ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით "ორლანდო მეჯიქისა" და "მემფის გრიზლის" შეხვედრა გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში გაიმართა. მატჩი "მეჯიქის" გამარჯვებით, 118:111 დასრულდა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა (1/2 საჯარიმო, 2/5 ორქულიანი), 3 მოხსნა (3-ივე მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საუკეთესო პაოლო ბანკერო გახლდათ, რომელმაც აქტივში 26 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა.

ენტონი ბლექმა 21 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, გამთამაშებლის ბრწყინვალე ჩატენვა, რომელიც 4 მოწინააღმდეგის წინააღმდეგ შეასრულა.

ფრანს ვაგნერმა 18, ხოლო დესმონ ბეინმა 13 ქულა ჩააგდო.

"გრიზლის" მხრიდან ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა თავი 30 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

სანტი ალდამას ანგარიშზე 18 ქულა გახლდათ, ხოლო ჯიჯი ქოვარდის - 17.

ამრიგად, "ორლანდო" 23 გამარჯვებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, "მემფისი" 17 მოგებითა და 23 მარცხით დასავლეთში - მე-10.

ეს გუნდები 18 იანვარს მორიგ შეხვედრას ერთმანეთის წინააღმდეგ ამჯერად ინგლისში, კერძოდ ლონდონში ითამაშებენ.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა