მსოფლიო რაგბმა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი და მასპინძელი სტადიონები დაამტკიცა.

ბორჯალოსნებმა თავის პირველ მსოფლიო თასზე 2003 წელს სწორედ ავსტრალიაში ითამაშეს და გაისად კუნძულ-კონტინენტზე ზედიზედ მეშვიდე ტურნირში მონაწილეობისთვის ბრუნდებიან. ისინი ბ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებენ.

საქართველო პირველ შეხვედრას 3 ოქტომბერს, კარგად ნაცნობი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თაუნსვილში, „ნორთ ქუინსლენდ სთედიუმზე“ ადგილობრივი დროით 20:15 საათზე დაიწყება. „ნორთ ქუინსლენდ სთედიუმი“ 2020 წელს გაიხსნა, 25 ათას მაყურებელს იტევს და განსაკუთრებულ სიმპათიას გადახურვის ეფექტური დიზაინით იწვევს. ეს სტადიონი მსოფლიო თასის შეხვედრებს პირველად მასპინძლობს. იქ ჯგუფური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართება.

რუმინეთს 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში შევხვდით და 25:9 დავამარცხეთ.

10 ოქტომბერს ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ და 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ბრისბენში, „ბრისბენ სთედიუმზე“ შეერკინებიან, რომელიც 52 500 მაყურებელს იტევს. თამაში 16:45 საათზე დაიწყება. „ბრისბენ სთედიუმზე“ 2003 წელს მსოფლიო თასის 9 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მაშინ საქართველოს იქ არ უთამაშია. 2027 წელს ეს არენა ჯგუფური ეტაპის ექვს, 1/16-ფინალის ორ და მეოთხედფინალის ორ თამაშს უმასპინძლებს.

საქართველო სამხრეთ აფრიკას 2003 წლის მსოფლიო თასზეც შეხვდა (სიდნეიში) და ტურნირზე თავისი პირველი, ისტორიული ლელო გაიტანა (დავით დადუნაშვილმა), შეხვედრა კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 46:19.

ჯგუფურ ეტაპს 17 ოქტომბერს იტალიასთან ჯახით ვასრულებთ. თამაში ნიუკასლში, „ნიუკასლ სთედიუმზე“ 12:15 საათზე იწყება. სტადიონი პირველად მასპინძლობს მსოფლიო თასს და იქ ჯგუფური ეტაპის ოთხი შეხვედრა გაიმართება. ის 30 000 მაყურებელს იტევს. იტალიასთან მსოფლიო თასის ეგიდით აქამდე არასდროს გვითამაშია.

რიგით მე-11 მსოფლიო თასი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას 24 გუნდი, 1 ოქტომბერს მასპინძელი ავსტრალიისა და ჰონკონგის შეხვედრით გაიხსნება. პერთში, 60-ათასიან „პერთი სთედიუმზე“ თამაში 18:45 საათზე დაიწყება.

ფინალურ შეხვედრას 13 ნოემბერს სიდნეი, 82-ათასიანი „სთედიუმ ავსტრალია“ უმასპინძლებს.

ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 18 თებერვლიდან და მხოლოდ 17 თებერვლამდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება შეიძინონ ბილეთები. რეგისტრაციისთვის გასავლელია შემდეგი ეტაპები მითითებულ ვებ გვერდზე:

https://rwc2027.rugbyworldcup.com/

Rugby.ge

სიმართლე
კალენდარი მართლაც რომ იდეალურია! უპირველესად, მხედველობაში მაქვს თამაშებს შორის ფანჯრების ხანგრძლივობა. უნდა ვეცადოთ სწორად გადავანაწილოთ ძალები და მაქსიმალურად ავირიდოთ წამყვან მოთამაშეთა ტრავმიანობა. ანუ, რუმინეთის პირველივე ტაიმშ გატეხვა და მერე სწრაფი შეცვლები, სამხრეთ აფრიკასთან ძირითადი შემადგებლობის უმეტესობა მოთამაშეების დასვენება და შემდეგ მთელი ძალების მიმართვა იტალიასთან უმთავრეს მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად!
Rigiti
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი აქვთ მხედველობაში, რა თქმა უნდა გავალთ შემდეგ ეტაპზე
ზურა
იდეალური კალდარია! როგორც იქნა!
ბოკინიო
ვამთავრებთ იტალიით არ მომეწონა:)) იქნებ გავდივართ!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის