დასრულდა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ხუთეულის წევრთა შერჩევა, რისთვისაც 16 იანვრიდან სუპერლიგის ვებ-გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობდა. გულშემატკივრებს დღეში ერთხელ შეეძლოთ საკუთარი შეხედულებისამებრ მატჩის მონაწილე გუნდების ხუთეულები, ჯამში 10 კალათბურთელი დაესახელებინათ. ერთკვირიანი გამოკითხვის შედეგად ოლ სტარში მეტოქე გუნდების ხუთეულის წევრები შეირჩა:

ადგილობრივები: ნიკოლოზ თოთლაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლევან ბაბილოძე (ბათუმი), ვლადიმერ თავაქარაშვილი (ივერიონი), აკაკი დვალიშვილი (ბათუმი).

ლეგიონერები: დეტრეკ ბრაუნინგი (ქუთაისი), ტაირი ბოიკინი (ქუთაისი), მონტეს მატისი (რუსთავი), მაირინ ტომასი (ბათუმი), დენგ გაკი (რაში).

ადგილობრივთა გუნდს სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფი ვსა-ს თავკაცი, დავით ნოზაძე გაწვრთნის, რომელმაც ასისტენტებად კოტე ტუღუში (ქუთაისი) და ალექსანდრე ნოზაძე (ვსა-ს ასისტენტი მწვრთნელი) დაასახელა. ლეგიონერთა გუნდს მეორე ადგილზე მყოფი თსუ-ს მწვრთნელი უნდა გასძღოლოდა, რომელიც ავადმყოფობის გამო ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რგოთობის მიხედვით ეს ადგილი მომდევნო ადგილზე მყოფი გუნდის მწვრთნელს ეკუთვნოდა, მაგრამ მარგვეთის თავკაცმა დაგეგმილი გრაფიკის გამო უარი თქვა ოლ სტარზე. შესაბამისად, ოლ სტარზე ლეგიონერთა გუნის მწვრთნელი კსუ-კავკასიას დამრიგებელი, ბექა წივწივაძე იქნება.

ყველა ვარსკვლავის მატჩის მსვლელობისას ტრადიციულად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო მსროლელი მონაწილეობს, ხოლო ჩატენვებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია რუსთავის სპორტის სასახლეში, 25 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა