ქუთაისის "ტორპედომ" გვაუწყა, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი დავით ბუკია დაიმატა. 20 წლის უკანახაზელმა, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, იმერულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

ბუკია თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია და "ტორპედოს" სწორედ დედაქალაქური კლუბიდან შეუერთდა.

გასულ წელს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ბუკიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, "ლოკომოტივის" მაისურით კი 78 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

ქუთაისელთა რიგებში კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ გუნდს დაუბრუნდა 26 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია. ის "ტორპედოს" ღირსებას 2020 წელს იცავდა. ბულისკერიამ, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, გასული სეზონი "კოლხეთში" გაატარა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ინფორმაციისთვის, დღეიდან 20 თებერვლის ჩათვლით “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას კვიპროსში გააგრძელებს. შეკრების ფარგლებში რამდენიმე ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. 12 თებერვალს ქუთაისელთა პირველი მეტოქე დანიური “ლუნგბიუ” იქნება, 15 თებერვალს კი სომხეთის ჩემპიონატის ლიდერი “არარატ არმენიას”. 18 თებერვალს გასამართი მატჩის შესახებ კი კლუბი ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
მიკოლა კოვტალიუკი ინციდენტზე: ეს ფეხბურთია და არა ბალეტი... ბულისკერია მატჩის შემდეგ მოვიდა და მიყვიროდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი
ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
დემეტრე ბულისკერია "დინამოდან" "ლოკომოტივში" გადავიდა
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
"დინამო თბილისი": რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება?
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა