ქართველი ლეგიონერებით მდიდარი გუნდის თავკაცს დმიტრი ჩერიშევს თირკმლებში კენჭები აღმოუჩინეს
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", სადაც ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, არამხოლოდ სატურნირო მდგომარობაზე (მე-13 ადგილი) დარდობენ. კლუბში ყველაფერთან ერთად მთავარი მწვრთნელის დმიტრი ჩერიშევის ჯანმრთელობაც აფიქრებთ.

როგორც ირკვევა, რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში "ტერეკთან" გუნდს მთავარი მწვრთნელი ვერ წარუძღვება და ამის მიზეზი თირკმლებში კენჭებია, რის გამოც ნიჟნელთა თავკაცს ოპერაცია ესაჭიროება. ერთი სიტყვით, ამაზეა ნათქვამი, გაჭირვებულს ქვა (გნებავთ კენჭი) აღმართში დაეწიაო...

"ჩერიშევს თირკმლებში კენჭები აღმოუჩინეს. ექიმები ოპერაციის საჭიროებას არ გამორიცხავენ. თავის ფუნქციებს ის, სულ ცოტა, ხუთ დღეს მაინც ვერ შეასრულებს და ამ პერიოდში გუნდს მისი თანაშემწე სერგეი პერედნია უხელმძღვანელებს", - განაცხადა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა.

ბოლო დროს ჩერიშევის "ვოლგადან" გაშვებაზე რუსეთში ბევრს საუბრობდნენ და მიზეზი ნათელია - მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ომარ თეთრაძის დათხოვნის შემდეგ გუნდი უარესად თუ არა, უკეთესად ნამდვილად ვერ თამაშობს და შედეგიც შესაბამისი აქვს. გოიხმანს გუნდში ჩერიშევის მომავალზეც ჰკითხეს, თუმცა პრეზიდენტმა მოკლედ მოჭრა - კლუბის ხელმძღვანელობის სხდომაზე ეს საკითხი არ დასმულაო.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა