ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული “ქუთაისია”. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალურ მატჩში 93:89 (სტატისტიკა) დაამარცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და მემორიალის 21-ე გათამაშების ჩემპიონი გახდა.

ქუთაისი საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ტიტულებით გაუთანაბრდა “რუსთავს”. ქვემო ქართლურ გუნდს აღნიშნული ტურნირი 6-ჯერ აქვს მოგებული და ქუთაისელებმაც ისტორიაში სწორედ მეექვსედ მოიგეს ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალი. წინა, 2025 წლის გათამაშების ფინალშიც ქუთაისი და თსუ შეხვდნენ და მაშინ უნივერსიტეტელებმა ოვერტაიმში იმარჯვეს. გარდამავალმა თასმა უნივერსიტეტში ერთი წელი დაჰყო და დღეს ის ქუთაისისკენ გაეშურა.

იმერულმა კლუბმა თსუ-ს გარჯა ბოლო წუთებზე წყალში ჩაუყარა, როცა მე-4 პერიოდის შუაწელში 3.5-წუთიანი მონაკვეთი 20:4 მოუგო. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კურვოსიე მაკკოლის ორიანით თსუ 75:70 დაწინაურდა, რის შემდეგაც დაიწყოო… დეტრეკ ბრაუნინგმა 2 საჯარიმო მიითვალა, მერე კი ესტაფეტა ტაირი ბოიკინმა გადაიბარა, რომელმაც ზედიზედ, 20 წამის ინტერვალში 5 ქულა ჩააგდო და ქუთაისი 77:75 დააწინაურა. აღნიშნულ, 20:4 გაქცევაში 7-7 ქულა ბოიკინი-ბრაუნინგის ანგარიშზე იყო, ხოლო 6 ქულა, ზედიზედ 2 სამქულიანი კახა ჯინჭარაძემ ჩააგდო, რითაც თსუ-ს იმედი ფაქტობრივად გადაუწურა – 90:79 დასრულებამდე 70 წამით ადრე.

თსუ განწირული ჩანდა, თუმცა მაკკოლისა და ჰარდრიქტის სამქულიანებით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტის გასაკეთებლად დრო არ ეყო. ქუთაისელებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი მეექვსედ მოიგეს. მატჩის გმირი ბოიკინი გახდა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დეტრეკ ბრაუნინგმა მიითვალა. ბობოლო პერიოდში ზედიზედ 2 სამქულიანით თსუ-ს გამტეხმა კახა ჯინჭარაძემ შეხვედრა 16 ქულით, 7 მოხსნით და 3 პასით დაასრულა.

სწორედ ჯინჭარაძე გახდა ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, რომელსაც ოთარ ქორქიას სახელობის პრიზი კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა. საუკეთესო უკანახაზელად, ცხადია, ბოიკინი დასახელდა, რომელიც ზურაბ საკანდელიძის მოსახელე შვილიშვილმა – ზურაბ საკანდელიძემ დააჯილდოვა. საჩემპიონო თასი კი დეტრეკ ბრაუნინგმა საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილისგან, გიორგი ჯაფარიძისგან ჩაიბარა.

GBF.GE

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალზე "ქუთაისმა" გაიმარჯვა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მემორიალზე დაუმარცხებელი 3 გუნდია: "დელტა", "თსუ-ჰიუნდაი" და "ქუთაისი"
საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის ფინალში "დელტა" და "თსუ-ჰიუნდაი" შეხვდებიან
მემორიალის ფინალში “ქუთაისი” და “რუსთავი” შეხვდებიან