლელია ალბათ), ალბათ ესპანეთიც მოგვიგებს მომავალში და მერე, როგორც იტყვიან, "დავაი დასვიდანია"!
ნინი
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს და ქართულ რაგბის. ამ ახალ მწვრთნელებს გამოცდილება, მაღალი კლასის გუნდებში მუშაობა და მოტივაცია არ აკლიათ. თანაც ისეთ სამწვრთნელო ასაკში არიან, რომ საქართველოში პენსიაზე გასვლაზე კი არ იფიქრებენ, არამედ მომავალზე, თუნდაც თავისზე. ამიტომ მგონია, რომ კარგი არჩევანია, თანაც საქართველოს ნაკრების უმრავლესობა საფრანგეტში თამაშობს და ბრონკანს უკეთ შეეძლება მათი დაკვირვება და საუკეთესოების არჩევა.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა