"ლაიფციგის" 35 წლის სლოვენიელმა ნახევარმცველმა კევინ კამპლმა კარიერა დაასრულა და ამას საკმაოდ მძიმე მიზეზი აქვს. ფეხბურთელმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ძმის მოულოდნელი გარდაცვალების გამო გადაწყვიტა.

კამპლი "ლაიფციგის" ფანებმა "ბაიერნთან" ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩის წინ გააცილეს. ადრე მან წერილი გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ღრმა მწუხარებით აღსავსე და საკმაოდ ემოციური პერიოდი გაიარა.

"ეს ბოლო თვეები ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და ჩემი ოჯახისთვის ღრმა მწუხარებით იყო აღსავსე. ძმის უეცარი დაკარგვის ტკივილმა დამანახა, თუ რამდენად ძვირფასია დრო და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გატარება ყველაზე ახლობელ ადამიანებთან.

ამდენი წლის შემდეგ მივხვდი, რომ სახლში წასვლის დრო დადგა. ამას იმიტომაც ვაკეთებ, რომ მამაჩემი ჯანმრთელად არ არის და მინდა, რომ მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო.

რაც არ უნდა რთული იყოს ეს ნაბიჯი ჩემთვის, ცხოვრებაში ზოგიერთი გადაწყვეტილება ფეხბურთზე მნიშვნელოვანია. სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ ერთხელ ჩვენს სტადიონზე თქვენს წინაშე, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. ასე არ წარმომედგინა ჩემი დამშვიდობება. მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება განსხვავებულ პრიორიტეტებს გვთავაზობს და ამ გადაწყვეტილებას მშვიდად ვუყურებ", - ნათქვამია ფეხბურთელის წერილში.

გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოსამშვიდობებელი საჩუქრის სახით, ნახევარმცველმა კლუბის გულშემატკივრებს 4,444 ლიტრი ლუდი გადასცა.

ინფორმაციისთვის, კამპლი "ლაიფციგში" 2017 წლიდან ირიცხებოდა. მანამდე ის "ლევერკუზენში", "დორტმუნდში", "ზალცბურგში", "აალენსა" და "ოსნაბრიუკშიც" თამაშობდა.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
მუნდიალი 2018: სლოვენიის ნაკრები კამპლის წინააღმდეგ
დორტმუნდის "ბორუსია": მისია "მეორე წრე" დაიწყო
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"რეალი" დიომანდეს 100+ მილიონად შეიძენს
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს