ევროპის ჩემპიონატამდე ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების 11 ნომერზე, გიორგი ცხოვრებაძეზე წერდა: “გუნდის მთავარი ძალა კვლავ გიორგი ცხოვრებაძეა, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ნახტომით და გადამწყვეტ მომენტებში შეტევის გაძღოლის უნარით“.

„ზაგრების“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეტევის მთავარ იარაღად იქცა, ჯგუფური ეტაპი ბომბარდირის სტატუსით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სამივე შეხვედრაში უხვგოლიანობით გამოირჩეოდა.

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მისთვის კარგად ნაცნობ ხორვატებს 7 ბურთი გაუტანა, შვედეთს, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – 11 და ამდენივეჯერ აიღო ნიდერლანდების კარი. შედეგად, სამ მატჩში მის ანგარიშზე დაგროვდა 29 გოლი, რაც ევრო-2026-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მაჩვენებელია პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან ერთად.

თუ უფრო გავშლით ცხოვრებაძის მაჩვენებლებს, შევიტყობთ, რომ მას ერთ მატჩში საშუალოდ 9.7 გოლი გაჰქონდა. რაც შეეხება ასისტებს, ამ შემთხვევაში მისი მაჩვენებელი 9 არის, ანუ მატჩში საშუალოდ 3 ასისტი.

საინტერესოა პასების მაჩვენებელიც. ცხოვრებაძემ სამ მატჩში 457 გადაცემა შეასრულა, რაც საშუალოდ 152.3 მოქმედებაა. ისიც ვთქვათ, რომ სამ მატჩის განმავლობაში ჯამში 140 წუთი დაყო მოედანზე, ეს კი საშუალოდ მოედანზე გატარებული 46.8 წუთია.

და კიდევ, გიორგი ცხოვრებაძის გოლი ნიდერლანდებთან ჯგუფური ეტაპის საუკეთესოებს შორის მესამე ადგილზე გავიდა.

geohandball.ge

იფრინა გიორგიმ
ძალიან მაგარი ბიჭი. წარმატება.
Bs
მაგარი კაცი გვყავს!
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
[VIDEO] ეს აუცილებლად უნდა ნახოთ - გიორგი ცხოვრებაძის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძე ისევ შეუჩერებელი იყო - საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო