საქმეში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანკარლო აბეტე ჩაერთო
იტალიურ სპორტულ სამყაროში მთავარი სალაპარაკო თემა სერია ა-ს სტარტის გადადებაა. ბოლო წლებში, თითქმის ყველა ჩემპიონატის წინ იყო საუბრები შესაძლო გაფიცვის შესახებ, მაგრამ ასე სერიოზულად საქმე ჯერ არ ყოფილა.

კიდევ ერთხელ, მოკლედ ვიტყვით იმის შესახებ, რომ კონფლიქტი "ლეგა კალჩოს" და იტალიის პროფესიულ ფეხბურთელთა კავშირს შორის მოხდა - უფრო სწორად, ეს კონფლიქტი და გაუგებრობა უკვე დიდი ხანია არსებობს და ბოლო არ უჩანს. თუ რაში მდგომარეობს დაპირისპირების არსი, ამის შესახებ აქამდე არაერთხელ გვითქვამს და აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ სადავო საკითხთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია და შესაბამისად, მოლაპარაკების პროცესიც რთულად მიმდინარეობს.

მეორე მხრივ, კონფლიქტი არ შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან სერია ა-ს 2011/2012 წლის ჩემპიონატი ჩაშლის საფრთხის წინაშე უბრალოდ ვერ დადგება - და თუ დადგა და მით უმეტეს, ჩაიშალა, ამით ყველა იზარალებს: "ლეგა კალჩოც", ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც.

მოკლედ, ვითარება მეტად რთულია, რასაც "მილანის" ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანიც ადასტურებს: "უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომლისგანაც გამოსავალია მოსაძებნი. სერია ა-ს პირველი ტური დაგეგმილ დროს არ შედგა, რაც თითოეული ჩვენგანის მარცხია. დიახ, ამ გაფიცვით მთლიანად იტალიური ფეხბურთი ფეხბურთი დამარცხდა და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მეორე ტურის თარიღს მაინც არ გადავაცილოთ ჩემპიონატის სტარტი. გაფიცულ ფეხბურთელთა წარმომადგენლებს პირადად ვესაუბრე და მათი მოთხოვნები მოვისმინე. არის საკითხები, რომლებზეც თავისუფლად შეიძლება კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ რიგ შემთხვევებში მათი მოთხოვნები უტოპიურია. ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში მოლაპარაკების მაგიდას უნდა მივუჯდეთ და ერთად მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ჩემპიონატი აუცილებლად უნდა დაიწყოს".

გაფიცვას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა: "სიმართლე გითხრათ, "ლეგა კალჩოს" საქმიანობაში არასდროს ვერეოდი, მაგრამ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მაქვს. პირადად ვაწარმოებ შეხვედრებს შესაბამის პირებთან და ვცდილობ არსებული კონფლიქტი უმოკლეს დროში მოგვარდეს. ამ ყველაფრით იტალიური ფეხბურთი, გულშემატკივრები ზარალდებიან და გამოსავალი მალე უნდა ვიპოვნოთ".

აქვე ვთქვათ, რომ სერია ა-ს მეორე ტური 11 სექტემბერს არის დაგეგმილი და მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად დაახლოებით ორი კვირა აქვთ დარჩენილი. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა და ჩემპიონატი მეორე ტურით მაინც არ დაიწყო, მაშინ მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, საიდანაც გამოსავლის მოძებნა კიდევ უფრო რთული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა