დასრულდა საქართველოს ვაჟთა პირველობა, რომელიც მაღალი სპორტული დონის, დაძაბული პარტიებისა და საინტერესო სიურპრიზების ფონზე წარიმართა. ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა ქართული ჭადრაკის ლიდერმა - ბაადურ ჯობავამ, რომელმაც მეხუთედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. გამოცდილი დიდოსტატის დამაჯერებელი, შემოქმედებითი და რისკზე ორიენტირებული თამაში ტურნირის განმავლობაში გამორჩეული იყო და შედეგად - პირველობაც დაიმსახურა.

სტაბილური და საიმედო თამაშით, მარცხის გარეშე იასპარეზა თორნიკე სანიკიძემ, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატის განმავლობაში თორნიკემ თავისი თამაშით დაადასტურა მაღალი კლასი და კონკურენტუნარიანობა.

მესამე ადგილზე გასვლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა ლუკა კილაძემ.

ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ თამამი, ენერგიული და გააზრებული თამაშით მოახერხა საპრიზო სამეულში მოხვედრა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ლუკამ ტურნირის ფარგლებში საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა, რაც მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ნათლად მიუთითებს ახალგაზრდა მოჭადრაკის დიდ პოტენციალზე.

სამივე მათგანმა სოლიდურ ფულად პრიზთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურებიც მოიპოვა. ასპარეზობა მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ კომფორტულ და თანამედროვედ მოწყობილ გარემოში — სასტუმრო ბილთმორის დარბაზში. მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, მშვიდი სამუშაო ატმოსფერო და ხარისხიანი ტექნიკური უზრუნველყოფა მოჭადრაკეებს ყველა აუცილებელ პირობას უქმნიდა შემოქმედებითი, კონცენტრირებული და შედეგიანი თამაშისთვის.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - ბაადურ ჯობავა (6 ქულა)

II ადგილი - თორნიკე სანიკიძე (5,5 ქულა)

III ადგილი - ლუკა კილაძე (5 ქულა)

IV ადგილი -მერაბ გაგუნაშვილი (4,5 ქულა)

V ადგილი - კონსტანტინე შანავა (4,5 ქულა)

VI ადგილი - ნიკოლოზ კაჭარავა

(4,5 ქულა)VII ადგილი - ლუკა პაიჭაძე (4 ქულა)

VIII ადგილი - ნოე თუთისანი (4 ქულა)

IX ადგილი - გიგა ყუფარაძე (4 ქულა)X ადგილი - ირაკლი ახვლედიანი (3 ქულა)

მალხაზ ჯობავა
ვულოცავთ ქართული ჭადრაკის ლიდერს ბაადურ ჯობავას, მეხუთედ, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას.
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში