ერთი ახალბედა და დაბრუნებული ვარსკვლავები
დორტმუნდის "ბორუსიამ" სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ზამთრის არდადეგების შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარეს. იურგენ კლოპის მიზანია - გადაჭრას ყველა პრობლემა და რაც შეიძლება მალე გამოიყვანოს გუნდი გასავარდნი ზონიდან. საინტერესოა, როგორ აპირებს ამის გაკეთებას "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი?

ერთი ახალბედა და დაბრუნებული ვარსკვლავები

პირველ რიგში, კლოპს იმ ვარსკვლავების იმედი აქვს, რომლებმაც ტრავმები მოირჩინეს. ასევე, კლუბში დიდ იმედებს ამყარებენ ახალბედა კევინ კამპლზე.

სლოვენიელი შემტევი ნახევარმცველი ჯერჯერობით გუნდის ერთადერთი შენაძენია ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. როგორც გუნდის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს - კამპლი მრავალმხრივი შემტევი ნახევარმცველია და თავისი სტილით კარგად ერგება "დორტმუნდს".

სლოვენიელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ თავიდანვე შეძლებს ახალ გუნდთან შერწყმას: "მე-17 ადგილი არ მახარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. იმედია, შევძლებ პრობლემების გადაწყვეტაში საკუთარი წვლილის შეტანას".

იურგენ კლოპს ახარებს ისიც, რომ მის განკარგულებაში არიან მოთამაშეები, რომლებიც დიდი ხანი ტრავმირებულები იყვნენ და ვერ დაეხმარნენ გუნდს პირველ წრეში. იაკუბ ბლაშჩიკოვსკის შეეძლება სრულად გაიაროს მზადება მეორე წრისთვის და აკრიფოს ფორმა, რათა ისევ გახდეს მრისხანე ძალა მარჯვენა ფლანგზე. მარკო როისი და სოკრატის პაპასტატოპულოსი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და ისინიც სრულფასოვან მზადებას გაივლიან.

უფრო რთულად არის საქმე ჰენრიხ მხითარიანთან დაკავშირებით. ის მწყობრში მხოლოდ იანვრის ბოლოს ჩადგება, თუმცა იმედოვნებს, რომ მეორე წრის დაწყებამდე რამდენიმე ვარჯიშში მონაწილეობას შეძლებს.

მოთამაშეები შემადგენლობაში ბრუნდებიან, თუმცა კლოპი რამდენიმე ფეხბურთელს მაინც დაკარგავს. აზიისა და აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრნენ შინჯი კაგავა, მიტჩელ ლანგერაკი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ისინი მთლიანად გამოტოვებენ გუნდის შეკრებას.

ასე რომ, კლოპს მაინც მოუწევს შემადგენლობის მხრივ იმპროვიზაცია, თუმცა მის განკარგულებაში უფრო მეტი მოთამაშე იქნება, ვიდრე პირველ წრეში იყო.

რას გადაწყვეტს გიუნდოგანი?

თუ "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი მხოლოდ მეორე წრეზეა კონცენტრირებული, მიხაელ ცორკმა მომავალზეც უნდა იფიქროს. 2016 წლის ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ შემდეგ ფეხბურთელებს: რომან ვაიდენფელერს, მიტჩელ ლანგერაკს, ნევენ სუბოტიჩს, ოლივერ კირხს, კევინ გროსკროიტცსა და ილქაი გიუნდოგანს.

ბოლო დროს გიუნდოგანის თემაა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური. ბოლო ინფორმაციით, "დორტმუნდი" არ აპირებს, ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას სხვაგან 2016 წლის ზაფხულში. ამიტომაც ფეხბურთელი არჩევანის წინაშე დააყენეს: ან ახალი კონტრაქტის გაფორმება, ან 2015 წლის ზაფხულში გაყიდვა.

მიხაელ ცორკმა კომენტარი გაუკეთა გიუნდოგანთან კონტრაქტის გაგრძელების სიტუაციას: "ის ახლა ჯანმრთელადაა და ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ყოველგვარი ტკივილისა თუ პრობლემის გარეშე თამაშობს და ვარჯიშობს. მისთვის სასარგებლო იქნება ეს სამკვირიანი შეკრება. ამის შემდეგ კი მოსალაპარაკებლად დავსხდებით. ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ გვსურს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება".

გაზეთ "ბილდის" ინფორმაციით, გიუნდოგანმა გადაწყვეტილება მარტამდე უნდა მიიღოს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაწყდება, ცორკი ყველა ღონეს იხმარს სხვა მოთამაშეების შესანარჩუნებლად. პირველ რიგში, ლაპარაკია მარკო როისსა და მათს ჰუმელსზე.

იმავე "ბილდის" ცნობით, როისის პიროვნების გარშემო არსებული უამრავი ჭორის მიუხედავად, ფეხბურთელს თავის მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება ჰუმელსს, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუიჯი ლონგარიმ დაწერა, რომ რამდენიმე დღის წინ "დორტმუნდმა" უარყო "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება 26 წლის მცველის ტრანსფერზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
გიუნდოგანმა, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
მუნდიალი 2018: სლოვენიის ნაკრები კამპლის წინააღმდეგ
რომანო: გიუნდოგანი "ბარსელონას" დატოვებს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის დაბრუნება სურს
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გიუნდოგანი 1 წლის წინ "სიტიდან" მეუღლის გამო წავიდა, ახლა კი სარას ამ საქციელმა დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთელი "ბარსელონასაც" ტოვებს
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
გიუნდოგანმა შესაძლოა, კარიერა კატარის ჩემპიონატში გააგრძელოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
გიუნდოგანი მანჩესტერშია და დღეს "სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის