ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა

ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა

საოცარი მატჩი შედგა ბათუმში, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალურ სერიაში. 2-მატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ბათუმმა ქუთაისს უმასპინძლა და ბოლო წამზე მიღებული სამქულიანით 70:72 დამარცხდა. არადა, ბათუმელები მატჩის 24-ე წუთისთვის 22 ქულით იგებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 14 წუთით ადრე ანგარიში მასპინძლებს 60:38 მიჰყავდათ, მაგრამ ქუთაისი რისი გუნდია, ასეთი, თითქოს გამოუვალი სიტუაციიდან არ გამომძვრალიყო.

ხსენებული მომენტიდან ზუსტად 9 წუთში, თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში უკვე თანაბარი იყო – 65:65. ქუთაისელებმა ეს მონაკვეთი 26:5 მოუგეს მასპინძლებს და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ხან იმერული კლუბი გალიდერდებოდა, ხანაც – აჭარული, ბოლო მომენტში კი დრამა გათამაშდა. 2 ქულით მოლიდერე ქუთაისელებმა შეტევა გააცუდეს და სწრაფ შეტევაში ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, მაირინ ტომასმა ბურთი საბა სალაძეს გადააწოდა. საბამ ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა და პლუს მასზე დაჯარიმდნენ კიდეც.

სალაძემ ბონუს-საჯარიმოც ჩააგდო და ბათუმი 70:69 დააწინაურა. დასრულებამდე 5 წამი რჩებოდა და ცხადია, კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო, რათა სტუმართა ბოლო შეტევა დაეგეგმა. გვერდიდან შემოტანილი ბურთი დეტრეკ ბრაუნინგმა მიიღო, 2-3 წამი დაამუშავა, სასროლად საჭირო სივრცე მონახა და… ამერიკელი ლეგიონერის სამქულიანი ბათუმელთა კალათში ჩაეშვა და დროც ამოიწურა. ქუთაისელებმა 72:70 მოიგეს და მეორე მატჩის წინ 2-ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს. 2-მატჩიან სერიაში მოგებას პირობითი მნიშვნელობა აქვს. ბრაუნინგს რომ არ ჩაეგდო, ქუთაისი მეორე მატჩის წინ მხოლოდ იმას დაკარგავდა, რომ 2-ქულიანი უპირატესობის ნაცვლად 1-ქულიანი ჩამორჩენა ექნებოდა.

მატჩის გმირი ბრაუნინგი გახდა, რომელმაც გამარჯვების სამქულიანიანად 26 ქულა ჩააგდო. ამასთან, მან 7 პასი და 8 მოხსნაც მიითვალა. 11 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს და 10 – დეტრეკ ბრაუნინგს. ბათუმელთაგან საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 22 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა დააგროვა, მაიკინ ტომასმა შეხვედრა 15 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა.

თასის გათამაშების მეოთხედფინალის ბოლო წყვილი ზესტაფონის მარგვეთი და თბილისის რაშია. მოედნის უპირატესობა ზესტაფონელებს აქვთ და ამიტომ ისინი საპასუხო მატჩს შინ 24 მარტს ითამაშებენ, პირველი შეხვედრა კი დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. ბრძოლა არ შედგა. მარგვეთმა რაშს პერიმეტრიდან მოუთავა საქმე: 32 ცდიდან 16 სამქულიანი ჩააგდო და ასეთ დროს მეტოქე უძლურია, რაოდენ დიდი უპირატესობაც არ უნდა ჰქონდეს სამწამიანში.

არადა, ფარქვეშ რაში აშკარად ყოჩაღობდა. ანდრე უეირის შემჩერებელი მარგვეთში ვერ მოინახა, თუმცა სხვადასხვა ხერხებით სტუმრები უფრო გადიოდნენ ფონს და მთავარ საქმე, ბურთი მეტოქის კალათში ჩაგდებას მეტი წარმატებით ახერხებდნენ. ზესტაფონმა მოიგო ყველა პერიოდი – განსაკუთრებით დამაჯერებლად კი პირველი – 28:15. დიჯეი დევისმა 9-დან 6 სამიანი ჩააგდო, გიორგი კობახიძემ კი 9-დან 5.  რაშის მოთამაშეები ცდას არ აკლებდნენ, შეცვლაზე შესულმა ცენტრმა – გიორგი მესხმა 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, მაგრამ ამან ეფექტი ვერ მოახდინა. ზესტაფონელებმა მეტოქე სათოფეზე აღარ გაიკარეს და 2-მატჩიანი სერიის პირველი ნახევრის შემდეგ 23-ქულიან ჰანდიკაპს დაეპატრონნენ – 111:88.

თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები 23 და 24 მარტს გაიმართება.

• შაქრო პაპა

ქართველი მარტო სუდია იყო მოედანზე?)))

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა