ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „მარსელი“ დაჯაბნა და 5:0 დაამარცხა.

ლუის ენრიკეს გუნდმა ამ სეზონში, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 დემბელეს დუბლით მოიგეს. განსაკუთრებით ლამაზი უსმანის მეორე გოლი იყო. კვარაცხელია, რომელმაც „ნიუკასლთან“ მიღებული ტრავმა მოირჩინა, 63-ე წუთზე დუეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მაშინვე შეეძლო გატანა, როდესაც ნევეში ცარიელი კარის წინ პასს უკეთებდა, მაგრამ მედინამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თუმცა, ქართველმა მალე მაინც უწია მიზანს - დემბელეს ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით მიუჩინა ადგილი დე ლანგეს კარში. მერე ლიმაც გაიტანა და პარიზულ გუნდში ფერნანდესის დებიუტიც შედგა. ქართველს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. ბოლოს მის მიერ გადაცემული ბურთი მენდეშმა ხარიხას გაარტყა და თამაშიც დასრულდა.

“კვარამ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პსჟ 51 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს და 13 თებერვალს გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - მარსელი 5:0

გოლები: 1:0 დემბელე (12), 2:0 დემბელე (37), 3:0 მედინა (64, საკ. კარში), 4:0 კვარაცხელია (66), 5:0 ლი (74)

კვარას ძმა
დიახ, ხვიჩა დაბრუნდა! არა მარტო დაბრუნდა, არამედ უმაგრესი გოლი შეაგდო და ცოტა მეტად რომ გამართლებოდა, უფრო მეტ მონაგარს მოიპოვებდა! ისე, რატომღაც ვერ ვხედავ ჩასაფრებულ ბოტებს და ხვიჩას მოძულეებს :)
დავით 67
დაბრუნებაც ამას ჰქვია! ტრავმის შემდეგ ასეთ დონეზე ჩაატარო მატჩი, მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ.

ნახევარ საათში კვარამ გოლი გაიტანა,ბურთი ძელს მოარტყა,მისი პასის შემდეგ კარში დარტყმული,ძელს მოხვდა და მასზე გაკეთებული პასი,მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მეტი გამართლების შემთხვევაში,ჰეთ თრიკი და საგოლე პასი შეიძლება გამოსულიყო,მაგრამ რაც სტატისტიკაში ვერ ჩაიწერება,ის მატჩის სანახაობრივ მხარეზე შესანიშნავად აისახა და რაც მთავარია,ათიოდე დღის წინ,მისი ტრავმის შემდეგ ვინმეს რომ ეთქვა,მარსელთან თამაშისთვის მზად იქნებაო,ყოველგვარი გოლის და პასის გარეშე,ვინატრებდით,შენ პირს შაქარი,მაგრამ ნატვრაც ზომიერი სჯობია,ეგ კი ოქროს თევზის ზღაპრიდანააო.ზოგადად ფეხბურთის და ქართული ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს ვგულისხმობ,თორემ ამ საიტზე ისე ვხედავ,მის ფეხის მოტეხვასრომ ნატრულობენ,ისეთი არსებებიც შემოდიან.ამ თამაშში გუნდის შემადგენლობის დიდმა ნაწილმა ძალან კარგად ითამაშა,დემბელე კვლავ გუნდის ლიდერად გამოჩნდა და რაც მთავარია,კარში საფონოვი ისე კარგად დადგა,რომ გუნდი თამამად მიდიოდა წინ.ისე მგონია, მას უკვე გუნდის პირველ მეკარედ მოიაზრებს ლუის ენრიკე და შევალიეს ძალიან გაუჭირდება, ძირითადში დაბრუნება.
ავთო
კარგია,ეგრე გააგრძელე!!!
Nukri
საქართველოს სიამაყე
Gio
მინიმუმ ერთი თვე მეგონა გაუცდებოდა. ყოჩაყ ხვიჩა სხვა დონეა ეს ბიჭი
ლუკა
სუპერგოლი! იხარე კვარა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!
Giorgi
მშვენიერია!!!
ზურა
ყოჩაღ კვარა, ასე გააგრძელე,შენი იმედი მაქვს.❤️
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში