საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა.

რიგაში გამგზავრებამდე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ნაკრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გუნდს წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძე (საქართველოს პრემიერ-მინისტრი): „როგორც რიგითმა გულშემატკივარმა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ნიჭთან ერთად, ის წარმატება, რასაც თქვენ მიაღწიეთ, ძალიან დიდი შრომის შედეგია და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით. მინდა, დიდი წარმატება გისურვოთ უკვე ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ. თქვენ ჩაუყარეთ ამას საფუძველი. გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ წელს და წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე“.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „გვიხარია და ვამაყობთ, რომ ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. იმედიანად ვართ და გვჯერა, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ახლაც წარმატებით ვიასპარეზებთ. ძალიან კარგი და მოტივირებული გუნდი გვყავს. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ მივულოცო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და წარმატებები ვუსურვო“.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ვფიქრობ, მზად ვართ ევროპის ჩემპიონატისთვის. თბილისში დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ ლატვიაში გავემგზავრებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც ასეთ დროს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს. მჯერა, რომ ყველას შეგვიძლია მინიმუმ ის წარმატება გავიმეოროთ, რაც წინა ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. ყველას ვპირდებით თავდადებას. ვამაყობთ იმით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას ასეთ მაღალ დონეზე, რასაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია“.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე 18 იანვარს გაემგზავრება. 19 იანვარს კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

ფუტსალის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი

21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)

NAKREBI.GE

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა